ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სამკერვალო საწარმო

სამკერვალო საწარმო. ბიზნეს გეგმა. ნიმუში

სამკერვალო საწარმო – ამ თემაზე ბიზნეს გეგმის გაკეთება ბევრჯერ მომიწია. უმეტესობა მცირე ბიზნეს გეგმები, აწარმოეს მიკროგრანტების პროგრამისთვის. რატომღაც ისე ჩათვალეს, რომ უფრო “ხალხური” თემაა და ბევრი დააფინანსეს.

ამ სფეროში პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ბევრი სამკერვალოა გახსნილი, ძალიან ბევრი მცირე ბიზნესია და ყოველი +1 მოთამაშისთვის კიდევ უფრო და უფრო რთულდება ბაზარზე შესვლა მიუხედავად იმისა, რომ ჩაცმა და აქსესუარები ყველას გვჭირდება (და მიუხედავად პანდემიისა).

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ:

რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. თუ გააკეთებთ, განსხვავებული სამკერვალო საწარმო გააკეთეთ

ან განსხვავებული რამეები შეკერეთ განსხვავებული მასალებით.

აქ ერთადერთი შეზღუდვაა: შემქმნელის წარმოსახვა.

აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ.

2. თითი მუდმივად უნდა გედვათ მოდის ტენდენციების პულსზე

სფერო ძალიან სწრაფად იცვლება.

თემა შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს მოდური და ამ დროს მოთხოვნას ჩვევია იხუვლოს და აზვირთდეს მყისიერად.

თუმცა იმავე ტალღას მალევე ჩვევია დგაფულით დავარდნა.

რამდენად მომზადებული დახვდებით და რამდენად ჩაავლებთ ტალღას – სწორედ ესაა საქმე.

თანმიმდევრული მუშაობით იმდენს იშოვით, რომ ასე თუ ისე განვითარდებით (ხოხვით მაინც), მაგრამ რეალური შესაძლებლობები სწორედ ასეთი აზვირთებული ტალღების “დამორჩილებაში” და “გაჭენებაშია”.

3. თავიდანვე შექმენით ბრენდი და განავითარეთ იგი

ამ თემაზე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

როგორც ბავშს ვარქმევთ სახელს დაბადებისას, ისევე უნდა დაარქვათ ბიზნესს სახელი და შეფუთოთ სათანადოდ.

ამ კუთხით ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს. სამკერვალო სფეროშიც ასეა.

4. ჩაავლეთ ინოვაციებს როგორც წარმოებაში, ასევე მარკეტინგში

უახლესი დანადგარები როგორ აადვილებენ შრომას ეს ყოველმა მკერავმა იცის.

ასევე გირჩევთ გაიხედოთ უახლესი ტექნოლოგიებისკენ, რომლებიც უკვე აადვილებენ შეკვეთის ონლაინ მიღებას.

თუ დაგაინტერესებთ, დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის. მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია. რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: