ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა • 577 737 964

ბიზნეს გეგმა, ბიზნეს გეგმის დაწერა და ამ თემაზე კონსულტაცია/დაკვალიანება დღეს ძალიან აქტუალური თემებია. ამ გვერდზე ბევრი დაინტერესებული ადამიანი ხვდება Google-ში ძიების შედეგად. სწორედ თქვენთვის პატივცემულებო მოვამზადე ეს ამომწურავი შინაარსის მქონე სტატია.

აქ იხილავთ პრაქტიკულად ყველაფერ ძირითადს (და თან მუდმივად გავაახლებ), რაც კი თქვენთვის ბიზნეს გეგმებთან მიმართებაში შეიძლება იყოს აქტუალური.

გთავაზობთ საფუძვლიანად ჩაუჯდეთ და ბლომად ინფორმაციას მიიღებთ.

ხოლო თუ აქ მოხვედით იმისთვის რომ ბიზნეს გეგმის დაწერა გსურთ, მაგრამ თავად ვერ ახერხებთ, მაშინ დამიკავშირდით 577 73 79 64.

ან დამიმესიჯეთ Facebook გვერდზე და LinkedIn გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

ამ გვერდიდან დალინკული ყველა სტატიის ავტორი ვარ მე – ტარიელ ზივზივაძე.

23+ წელია რაც ბიზნეს გეგმებს ვწერ დამკვეთებისთვის.

ბევრი წლის განმავლობაში დამკვეთები მხოლოდ გუგლით მძებნიდნენ, თუმცა პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე ჩემი ეს საქმიანობა სააშკარაოზე გამომეტანა ფართო საზოგადოებისთვის.

ანუ, რაზედაც ვწერ, იმასვე ვაკეთებ უკვე დიდი ხანია და თითოეული სტატია ჩემი გამოცდილების და მიღწევების საფუძველზეა დაწერილი.

მიღწევებს როცა ვახსენებ ვგულისხმობ ჩემი იმ დაწერილი ბიზნეს გეგმების / პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულებას, რომლებიც უკვე ხორციელდება. 2021 წელს ამ რიცხვმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2022 წელს კი 200 მილიონ ზღვარს გადავაბიჯე.

ჩემთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ვმუშაობ ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ბიზნეს გეგმაზე/პროექტზე და ნებისმიერი სამიზნისთვის.

25 წელია პრაქტიკულად ვარ დასაქმებული და დღემდე არ მიმუშავია ე.ი. “სამსახურში” ყოველთვის მოკლევადიან პროექტებზე ვმუშაობდი დამკვეთებთან ან ჩემი ორგანიზაცია მქონდა. პირდაპირი შეხება მქონდა და “ხელი გამისვრია” პრაქტიკულად ყველა ტიპის საქმეში. ეს კი იმ უდიდესი გამოცდილებისა და ინფორმაციის წყარო გახდა, რომლის საფუძველზეც არ ვაჭარბებ, მაგრამ ჩემთან 5 წუთი გასაუბრებაც კი ხშირად საკმარისია ადამიანისთვის, რომ მის წინაშე გზა ცხადად დაინახოს. ჩემი ცოდნა, გამოცდილება და მიღწევები უმნიშვნელოვანესია იმ საქმეში, რასაც ბიზნეს გეგმის დაწერა ჰქვია და საშუალებას მაძლევს ძალიან კარგად ვიცოდე ბევრი სფერო (და თუ არ ვიცი, სწრაფად ვისწავლო).

ვმუშაობ ნებისმიერ ბიზნეს გეგმაზე და პროექტზე. ამათ შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა ამდენი წლის გამოცდილებამ, და იმან, რომ მე პრაქტიკულად ყველა სახის ინფორმაციას ვეცნობი რაც ამ სფეროში ცხადდება, მომცა შესაძლებლობა, რომ ვიმუშავო ყველა ტიპის ფორმატის დოკუმენტზე.

და ვმუშაობ ყველა სამიზნისთვის, ანუ ყველა იმ კონკურსისთვის / ინვესტორისთვის / ფონდისთვის და ა.შ., რომელიც კი დამკვეთს აქვს ამორჩეული. აღსანიშნავია, რომ ყველას თავისი ფორმატით და თავისებურად სჭირდება ნაშრომი.

როგორ არის ეს გვერდი ორგანიზებული?

ვიწყებთ შესავლით, ძირითადი ტერმინების განმარტებებით.

შემდეგ გადავდივართ ე.წ. “შემდეგი დონის საკითხებზე”, რომლებიც ყველა საქმიან ადამიანს აინტერესებს.

იმის შემდეგ კი ბიზნეს გეგმის დაწერის ფასები, ნიმუშები, თემატური სტატიები და ბოლოს უკვე დაფინანსების წყაროების შესახებ სტატიები და რჩევები.

ამ გვერდს პერიოდულად ვაახლებ, და პერიოდულად ახალ დაწერილ სტატიებსაც ჩავრთავ.

თუმცა ერთიც მართალია, რომ ბოლო პერიოდში სტატიებისთვის დრო ნაკლებად მრჩება.

აქვე ერთი თხოვნა: ამ გვერდის გაკეთებამ დიდი ენერგია წაიღო. გთხოვთ გაუზიარეთ იგი სხვებსაც!

რა არის ბიზნესგეგმა?

ეს სტატია სრულად და ამომწურავად გიპასუხებთ თუ რა არის ბიზნეს გეგმა, რატომ კეთდება, რა მიზანი აქვს, რა ეტაპზე კეთდება, რეალურად ვის სჭირდება და რა შედეგი შეიძლება დადგეს ბიზნეს გეგმის გაკეთების შემდეგ.

ისევე როგორც ყველა ჩემი სტატია, ესეც დაწერილია მარტივი და გასაგები ენით ისე, რომ მე-4 კლასელი ბავშვიც კი გაიგებს.

და რახან ბიზნეს გეგმაზე ვსაუბრობთ, მოდით განმარტება (ჩემებური) მაინც მოვიყვანოთ:

ბიზნეს გეგმა დოკუმენტია, რომელიც კომპანიის მომავალ მიზნებს და მათი მიღწევის სტრატეგიებს აღწერს. მასში დღევანდელი რეალობიდან სასურველ რეალობაში მოხვედრის გზაა აღწერილი. ბიზნეს გეგმის 3 უმთავრესი მიზანია: 1) ზრდის ეფექტური სტრატეგიის გააზრება, 2) მომავალი ფინანსური საჭიროებების განსაზღვრა, და 3) ინვესტორთა მოზიდვა. საბოლოო მიზანი კი არის “დავანახოთ ინვესტორს ფული”!

განმარტების უნივერსალურობაზე თავს ვერ დავდებ. ბოლო-ბოლო ჩემი ვერსიაა ეს. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველაფერი ჩავდე, რასაც ბიზნეს გეგმა რეალურად წარმოადგენს.

ბოლო ფრაზა განსაკუთრებით მომწონს – “დავანახოთ ინვესტორს ფული!”. ვინაიდან, თუ ბიზნეს გეგმამ ინვესტორს ფული ვერ დაანახა, ნულია მისი ფასი!

თუმცა, თუ ბიზნეს გეგმის გაკეთების შემდეგ გამოჩნდა, რომ “ჩიტი ბრდღვნად არ ღირს”, ე.ი. მაინც კარგია რომ გეგმა დაიწერა. მცირე თანხა გაიღე, რომ ბევრი ფული არ წაგეგო. ამიტომ, მაინც მადლობელი უნდა იყო!

რა არის გეგმა?

აი ეს სტატია კი კარგად ხსნის თუ რა არის უშუალოდ გეგმა, რას უნდა ველოდოთ მისგან და რა არის დაგეგმარებისგან მიღებული მთავარი სარგებელი.

იგი დავწერე იმიტომ, რომ დამენახვებინა განსხვავება გეგმასა და ბიზნეს გეგმას შორის, ვინაიდან ადამიანმა თუ გეგმა რა არის არ იცის, ის ბიზნეს დაგეგმარების არსს ძნელად ჩაწვდება.

როგორ მოიძიოთ ბიზნეს იდეა?

ბიზნეს იდეა ყველაფრის ფუნდამენტია. სტატიაში კი მოცემულია უნიკალური რჩევა, თუ როგორ უნდა მოიძიოთ ბიზნეს იდეა, კონკრეტულად რა არის ის ერთადერთი მამოძრავებელი, რომელიც მოგეხმარებათ აღმოაჩინოთ პერსპექტიული ბიზნეს იდეები. დამიჯერეთ, ამის ცოდნა არის კრიტიკული!

მთავარი არსი ისაა, რომ თქვენს ბიზნეს იდეას საზოგადოების კონკრეტული ჯგუფისთვის რამე ღირებულება უნდა მოჰქონდეს. თუ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას აწვდის ღირებულებას, რომელშიც ის მზადაა გადაიხადოს, ე.ი. აქ შეიძლება ფულის გაკეთებაც.

როგორ შეიძლება ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა?

ამ სტატიაში გთავაზობთ შემოწმებულ და ეფექტურ გზას თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა თავად.

წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ არის კონკრეტული უნარები, რომლებიც აუცილებელია ამ საქმისთვის. რაც მეტად “ალესავთ” თქვენს ამ უნარებს, მით მეტად ეფექტური ბიზნეს გეგმა იქნება შედეგი. თუმცა ამ თემაზე უფრო მეტი სხვა სტატიაში დავწერე.

რა სარგებლობა მოაქვს ბიზნესგეგმის შედგენას?

ზოგს ნამდვილად ჰგონია, რომ ბიზნეს გეგმას თუ დაწერს, აუცილებლად რამე კონკურსში გაიმარჯვებს, ან თუ ვერ გაიმარჯვა, მაშ ბიზნეს გეგმა ყოფილა ცუდი დაწერილი.

ნახეთ ეს სტატია, თუ გაინტერესებთ იცოდეთ რა სარგებლობა მოაქვს ბიზნეს გეგმის შედგენას ისეთი, რისთვისაც ღირს დროის და ფულის დახარჯვა.

როგორ დავწერო ბიზნესგეგმა თავად?

ზოგს ბიზნეს გეგმის დაწერა ყველი და პურის ჭამა ჰქონია.

აქ გაიგებთ რომელი 12 ძალიან კონკრეტული უნარი / ცოდნა უნდა გქონდეთ საიმისოდ, რომ ბიზნეს გეგმის დაწერა თავად მოახერხოთ.

დააკვირდით, რომ მათი უმრავლესობა უცებ არ ისწავლება, წლები “ილესება” და მიხვდებით თუ რატომ არის დაბალეფექტური ის ტრენინგები, რომელთაც ბიზნეს გეგმის დაწერის მიზნით სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებს უტარდებათ ხოლმე. მეც ჩავატარე რამდენჯერმე და მივხვდი, რომ აღარ ღირს.

ბიზნეს გეგმის შეკვეთა როგორ გააკეთო სწორად?

როცა ბიზნეს გეგმას თავად ვერ ადგენთ, სიფრთხილეა საჭირო, რომ არასწორი შემსრულებლი არ შეარჩიოთ. მოძებნა ხარჯია, თან იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

სტატიაში დეტალურად გიხსნით თუ როგორ უნდა შეუკვეთოთ ბიზნეს გეგმის დაწერა. ანუ, როგორ მოძებნოთ და შეარჩიოთ შემსრულებელი, რომელთან ერთად “გაივლით ამ გზას”.

მხოლოდ ამ გზის გავლის შემდეგ მიხვდებით (ან ვერც მიხვდებით) პროცესის მთელ ხიბლს და სარგებლიანობას. ეს ყველაფერი მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როცა პირველად აპირებ ვინმესთან მუშაობას.

ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ჩემთან სამუშაო პროცესში ჩართვა და ამ გამოცდილების მიღება გაცილებით უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.

პროექტის დაწერა VS ბიზნეს გეგმის დაწერა

ამ სტატიაში დაინახავთ რა განსხვავებაა პროექტის დაწერა-გაკეთებასა და ბიზნეს გეგმის დაწერას შორის 5 კრიტერიუმის მიხედვით.

ხაზს გავუსვამ, რომ პროექტის დაწერა გაცილებით მეტ ენერგიას ითხოვს ჩემგან შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვიდრე ბიზნეს გეგმის დაწერა.

ბიზნეს გეგმა კი პირიქით, გაცილებით მეტ ენერგიას ითხოვს ფინანსური გათვლების თვალსაზრისით, ვიდრე პროექტის დაწერა.

ბიზნეს გეგმის ფინანსური ნაწილი

ერთ დღესაც ტელეფონზე ზარი გაისმა. ადამიანმა დამირეკა და ასეთი რამ მკითხა: “გეგმა გვაქვს, მაგრამ ბიზნესის გეგმის ფინანსური ნაწილი თუ შეგიძლიათ გაგვიკეთოთო … “.

ცხადია უარი ვუთხარი და თუ რატომ, ამ სტატიაში აღვწერე. წაიკითხეთ და მიხვდებით ფინანსური ნაწილი ასე რატომ აფრთხობთ ადამიანებს.

მთავარი პრობლემა, რის გამოც ამ ნაწილის დაწერა უჭირთ როგორც წესი არის შინაარსობრივ ნაწილში საჭირო ლოგიკების არასაკმარისი გააზრება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფინანსური პროგნოზებისთვის დაშვებების დიდი ნაწილი ნარატივის ნაწილში ყალიბდება.

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი

ამ სტატიაში არის მთავარი, რაც ყველაზე მეტს აინტერესებს: რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა და რაზე არის დამოკიდებული მისი ფასი.

გადახედეთ, თქვენს შეკითხვებზე აქ კონკრეტულ პასუხებს ნახავთ. თან ძალიან საინტერესოს.

ყველასთვის, რომელიც მირეკავს/მიკავშირდება და ფასს მეკითხება სათქმალი ასეთია:

ბიზნეს გეგმის დაწერის პირობები რომ გითხრათ საჭიროა მოგვწეროთ 2 რამ:

1) კონკრეტულად რა თემაზე გსურთ ბიზნეს გეგმის დაწერა;

2) კონკრეტულად სად გსურთ (რომელ საგანტო პროგრამაში, ან რომელ ბანკში, ან რომელ ინვესტორთან) წარადგინოთ ბიზნეს გეგმა (ზუსტად უნდა ვიცოდეთ მათი მოთხოვნები, ამიტომ გამომიგზავნეთ ვებსაიტის URL, სადაც აღწერილია პროგრამა).

ამ ორ პარამეტრს რომ მეტყვით, იმის შემდეგ შემეძლება გითხრათ 1) რა თანხა დაგიჯდებათ, 2) რა დრო დასჭირდება.

(ორივე შეკითხვაზე უნდა მოგვწეროთ პასუხი. ან უმჯობესია დამირეკოთ 577 73 79 64 და გავისაუბროთ).

უნდა ვაღიარო, რომ თუ ადამიანი მიკავშირდება და ამ ორ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, სატელეფონო საუბარიც კი არ გამოგვივა იმდენად მნიშვნელოვანია ესენი.

როცა მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მთხოვენ დახმარებას რომ დავაკვალიანო. აქ კი მე უკვე ვეღარ ვერთვები … არ მაქვს საკმარისი დრო … თუმცა ნამდვილად შემიძლია!

ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf (20+)

აქ დაგხვდებათ განძი – გამზადებული ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf, 20-ზე მეტი, რომლებიც სპეციალურად მოვათავსე ამ სტატიაში თავმოყრილი ფორმით.

კარგად მესმის რა რთულია რეალური პროექტების მოპოვება და სწორედ ამიტომ.

ჩამოტვირთეთ, წაიკითხეთ, ისწავლეთ, გამოიყენეთ თქვენი შეხედულებისამებრ.

თითოეული ნიმუში სათანადო სტატიაშია მიბმული.

მე პირადად ეს ნიმუშები არცერთი მომწონს (ჩემი გაკეთებული არცერთია), მაგრამ დაინტერესებულებს გამოადგებათ.

აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა

აქ მოკლე ინფორმაცია დავალაგე თვითონ სააგენტო – “აწარმოე საქართველოში”-ს პროგრამების თაობაზე და ბიზნეს გეგმის ის შაბლონი, რომელიც როგორც წესი წარსადგენია იქ (უკვე აღარც ითხოვენ).

აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი და საკმაოდ ბევრი პროგრამა აქვს უკვე, რომლებშიც გარკვევა ადვილი არ არის.

თუმცა ამ გზას თუ დაადექით, სხვა გზა არ გაქვთ. უნდა გაერკვეთ!

მთავარია შემდეგი: საუბარი იწყება ბანკთან. თუ ბანკი ამბობს “კი”-ს, ე.ი. საქმის 99% გაკეთებულია!

რა არის გეგმა? თემატური სტატიები:

მეხორცული მესაქონლეობის ფერმის ბიზნეს გეგმის დაწერა – აქ კალკულაციაა ისეთი, მეცხოველეობის ფერმის შექმნას მოგანდომებს ადამიანს.

მშენებლობის ბიზნეს გეგმის დაწერა – არაერთი დამკავშირებია მშენებლობის ბიზნეს გეგმის დასაწერად ამ სტატიის ნახვის შემდეგ.

რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა – მარტო რესტორნის ბიზნეს გეგმას იშვიათად აკეთებენ ხოლმე. როგორც წესი ჰგონიათ რომ არ სჭირდებათ. ჰოი როგორ ცდებიან რესტორატორები …

საგრანტო პროექტის ბიზნეს გეგმის დაწერა – ჰო, ეს სტატია ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებთ …

წარმოების რეაბილიტაციის ბიზნეს გეგმის დაწერა – იშვიათი შემთხვევა.

სტარტაპის ბიზნეს გეგმის დაწერა ცალკე ფენომენია. სულ სხვანაირად ხდება ეს…

ტურისტული კომპანიის ბიზნეს გეგმის დაწერა – ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე გაჯერებულია საქართველოში, თუმცა იმდენი ხვრელია, იმდენი რომ, გაოცდებით!

აგრო ბიზნეს გეგმის დაწერა – სასოფლო-სამეურნეო პროექტისთვის.

წარმოების ბიზნეს გეგმის დაწერა – ყველაზე გავრცელებული საქმიანობა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა – წელიწადში ერთხელ აქვს RDA-ს ეს კონკურსი და თან უმნიშვნელოვანესი!

სტატიები ბიზნეს გეგმების ნიმუშებით

სასტუმროს ბიზნესგეგმა pdf

მეფუტკრეობა და თაფლის დაფასოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

სათბურის პროექტი და სათბურის პროექტირება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ყურძნის ჩირის წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ჩირიანი შოკოლადის წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

სამკერვალო საწარმო. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ქსელური მარკეტინგი. ბიზნეს გეგმის ნიმუში

თხილის ბაღის გაშენება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

სამაცივრე მეურნეობა ბიზნეს გეგმის ნიმუში

პროფილური მილები. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ქლიავის ჩირის წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

იმერული ყველის და ნადუღის წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

აბრეშუმის წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

პვა წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ქვის გადამამუშავებელი საწარმო. ბიზნეს გეგმის ნიმუში

კარტოფილის ჩიპსების წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

დაფნა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ბიზნეს გეგმის ნიმუში

პანკისის დიაბაზი. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ტექსტილის საწარმო. ბიზნეს გეგმის ნიმუში

კერამიკული ფილების წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ეთერზეთების წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

ქათმის ფერმა. ბიზნეს გეგმის ნიმუში

სასმელი წყლის საწარმო. ბიზნეს გეგმის ნიმუში

თითოეულ ამ სტატიაში სათანადო ნიმუშიცაა ჩართული!

ბიზნეს გეგმის დაფინანსების გარანტია

ამ სტატიაში 3 მიზეზს გეტყვით თუ რატომ ვერ იქნება “სუპერ” ბიზნეს გეგმაც კი რომელიმე კონკურსში გამარჯვების 100 % გარანტი.

ამ სტატიის რედაქტირებისას ერთ-ერთმა დაინტერესებულმა დამირეკა და ზუსტად იგივე მკითხა: “თქვენ ხომ გარანტიას ვერ იძლევით რომ დაფინანსდებაო?”.

პასუხი ჩემგან იყო: “ყველა, ვინც გარანტიას მოგცემთ, უნდა დამარხო ცოცხლად!” რადიკალური პასუხია, მაგრამ რეალურად მართლა ასეა!

სტარტაპების დაფინანსება საქართველოში (სრული მიმოხილვა)

სტარტაპების დაფინანსება საქართველოში მეტად აქტუალური საკითხია, ამიტომაც ვეცადე ამ თემაში მომეყარა თავი ყველაფრისთვის, რაც მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩემი აზრით.

ჩემდათავად სტარტაპების თემაში ვარ რაც GITA შეიქმნა და რაც სტარტაპული მოძრაობა დაიწყო საქართველოში წლების წინ.

თუ რეალური სტარტაპი გაქვს, მაშინ ამ ბმულზე ძალიან საინტერესო რამეს ნახავ: დალაგებულია ყველაფერი ის, რაც სტარტაპების დაფინანსების მოძიებით დაინტერესებულმა უნდა იცოდეს როგორც მინიმუმ.

ბიზნეს იდეის იდეების დაფინანსება საქართველოში

ბიზნეს იდეის დაფინანსება, უფრო სწორად ბიზნეს იდეისთვის დაფინანსების ძიება მუდმივად არის თემა.

დღე არ გავა ვინმემ არ დამირეკოს და თავისი კონკრეტული სიტუაციისთვის დაფინანსებები წყაროების შესახებ არ მკითხოს.

როცა შემიძლია ვცემ პასუხს, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და გადავწყვიტე მოკლედ აქ დავწერო მთავარი სათქმელი. მით უმეტეს, რომ შევწყვიტე მსგავსი ტიპის საკონსულტაციო საქმიანობა.

მხოლოდ მათთვის, ვინც ახლობლების რეკომენდაციით დამიკავშირდება, გამოვყოფ დროს და ვუწევ სრულფასოვან კონსულტაციას. ასევე მათ, რომელთაც ვატყობ, რომ სერიოზულად არიან განწყობილი და იციან რა უნდათ!

გრანტები ემიგრანტებისთვის

უფრო სწორად კი საგრანტო პროგრამები ემიგრანტებისთვის 2021 წელს გახდა აქტუალური. თუ რამ სიახლეს გავიგებ, ამ სტატიაში განვათავსებ.

თუმცა, დიდი ხანია ახალი და რამე მნიშვნელოვანი ამ მხრივ არ გამიგია.

გრანტები არის მაგრამ იმდენად მცირე, რომ დამკვეთებს არ უღირთ გადახდა პროექტების მომზადებაში.

საგრანტო პროგრამის გასაუბრება: 9 სასარგებლო რჩევა

ეს 9 რჩევა დავწერე მათთვის, ვინც აწარმოეს მიკროგრანტების პროგრამის გასაუბრების ეტაპზე გადავიდა, თუმცა მასში ისეთი სასარგებლო რჩევებია, რომ ყველას გამოადგება.

აწარმოეს მიკროგრანტების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგრანტო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც წელს 14,000-ზე მეტი იდეიდან 1500-მდე დაფინანსდა (success rate-ს დააკვირდით).

მონიტორინგი: 8 სასარგებლო რჩევა

ეს სტატიაც აწარმოეს მიკროგრანტების ფინალისტებისთვის დავწერე.

იმდენი ჩემი დაწერილი ბიზნეს გეგმის დამკვეთი გადავიდა ფინალში, რომ ყველას ამას ვერ ავუხსნიდი და ასე მივიღეთ შედეგი.

მონიტორინგის დროს ადგილზე მიდიან და ამოწმებენ რასაც ნახავენ შეესაბამება თუ არა იმას, რაც ტექსტებში წერია.

12 რჩევა როგორ შევავსოთ აწარმოეს შაბლონი

ამ სტატიაში მოკლედ აღვწერე ის შეცდომები, რომელთაც ხშირად უშვებენ შაბლონის შევსებისას.

წელს ტექნიკური შეცდომები ნაკლებად იყო, ამიტომ ბევრს არ გაუჭირდებოდა შევსება, თუმცა მაინც დამჭირდა ამის ბევრისთვის ახსნა.

სტატია დავწერე ისევ და ისევ ჩემი შრომის გააგვილებისა და ადამიანების დაკვალიანებისთვის.

მიკროგრანტის კონკურსის შედეგის გასაჩივრება

წელს ძალიან ბევრს მოუვიდა უარი. თან ისეთი არგუმენტაციით, რომ …

ამიტომ 10-მდე გასაჩივრება თავად გავაკეთე მათთვის, ვინც ისურვა.

სხვებისთვის ეს ინსტრუქცია დავწერე

საჯარო რეესტრისთვის ბიზნეს გეგმის დაწერა მიწისთვის სტატუსის ცვლილების მიზნით

2022 წლის ივლისში შეცვალეს კანონი და ყველას, ვინც მიწის სტატუსის შეცვლას გეგმავს სასოფლოდან არასასოფლოზე, თხოვენ ბიზნეს გეგმას. ამ თემაზე სტატია ჯერ არ დამიწერია, ამიტომ აქ დავწერ მოსაზრებებს.

მე პირადად ეს მგონია ველოსიპედის ბორბალში ჯოხის გაყრა იმ ადამიანებისთვის, ვინც რამეს ცდილობს, თუნდაც მიწის გაყიდვას.

ივლისში მიიღეს ეს ცვლილება. გავიგე იქედან, რომ დამირეკეს რომ ასე და ასეაო და ბიზნეს გეგმა გვინდაო.

აგვისტოში მოვიკითხე, როცა ზარები გახშირდა. დავრეკე იუსტიციის სახლში, მაგრამ ფაქტობრივად მხოლოდ ერთ აბზაცი იყო აღწერა. ვისაც განაცხადი დაუხარვეზეს, ყველას ის აბზაცი გაუგზავნეს.

მის შემდეგ ოქტომბერში (2022) ისევ ვცადე მომეკითხა თუ რა ფორმატში ითხოვენ. რამდენიმე გადაფორვარდების შემდეგ ჩემი წერილი გაუგზავნეს მათ, ვისაც “ჭკუა მოეკითხებოდა” ამ თემაში, სავარაუდოდ სპეციალისტებს.

იმათაც ის იგივე აბზაცი გამომიგზავნეს. როგორც ჩანს თავადაც არ იციან რა უნდათ და რა ფორმატში.

მის შემდეგ არაერთი ბიზნეს გეგმა გავაკეთე, რომელთაც მშვიდად გაიარეს “ფილტრი” და ყველა ჩემმა დამკვეთმა შეცვალა თავისი მიწის სტატუსი.

ეგაა, რომ რომ ვიცოდე რა ფორმატში ითხოვენ (როგორც ჩანს თავადაც არ იციან), ზუსტად ისე გავუკეთებდი, როგორსაც ითხოვენ.

დაწერადია თუ არა ბიზნეს გეგმა?

ამ თემაზეც ვეჭვობ ცალკე სტატია დავწერო, ამიტომაც აქ გაგიზიარებთ მოსაზრებებს …

პირველი, რასაც როგორც წესი პირველივე კონტაქტზე ვარკვევ არის რამდენად შესრულებულია ის “შავი სამუშაოები”, რომლების გაკეთების გარეშეც ბიზნეს გეგმის დაწერა არაა გამართლებული დავიწყო.

რას ვგულისხმობ …

მირეკავს ადამიანი და მეუბნევა, რომ უნდა გააკეთოს წარმოება, მაგრამ მიწა არ მოუძებნია ჯერ.

ან არ იცის რა დანადგარები დასჭირდება (და არც ინვოისები აქვს);

ანუ, არის ისეთი საკითხები, რომლებზე პასუხების არსებობის გარეშე თუ დავიწყე ბიზნეს გეგმაზე მუშაობა, განსაზღვრულ დროში მისი დასრულების ალბათობა არის მინიმალური.

ჩემთვის მნიშვნელოვანია დაწყების მომენტში ზუსტად ვიცოდე როდის დავასრულებ მუშაობას.

მსგავს სიტუაციაში ყოველთვის ვაკვალიანებ რა ნაბიჯები გადადგას საიმისოდ, რომ ბიზნეს გეგმის დაწერის დაწყებას აზრი ჰქონდეს. რა შეამოწმოს, რა მოიძიოს და ა.შ.

საგრანტო კონკურსები

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ საგრანტო კონკურსები და პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვანია და რომლებიც ამ მომენტშია აქტიური (გვერდი მუდმივად ახლდება).

გაახლება/გაგრძელება იქნება …




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: