ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პვა წარმოება

პვა წარმოება. ბიზნეს გეგმის ნიმუში

პვა წარმოება – სანამ ამ თემას მოკლედ გაგაცნობთ, მანამ გეტყვით, რომ პვა არის პოლივინილაცეტატი. ოღონდ დეტალებს ნუ მკითხავთ, თანდართულ ბიზნეს გეგმაშია და გაეცანით. მე გეტყვით მთავარს: ეს სამშენებლო პროდუქტია და ისევე როგორც სხვა სამშენებლო პროდუქტებს, ამასაც აქვს თავისი ბაზარი საქართველოში.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. რა არის პვა?

პოლივინილაცეტატის დისპერსია არის შემაერთებელი ნივთიერება, რომელიც მიიღება პოლიმერის წყალში გახსნის შედეგად.

იგი ძირითადად გამოიყენება ფოროვან ზედაპირებზე მუშაობისას, განსაკუთრებით კი ხის მასალასთან დაკავშირებულ სამუშაოებში.

პოლივინილაცეტატის დისპერსიის გამოყენება შესაძლებელია ქაღალდის დამზადება/დამუშავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებში, პოლიგრაფიულ საქმიანობაში, ავეჯის წარმოებაში, სარემონტო სამუშაოებში, თამბაქოს წარმოებასა და ხელნაკეთი ნივთების დამზადებისას.

ემულსიის გამოყენება არ არის რეკომენდირებული გლუვ ზედაპირზე, რადგანაც წებოს სტრუქტურა და თვისობრივი მაჩვენებლები არ იძლევა მსგავს ზედაპირზე მოჭიდების საშუალებას.

მაგალითად, მეტალის ზედაპირებთან მუშაობის შემთხვევაში წებო არა მხოლოდ არაეფექტურია და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, არამედ აქვს კოროზიული ეფექტიც.

2. პვა წარმოება

თანდართული ბიზნეს გეგმის დაწერისას როგორც ჩანს პვა წარმოება საქართველოში არ არსებობდა, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი რომ არსებობს.

2021 წლის მაისში ვიყავი სტუმრად ქაღალდის საწარმოში, სადაც საწარმოო პროცესის აღწერისას მითხრეს, რომ ქართული წარმოების პვა-ს იყენებენ.

ეს ბიზნეს გეგმა გამოგადგებათ ყველა ტიპის სამშენებლო მასალის ბიზნეს გეგმის გაკეთებისას.

მასში დეტალურად არის აღწერილ-გაწერილი ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ტიპის პროდუქტის წარმოების პროექტის გასაკეთებლად.

3. პერსპექტივა

სამშენებლო მასალების წარმოებას, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოში იმპორტირდება, აშკარად დიდი მომავალი აქვს.

მშენებლობას პანდემიამდე ეკონომიკის 7-8 % ეჭირა სტაბილურად, პანდემიის შედეგად კი დარგი მთავრობის სუბსიდიით / დახმარებით გადარჩა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პანდემიის შემდგომ ზრდა გაგრძელდება.

თან აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

და ბოლოს, პვა წარმოების ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: