ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Buy Local – ეროვნული კამპანია სამხრეთ აფრიკაში

ამჯერად სამხრეთ აფრიკა …

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი კამპანიისა, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივის ყიდვის პოპულარიზებას ახდენს … და ეს დღეს ხდება რა თქმა უნდა. ეს კონკრეტული მოძრაობა 2001 წელს არის დაწყებული. დაარსებულია ორგანიზაცია სახელად – Proudly South African. კონკრეტულად რას აკეთებენ?

  • 30 მარტს ჰქონდათ Buy Local სამიტი, რომელსაც წელიწადში ერთხელ აკეთებენ. სხვა დანაჩენ დროს კი აქტიურად მუშაობენ ხალხში;
  • ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების დაჯილდოვება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;

შევისწავლე ონლაინ რესურსები. ყველგან კარგი ფრაზები, მოწოდებები, მაგრამ რიცხვები მინიმალურად. მაგალითად იდეალურადაა ახსნილი, თუ რა კარგს აკეთებს ადგილობრივის ყიდვა, მაგრამ რიცხვების გარეშე … აქაც ჩამოვთვლი.

აი 10 ჭკვიანური მიზეზი, რომ იყიდო ადგილობრივი ნაწარმი [ჩამოთვლილია აქ]:

  1. ქმნი ახალ სამუშაო ადგილებს;
  2. იცავ არსებულ სამუშაო ადგილებს;
  3. იცავ ადგილობრივი ბიზნესის საშემოსავლო ბაზას;
  4. ამცირებ სიღარიბეს;
  5. ზრდი ადგილობრივ ინვესტიციას;
  6. ავითარებ სამრეწველო ბაზას;
  7. აძლიერებ მდგრადობას და სურსათის უსაფრთხოებას;
  8. ახალისებ მეწარმეობას და შემოქმედებითობას;
  9. ამცირებ სავაჭრო დეფიციტს;
  10. ესაა ეროვნული სიამაყე და პარტნიოტიზმი;

ეს მოკლედ. თუ უფრო დეტალურად დაგაინტერესებთ ვებსაიტი და Facebook გვერდი მითითებულია.