KAR.GE

პირდაპირი ეთერი პირველ არხზე გადაცემაში – ეკონომეტრი

უღრმესი მადლობა ბნ. დავით ლაბაძეს, ქ-ნ ლელა კურდღელაშვილს და საზოგადოებრივი არხის გადაცემა – „ეკონომეტრი“-ს მთელ შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის. 7 დეკემბერს კიდევ ერთხელ მომეცა შანსი, რომ მოძრაობა kar.ge-ს საქმიანობის შესახებ პირდაპირ ეთერში მესაუბრა. რა თქმა უნდა ორი მთავარი თემით: 1) 30 დღიანი გამოწვევა და 2) 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა. მორალი: ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ბაზარი ქვეყნის შიგნით. ნახეთ ვიდეო …

განაგრძე კითხვა »

კომპანია თექამიქსი 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში ერთვება

კომპანია თექამიქსი 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაში ერთვება

საქართველო ნიჭიერი ხალხის ქვეყანაა. აქ ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბევრს ეხერხება. მე პირადად ძალიან გამიმართლა, რომ ამ სფეროს ძალიან ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ, თუმცა ერთია იცოდე თექისგან მაგალითად სუვენირული პროდუქციის დამზადება, ხოლო სულ სხვაა უყურო ამ საქმიანობას როგორც ბიზნესს და განავითარო როგორც ბიზნესი. ფაქტია, რომ 26-27 სექტემბერის გამოფენა-გაყიდვაში არცერთი ამ სფეროს წარმომადგენელი კომპანია არ გყავდა. თუმცა დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან მაგარი …

განაგრძე კითხვა »

მასწავლებელი და მოსწავლე

მასწავლებელი და მოსწავლე

სიტუაცია გურის სკოლაში …   გურია … სკოლა … მათემატიკის გაკვეთილი მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის ათეულებს. -ბავშვებო, ათის მერე მოდის ოცი, მერე ოცდაათი, შემდეგ ორმოცი, აბა ვინ მეტყვის ორმოცის მერე რა მოდის? -წლისთავი მასწ. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂     ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

მთავარია მოძრაობა …

მოძრაობა

“მიზანი არაფერია, მთავარია მოძრაობა”. დავით სარაჯიშვილი, 1848-1911 ამ 1 კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკას ვესტუმრე. მიზანი: ქართველი ბიზნესმენების ფრთიანი გამონათქვამების მოძიება. ერთი საათი ვისაუბრეთ და ვიმუშავეთ კატალოგისტთან და არა მხოლოდ გზა დავსახეთ [ფრიად გრძელი], არამედ პირველი ნაბიჯებიც გადავდგი – მოვძებნე დავით სარაჯიშვილის რამოდენიმე ფრთიანი გამონათქვამი, რომელიც ახლოსაა ჩვენს თემასთან. ჰოდა მათ პერიოდულად შემოგთავაზებთ. და ეს ფრაზა კარგად ესადაგება იმას, რასაც მოძრაობა kar.ge …

განაგრძე კითხვა »

პირდაპირი ეთერი ტელეარხზე – ახალი საქართველო, საზოგადოებრივი არჩევანი

საზოგადოებრივი არჩევანი

უღრმესი მადლობა ქ-ნ ნაზი მეშველიანს და TV ახალი საქართველოს შემოქმედებით გუნდს ამ შესაძლებლობისათვის. 4 დეკემბერს დაგეგმილი 40 წუთის მაგივრად 70 წუთი ისე ვისაუბრეთ, რომ ვერც კი შევამჩნიეთ დრო როგორ გაგვექცა. 4 დეკემბერს მიმიწვიეს ტელეკომპანია ახალ საქართველოში, პირდაპირ ეთერში, ქართულ და კარგ თემაზე სასაუბროთ. ტელეკომპანია ამჟამად საცდელ მაუწყებლობას აწარმოებს და ბევრი რამ იხვეწება, ამიტომ მოგვიტევეთ მცირე ტექნიკური ხარვეზების გამო. საინტერესო საუბარი კი …

განაგრძე კითხვა »

მიხოს გოგო თხოვდება …

გოგო თხოვდება

მიხოს გოგო თხოვდება. ქორწილის დღეა. გოგო ეძახის: -მამი, მამი! კაბაზე უკან ელვა გამეჭედა, მომეხმარე. მიხო მივა, უსწორებს და თან დააყოლებს: -ჰე, ჰეე … გაჭედვა ამაღამა ნახე შენა, ამაღამ! 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

რათა შვილო, რათა?!

-საყვარელო, ჩემს გამო სიგარეტს თავს დაანებებ? -კი, დავანებებ -დალევასაც? -კი, დალევასაც. -ხელფასსაც მე მომცემ სულ? -კი, მოგცემ სულ. -ყველაფერს შემისრულებ? -კი, შეგისრულებ. -ყველაფერს დამითმობ? -კი, დაგითმობ. -დედაჩემიც გეყვარება? -კი, მეყვარება. -ჩემს გამო სიცოცხლეს გასწირავ? -გავწირავ აბა რა ჩემ  * * * *  მინდა ეგეთი სიცოცხლე? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

CNN რეპორტაჟი: საქართველო ღვინის სამშობლო?

CNN-ზე გრძელდება საქართველოს შესახებ რეპორტაჟების სერია. ამჯერად CNN-ის ფოკუსში ქართული ღვინოა, ღვინის ტრადიცია, ქეიფი და რაც მთავარია ღვინის ისტორიაა. ძალიან ლამაზად გაკეთებული ვიდეოა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. https://www.youtube.com/watch?v=vZ51AY-p4ZU

განაგრძე კითხვა »

ქალბატონო, მოგვიკითხეთ …

გურიაში გაგონილებიდან … სიტუაცია ტრანსპორტში. ქალბატონი ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე: -ალიოო, ნესტანი როგორაა? ტარიელი? ავთანდილი ხომ არ წასულა ინდოეთში? აა, თინათინი ჩამოვიდა? გვერდზე მდგომმა გურულმა: -შოთას თუ ელაპარაკებით ქალბატონო, მოგვიკითხეთ. :)))))))))))   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »