ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ექსპორტი

დღეს 19 სხვადასხვა ქართული წვენის & ნექტარის ნიმუშები ყატარში გავგზავნეთ (y)

23 აგვისტო 2017 … დღეს მოძრაობა KAR.GE-ს და შპს კამპას, ყატარში კი ბნ. პაატა გიორგაძის მონდომებით შპს კამპას 3 ბრენდის 19 სხვადასხვა ნიმუშის 95 ლიტრი წვენები დოჰასკენ ყატარის ავიახაზების მეშვეობით გაიგზავნა. აღარ მოვყვები რა ენერგია დასჭირდა ამ კონკრეტული გაგზავნის ორგანიზებას. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 2 თვეზე მეტია ყატარში ექსპორტის საქმეს ვუკირკიტებთ. საქმიანობის ორთვენახევრის განმავლობაში 50-მდე სხვადასხვა ნაწარმის ბიზნეს ექსპორტის შესაძლებლობა …

განაგრძე კითხვა »

VRZ Torment +1 წარმატება: ქართული VR თამაში THEVRGRID.com შეფასებით პირველ ადგილზეა!

ეს ქართული VR თამაშის მორიგი სერიოზული წარმატებაა! ქართული VR თამაში უმაღლეს შეფასებას იღებს THEVRGRID.com-ზე რეიტინგში ნახეთ ვის გაუსწრო … რა არის VRZ Torment? ეს StormBringer Studio-ს მიერ შექმნილი Zombie Shooter/Survival თამაშია ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც ვირტუალური რეალობის სათვალით თამაშობ სმარტფონიდან. თამაში 19 მაისამდე საცდელ ეტაპზე იყო, 19 მაისიდან კი ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში Steam-ზე  (თამაშების გაყიდვების პორტალი). Gameplay შეგიძლიათ იხილოთ აქ. წარმატება …

განაგრძე კითხვა »

ემიგრანტებო, დაიწყეთ ქართული პროდუქციის ექსპორტი! აი, პრაქტიკული მეგზური

როგორ დავიწყოთ ექსპორტი

ემიგრანტებზე გათვლილი უაღრესად დრომოჭმული, პოპულისტური და ყველაზე გავრცელებული მოწოდება, რომელიც არასოდეს რეალურად საქმეში არ გადაზრდილა ჟღერს ასე: “დაბრუნდით საქართველოში“. ჩვენ კი ასე გეტყვით: ემიგრანტებო, დაიწყეთ ხარისხიანი ქართული ნაწარმის ექსპორტი. მყარად დამკვიდრდით სადაც ხართ! განავითარეთ საჭირო კავშირები! გამდიდრდით! ასე უფრო მეტს გააკეთებთ თქვენი თავისთვის, ახლობლებისთვის და ქვეყნისთვის. მაგრამ როგორ? რა ცოდნა, უნარები და კავშირები სჭირდება ექსპორტის დაწყებას? ვისგან ისწავლი ყველაფერ ამას? …

განაგრძე კითხვა »

ავსტრიაში, ქ. გრაცში, ქართველმა ემიგრანტმა ქართული ნაწარმის დეგუსტაცია მოაწყო

პატივცემულო ემიგრანტებო, ეს არ არის მხოლოდ დადებითი პრეცედენტი … ეს არის ის, რაც თითოეულ ქართველ ემიგრანტს შეუძლია… მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით … მნიშვნელობა არ აქვს რას საქმიანობთ … მნიშვნელობა არ აქვს რა ცოდნა და გამოცდილება გაქვთ … მთავარია მონდომება!!! ისტორია 2017 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა მოძრაობა KAR.GE-მ KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 გამოსცა. პრეზენტაციას, მისი ელექტრონული და ფურცლოვანი ვერსიების მასიური …

განაგრძე კითხვა »

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან ბოლო 22 წლის მანძილზე

TV იბერიაში, ბიზნეს კოდში დღეს შევაჯამეთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. დიდი მადლობა TV იბერიას მთელ გუნდს ქართული საქმის მხარდაჭერისათვის. მოკლედ ასევე შევეხეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისთვის სულ ახლახან არაქართული ხორცის შესყიდვის თემას  

განაგრძე კითხვა »

TV მაესტრო: ექსპორტის შესაძლებლობა ყატარში. რა უნდა ვისწავლოთ ამ პროცესისგან?

რა პროდუქციაზეა მოთხოვნა ყატარიდან? რა უნდა იცოდნენ მწარმოებლებმა? როგორ მიმდინარეობს მუშაობა? რა როლი აქვს სახელმწიფო სტრუქტურებს ამ საქმეში? ამ და მრავალ სხვა საკითხზე გვქონდა მსჯელობა 10 ივლისს TV მაესტროს პირდაპირ ეთერში დილის ბიზნეს სიახლეებში. უღრმესი მადლობა მაესტროს გუნდს მხარდაჭერისათვის.

განაგრძე კითხვა »

TV ობიექტივი: ყატარი, ექსპორტის შესაძლებლობა და რას ნიშნავს იყო მზად?

დიდი ხანი მინდოდა ამის ასე პირდაპირ ეთერში თქმა და ესეც მოვახერხე! უღრმესი მადლობა ბნ. ოთარ ანგურიძეს და TV ობიექტივს, რომ ამ შესაძლებლობის შესახებ ღიად სააუბარი პირდაპირ ეთერში მოვახერხე. განსაკუთრებული მადლობა კი მაყურებლებს, რომელთაც საინტერესო შეკითხვები შემოგვაშველეს ამ პროცესში. ეს ვიდეო უნდა ნახოს ყველა მწარმოებელმა, რომელიც ან უკვე ქმნის ხარისხიან ნაწარმს, ან ფიქრობს შექმნას. იყოს ესპორტის შესაძლებლობა ერთია, იყო მისთვის მზად …

განაგრძე კითხვა »

სასწრაფოდ სიახლე 15+ საექსპორტო ნაწარმი, რომლებზედაც არის მოთხოვნა ყატარიდან

მათთვის, ვინც არ იცის … ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ განვაცხადეთ და ექსპორტიორთან დავაკავშირეთ მწვანილის მწარმოებლები. ამას მოჰყვა რეალური ექსპორტი, რასაც ვიზუალურად შეგიძლიათ შეავლოთ თვალი (დოჰადან გამოგზავნილ სურათებს). პროდუქციის პარტია გადის ყოველ დღე. თუმცა არ ვჩერდებით … ყატარის მიმართულებით მეორე არხი გაიჭრა. ჯამში ამ მომენტში არის მოთხოვნა შემდეგ 15+ სხვადასხვა პროდუქციაზე და არა მხოლოდ: ხილი: ვაშლატამა ატამი ჟოლო თუთა მარწყვი …

განაგრძე კითხვა »

ფოტოები დოჰადან (ყატარი): ქართული მოცვი, მწვანილი და პომიდორი დახლებზე და +1 სიურპრიზი

მივეხმარეთ ექსპორტში … გავიდა ქართული ნაწარმი ყატარში … და აი სურათებიც, თუ როგორ გამოიყურებიან ქართული მოცვი, მწვანილი და პომიდორი დახლებზე დოჰას სავაჭრო ცენტრში, სულ ცინცხალი ფოტოები. ჩვენი წვლილი ისაა, რომ ჩვენ გარკვეული მხარდაჭერა გავუკეთეთ ადამიანს, რომელმაც ექსპორტი განახორციელა. აქ კი ნახეთ როგორ არეკლამებენ თვითონ ყატარში ქართულ ნაწარმს. დააწკაპუნეთ და გადახვალთ ბმულზე. დააკვირდით, ქართული მწვანილი მთავარ ფოტოზე … ფოტოებისთვის და ბმულისთვის უღრმესი …

განაგრძე კითხვა »

აი, შედეგი: ყატარში UVIE’S BERRIES-მა მწვანილი მოძრაობა KAR.GE-ს ხელშეწყობით გაიტანა

სულ რამოდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ ყატარში ქართულ მწვანილზეა მოთხოვნა და ვეძებდით მწვანილის მწარმოებლებს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, ქ-ნი ეკატერინე ვეფხვაძე დაგვიკავშირდა და მწვანილის მწარმოებლების კონტაქტები გვთხოვა. ცხადია ბევრი არ გვიფიქრია, მაშინვე ორი ჩვენს ბაზაში მყოფი კომპანიის კონტაქტი მივაწოდე, kar.ge-ზე და FB გვერდზე სტატია დავდე და დაიწყო და დაიწყო ახალმა კონტაქტებმა დინება … გვიკავშირდებოდნენ ჩვენ, ჩვენ კი მათ (ოღონდ მხოლოდ …

განაგრძე კითხვა »