ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აი, შედეგი: ყატარში UVIE’S BERRIES-მა მწვანილი მოძრაობა KAR.GE-ს ხელშეწყობით გაიტანა

სულ რამოდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ ყატარში ქართულ მწვანილზეა მოთხოვნა და ვეძებდით მწვანილის მწარმოებლებს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, ქ-ნი ეკატერინე ვეფხვაძე დაგვიკავშირდა და მწვანილის მწარმოებლების კონტაქტები გვთხოვა. ცხადია ბევრი არ გვიფიქრია, მაშინვე ორი ჩვენს ბაზაში მყოფი კომპანიის კონტაქტი მივაწოდე, kar.ge-ზე და FB გვერდზე სტატია დავდე და დაიწყო და დაიწყო ახალმა კონტაქტებმა დინება … გვიკავშირდებოდნენ ჩვენ, ჩვენ კი მათ (ოღონდ მხოლოდ მათ, ვინც ჩავთვალეთ, რომ მზად იყო) ვამისამართებდით ქ-ნი ეკასკენ.

უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც გამოგვეხმაურა.

მწვანილის მომწოდებლებიც ვნახეთ, პირველი შედარებით მცირე პარტიაც უკვე გაიგზავნა და მომდევნო პარტიების მზადებაც მიმდინარეობს. მოძრაობა KAR.GE-ს როლი ამ საქმეში არის მხოლოდ „ძაფების გაბმა“ ექსპორტიორებსა და მწარმოებლებს შორის, რასაც წარმატებით ვასრულებთ უკვე მერამდენეჯერ.

აქვე გეტყვით, რომ ასევე გაიგზავნა მოცვის და პომიდორის პირველი პარტიები. კიდევ არის მოთხოვნა სხვა პროდუქციაზე. ეს ინფორმაცია მოგვიანებით დაიდება. ჯამში პირველი პარტია სულ რამოდენიმე ტონაა, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია, ასე რომ წარმატებები გვისურვეთ 🙂

ექსპორტიორი კომპანია: UVIE’S BERRIES
დირექტორი: ეკატერინე ვეფხვაძე
https://www.uviesberries.com/
ekaterine@uviesberries.com

აი ფოტოდასტურიც …

პარტია უკვე ჩავიდა. ერთ-ერთი უმსხვილეს სარეალიზაციო ქსელში. გამოხმაურება? აგერ იხილეთ ფოტოზე …

ფოტო გადაიღეს და საქართველოს დროშასთან ერთად თავიანთ სარეკლამო გაზეთში ხვალ გამოაქვეყნებენ.

ეს ერთი და სხვა მრავალი 🙂

 

PS
შემდეგი პარტიის გაგზავნისას Facebook Live ჩართვა გავაკეთოთ?
10 კომენტარი მაინც თუ დაფიქსირდება ქვემოთ, გპირდებით გავაკეთებთ მომდევნო გაგზავნისას 🙂 ჩაწერეთ მხოლოდ ერთიანი აი ასე – 1