როგორ შევქმნათ ძირითადი ოჯახიდან ახალი ოჯახი და ამით შევაფერხოთ ყრა? “ხშირად გვაქვს საფუტკრეში ძლიერი ოჯახები რომელსაც ვშიშობთ რომ იყრიან. ამ სიტუაციაში სასურველია ამ ოჯახიდან შევქმნათ პატარა ოჯახი და მივიღებთ ორმაგ სარგებელს რომელიც იქნება ახალი ოჯახი + ძველ ოჯახის შენარჩუნება” – ირაკლი ჯანაშია, მეფუტკრე. ირაკლი ჯანაშია აგიხსნით და გიჩვენებთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძლიერი ოჯახისგან პატარა ახალი ოჯახის „გამოსაყვანად“ ისე, რომ …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
ნინო ოძელაშვილის გამარჯვების მთიულური ქართულ დროშაზე „გაჭიმული“ რუსები
დიდად სასიხარულო ამბავი ამჯერად ყაზანიდან! ნინო ოძელაშვილა სამბოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო სამბოში, ოქრო, 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და როგორ აღნიშნა? ცეცხლოვანი მთიულურით 🙂 მთლიანობაში ქართველმა სამბისტებმა 4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო მოიპოვეს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ საქართველოს სამბოს ფედერაციის Facebook გვერდზე ნახოთ. ნინოს შემთხვევა განსაკუთრებულია იმით, რომ გოგოა და თან სპორტის ამ სახეობაში და თან პირველი ქართველი გოგოა, რომელმაც ოქრო …
განაგრძე კითხვა »მიწის გადასახადის ზრდა აამოძრავებდა საქართველოს სოფლის მეურნეობას?
ეს სტატია 3 მაისს დავწერე, როცა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ოჯახით თბილისში დავბრუნდი. აქვე ვიტყვი, რომ აღდგომა ჩემთვის ერთადერთი დღესასწაულია, სადაც მთელი ნათესაობის ერთად ხილვაა შესაძლებელი. თან იმ დღეებში ბაღდათი-ხონი-ვანის მაგიური სამკუთხედი შემოვიარე, ხალხში გავერიე, გზად არემარე კარგადაც ვათვალიერე და გადავწყვიტე ეს დამეწერა. 1. გზად მანქანით მოძრაობისას ვხედავდი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი დამუშავებულიც არ იყო. არადა მაისი დაწყებული იყო, დახნული …
განაგრძე კითხვა »რაში ცდებიან ქართველი სტარტაპერები?
ამ თემაზე დროს არც კი დავხარჯავდი, რომ არა ერთი მეტად საინტერესო Live, რომელსაც რამოდენიმე საათის წინ შევესწარი. მეტად საინტერესო ხალხი იყო შეკრებილი IHUBS-ის მიერ და საქართველოში სტარტაპების პრობლემებზე და სიტუაციიდან გამოსავალზე მსჯელობდნენ. დაილოცა Facebook, რა კარგი მოფიქრებაა ეს Live ჩართვები … მოკლედ, მეც იქ ვიყავი და კომენტარი იქ მივაწერე. კომენტარმა კი იმდენი მოწონება მიიღო, რომ ჩავთვალე KAR.GE-ზე გამოტანად ღირდა. ცოტა …
განაგრძე კითხვა »Buy Local – ეროვნული კამპანია სამხრეთ აფრიკაში
ამჯერად სამხრეთ აფრიკა … კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კამპანიისა, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივის ყიდვის პოპულარიზებას ახდენს … და ეს დღეს ხდება რა თქმა უნდა. ეს კონკრეტული მოძრაობა 2001 წელს არის დაწყებული. დაარსებულია ორგანიზაცია სახელად – Proudly South African. კონკრეტულად რას აკეთებენ? 30 მარტს ჰქონდათ Buy Local სამიტი, რომელსაც წელიწადში ერთხელ აკეთებენ. სხვა დანაჩენ დროს კი აქტიურად მუშაობენ ხალხში; ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების დაჯილდოვება; …
განაგრძე კითხვა »რაჭველი სამოთხეში
რაჭველი გარდაიცვალა. პატარ-პატარა წვრილი ცოდვები კი აქვს, მაგრამ მთლად საჯოჯოხეთე არაა, ამიტომ სამოთხეში მოხვდა. ოღონდ პატარა საქმეები მისცეს მოსანანიებლად, სამოთხეში დასამკვიდრებლად. პირველ დღეს უთხრეს, რომ გასარეცხია რაღაცეებიო. გარეცხა. მეორე დღე გათენდა და ეუბნებიან დასალაგებელიაო. დაალაგა. მესამე დღეს ეუბნებიან, რომ მოსახვეტიაო. მოხვეტა. მეოთხე დღე გათენდა და უთხრეს დასაუთოებელიაო და ესეც აუთოებს. აუთოებს და ფიქრობს: -მე, კაცო მოვკვდი თუ გავთხოვდი? 🙂 🙂 …
განაგრძე კითხვა »Buy Local Cookout მერილენდში, აშშ
ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის პოპულარიზების იდეების მსოფლიო მასშტაბით ძიებაში ერთ მეტად საინტერესო იდეას აქ გადავაწყდი და მინდა გაგიზიაროთ. როგორც აღმოჩნდა აშშ-ში, მერილენდის შტატში, გამოაცხადეს კონკურსი, რომლის ფარგლებშიც რესტორნის შეფებმა უნდა წარადგინონ ორიგინალური საკვების რეცეპტები, რომლებიც ადგილობრივ ფერმერულ პროდუქციას იყენებენ [ერთს მაინც]. თან ეს ისეთი საკვები უნდა იყოს, რომელსაც ჩვეულებრივ ოჯახშიც კი ადვილად მოამზადებენ[ო]. ღონისძიებას ჰქვია Buy Local Cookout, რომელიც მთავარობის სახლში …
განაგრძე კითხვა »სალომე ფაჟავა – რაჭულით მოპოვებული 1 ოქრო და 2 ვერცხლი ბუქარესტიდან
დიდად სასიხარულო ამბავი ბუქარესტიდან … 18 წლის სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი აიღო ევროპულ შეჯიბრში … მან ბუქარესტის გრანპრი მოიგო .. 1 ოქრო და 2 ვერცხლის მედალი … და როგორ? რაჭულად 🙂 ანუ რაჭული ცეკვის ელემენტების გამოსვლაში გამოყენებით … სალომე ფაჟავა პირველად KAR.GE-ზე ბაქოში 12-28 ივნისის პერიოდში EURO 2015 – პირველი ევროპული თამაშებში მოპოვებული ბრინჯაოთი აღმოჩნდა. ნახეთ ძველი გამარჯვების ისტორია აქ. …
განაგრძე კითხვა »მეგრელი ავტობუსში
ქალაქში ჩამოსული მეგრელი გადაჭედილ ავტობუსში ავა. დიდი დუბლიონკა აცვია და ხალხი შეაწუხა. -გაგეხადათ ეს დუბლინკა და მეტი ადგილი იქნებოდა, მიმართა შეწუხებულმა ქალმა. -ქალ’ბატონო, შარვალ’იც ხომ არ გამეხადა? ხელ’ის მოსაკიდიც გექნებოდა … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »როგორ ჩავასახლოთ ნაყარი სკაში?
ნაყარი – პროცესი რომლის დროსაც დედოფალი ტოვებს საცხოვრებელს დიდი რაოდენობით მუშა ფუტკრებით, ბევრ მოყვარულ მეფუტკრეს/ფერმერს აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ ვიდეოს გადაღება. ირაკლი ჯანაშია აგიხსნით თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესის წარმატებით შესასრულებლად. აქ 4 რჩევას ამოვწერ მხოლოდ: ნაყარი უნდა დავნამოთ, რათა ფუტკრები არ გაფრინდნენ; საჭირო ჩარჩოების ჩადგმით სკა შევამზადოთ ფუტკრის ჩასასმელად; ყუთში ან ტომარაში ჩამოვფერთხოთ და სასწრაფოდ ჩავსვათ …
განაგრძე კითხვა »