ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის შედგენა

ბიზნეს გეგმის შედგენა რატომ გჭირდებათ?

2016 წლის 17 ივნისს საქართველოში „სტარტაპ საქართველო“-ს ინოვაციური პროექტების დაფინანსების პირველი რაუნდი გამოცხადდა. პროექტის პირველადი დოკუმენტაცია რომ შევისწავლე ყველაზე სასიამოვნოდ რამაც გამაოცა იყო შემდეგი: უმაღლეს დონეზე მომზადებული ბიზნეს გეგმის შედგენა მოითხოვებოდა ინოვაციური სტარტაპის დამფუძნებლის მიმართ. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა სახელმწიფო პროგრამამ ასეთ მაღალ დონეზე მოითხოვა ბიზნეს გეგმის დაწერა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო …

საქართველოს ბიზნეს გარემოს პულსზე 90-იანი წლებიდან მიდევს თითი. მახსოვს 90-იანებში “ბომბი“ თემა იყო ბიზნეს გეგმის შემუშავება და პროექტის დაწერა. მაშინ ლიტერატურა ბევრი არ იყო და ვინც ამ თემებში „იხარშებოდა“, ვინც საერთაშორისო პროექტებზე მუშაობდა და ხელში ფურცლებით და ფაილებით ხელში დარბოდა სამთავრობო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ავტორიტეტს თავისი ვიზუალის გამოც კი იმსახურებდა.

მოითხოვებოდა თუ არა მაშინ ბიზნეს გეგმის შედგენა მასიურად ბანკების, სამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ორგანიზაციების მიერ?

არა რა თქმა უნდა! ვის რაში ჭირდებოდა?!

მაშინ ძალიან მოდაში იყო ბიზნეს გეგმის გაკეთება, ოღონდ მხოლოდ საერთაშორისო პროექტებზე.

გავიდა დრო…

და მას შემდეგ რაც ბაზარზე 2000 წელს MBG [დღევანდელი პროკრედიტ ბანკის „მამა“] შემოიჭრა თავისი სუპერ თანამედროვე საკრედიტო სისტემით, საერთოდ გაქრა ბიზნეს გეგმის შედგენაზე მოთხოვნა კი არა, საუბარიც კი მოკვდა.

კრედიტის მიცემის მიზანშეწონილობის გაანგარიშების ბიზნესის შეფასების ინოვაციური მეთოდოლოგია მალე სხვა ბანკებმაც აიტაცეს და სულ მალე თუ ვინმე სესხს გასცემდა [საბანკო სისტემის თანამშრომლები] ყველა თვითონ აკეთებდა ყველანაირ ანალიზს მეწარმეების მიერ წარდგენილი „კლეტკიან რვეულში“ ჩაწერილი შავი ბუღალტერიის საფუძველზე და ისე გასცემდნენ სესხებს.

არავინ ითხოვდა ბიზნეს გეგმებს, ვინაიდან არავინ ენდობოდა სხვის ნაცოდვილარს და შესაბამისად არც არავინ იკლავდა თავს ბიზნეს გეგმის გაკეთებაზეც [ისევ და ისევ გარდა საერთაშორისო პროექტებისა].

გარდა ამისა დამწყებ ბიზნესს ისედაც არავინ აფინანსებდა, ბიზნეს გეგმა კი პირველ რიგში მას სჭირდება. არსებული კომპანიები კი თავისითაც ახერხებდნენ რაღაცას.

წარმოგიდგენთ 5 პრაგმატულ მიზეზს, თუ რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმის შედგენა.

1. ბიზნეს გეგმაზე მუშაობა მეტად სასარგებლო ძიების პროცესია

ეს შემთხვევა რამოდენიმე წლის წინ მქონდა …

პოტენციურმა დამკვეთმა დამირეკა …

საწარმოსთვის ბიზნეს გეგმის შედგენა უნდოდა …

იდეა მოკლედ გამიზიარა და მთხოვა იქნებ აჭარაში ჩავსულიყავი …

გამომიგზავნა მანქანა …

ჩავედი …

გავიარეთ თემა, ჩავეძიე, დავუსვი შეკითხვები, ვითხოვე ახსნა-განმარტებები …

აღმოვაჩინე, რომ ბუნებრივი ქვის ფილების წარმოების გაკეთება უნდოდათ …

მოვითხოვე სანედლეულო ბაზის/ადგილის დათვალიერება …

წამიყვანეს …

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც არის 5 მეტრის სიგანის გზა, ერთ მხარეს უზარმაზარი ციცაბო კლდე, მეორე მხარეს წკვარამი, ხრამი რაღაც …

აჭარის მთიანეთში …

სურათი სხვაა, მაგრამ ზუსტად ასეთ ადგილას გავაჩერეთ…

ბიზნეს გეგმის შედგენა

გადმოვედით მანქანებიდან …

ვკითხულობ სადაა სანედლეულო ბაზა?

აი ნედლეული და მიმითითეს კლდისკენ …

გავოცდი …

და წავიდა კითხვების ნაკადი და აღმოჩენების ნაკადი [მათთვის აღმოჩენების] …

ნიმუში აიღეთ? არა …

რამდენნაირი ქვა გამოდის აქედან? სავარაუდოდ 2 ან 3 სახის …

კვლევა გაქვთ? არა …

გეოლოგების დასკვნები გაქვთ? კი  …

ბაზარზე ანალოგები არის? კი …

აქ რომ ნედლეულის მოპოვება დაიწყო, გზას რას უპირებთ, კეტავთ? არ ვიცით …

და კიდევ უამრავი თემატური შეკითხვა დაისვა, რომელსაც პასუხი არ მოეპოვებოდა კი არა თემაზე ნაფიქრიც არ იყო …

თითოეული ცხადია გამოსაძიებელია, და ბიზნეს გეგმაში პასუხებია ჩასართავი …

ჯერ სადაა …

ვიკითხე: სად იქნება უშუალოდ გადამამუშავებელი საწარმო?

წამიყვანეს ადგილზე, სადღაც 10 კილომეტრში …

იქვე პატარა მდინარეა …

ნედლეული ამ მანძილზე ამ გზით გინდათ მოიტანოთ? აქ კომუნიკაციები არის? ელ.ენერგია შემოდის? წყალი საიდან? ნარჩენი საით წავა? გარემოზე ზეგავლენა შესწავლილია? ამ ადგილამდე გზა არ გინდათ? წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გაქვთ?

თითოეული გამოსაძიებელია რა თქმა უნდა და ბიზნეს გეგმაში ჩასართავია …

ამას მოჰყვა შემდეგი პარტია შეკითხვები …

საქართველოში ბაზარი შესწავლილია? საექსპორტო ბაზრები? ვინ გყავთ პასუხისმგებელი? ინვესტორი ვინ იქნება? როდის აპირებთ წარმოების დაწყებას? მიწის საკადასტრო რუკა გაქვთ?/ მიწები ნაყიდი გაქვთ? როგორ აპირებთ ყიდვას?

ადვილი არ გეგონოთ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა …

მით უმეტეს, რომ თითქმის ნახევარზე ნაფიქრიც არ გაქვს ..

ის საქმე არ გამოვიდა …

პირველივე შეხვედრიდან მიხვდნენ ამას …

ეს ჩაძიება და აღმოჩენები მხოლოდ ერთ 3 საათიან შეხვედრაზე მოხდა…

ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება ბიზნეს გეგმაზე მუშაობის მთელ პროცესში, როცა თემას ბოლომდე „ხრავ“ …

ამიტომაც მეგობრებო გაითვალისწინეთ შემდეგი:

ბიზნეს გეგმის დაწერა მე-2 კურსელ ჭკვიან სტუდენტსაც შეუძლია, მაგრამ ჩაძიებას და თემის „გახვრას“ მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალი თუ შეძლებს რიგიანად.

2. თემის დალაგება კონკრეტული შაბლონით და ერილობით ფორმაში დიდი უპირატესობაა

სრულფასოვან ბიზნეს გეგმას აქვს კონკრეტული შაბლონი და მცირედი ვარიაციებით ყველა ამ შაბლონში აკეთებს. შაბლონებზე ჩვენ თავის დროზე ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სხვადასხვა სფეროსთვის ეს შაბლონი სხვადასხვა უნდა იყოს. სოფლის მეურნეობას სხვა ფორმატი აქვს, მაღალტექნოლოგიურ იდეას კი სხვა, წარმოებას სხვა და მომსახურებას სხვა, და ა.შ.

(20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf იხილეთ აქ)

სტრუქტურა გაძლევს საშუალებას საჭირო აზრი საჭირო ადგილზე დაწერო. წამკითხავსაც ურჩევნია, რომ ბიზნეს გეგმის წარმდგენის აბურდულ იდეების ნაკრებს კი არა, არამედ მკაცრად დალაგებული სტრუქტურის დოკუმენტს კითხულობდეს.

აი ნიმუშად ნახეთ ჩემს მიერ 2016 წლის გაზაფხულზე გაკეთებული ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის ბიზნეს გეგმა შაბლონი. პროექტი საპარტნიორო ფონდს წარედგინა და მან დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა.

ბიზნეს გეგმის შედგენა
ბიზნეს გეგმის შედგენა

3. ბანკის, ფონდის, სახელმწიფო პროგრამის, ინვესტორის მოთხოვნა

ყველა სახელმწიფო პროგრამაში [აწარმოე საქართველოში, მის ქვეკომპონენტებში, RDA, საპარტნიორო ფონდის და ა.შ.] ბიზნეს გეგმა უნდა წარადგინო …

ფონდებში თავისი ფორმატი აქვთ …

ყველა ინვესტორს კიდევ შეიძლება თავისი წიკები აწუხებდეს და თავისებურად ითხოვდეს …

და ფორმატებიც თავისი აქვთ.

4. ბიზნეს პერსპექტიულობის დანახვა წინასწარ – დაინახო ფული

როგორც არ უნდა იცოდე საქმე …

როგორც არ უნდა გრძნობდე პერსპექტივას …

როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო მომავალში …

სულ სხვაა, როცა ერთ ცხრილში, ერთ გვერდზე ხედავ თემის ბიზნეს პერსპექტივას …

აი ასე ჩანს ფული …

5. გაზიარება და განსხვავებული აზრის მოსმენა

ორი თავი უფრო უკეთესია თუ ერთი?

რაც არ უნდა კარგად ჩამოყალიბებული გქონდეს მოსაზრებები, თუნდაც დაწერილი გქონდეს ისინი ბიზნეს გეგმის სახით, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაახედო იგი „საჭირო“ ადამიანს, რომელიც „საჭირო“ რჩევებს მოგცემს „საჭირო“ მიმართულებით.

ყოველ ჯერზე როცა ასეთ ქმედებას მიმართავთ, შეკითხვები წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული.

შეიძლება ადამიანს გადაახედო მხოლოდ იდეის აღწერა, და ზოგადი მოსაზრება ჰკითხო. შეიძლება აქცენტი გააკეთო იმაზე, თუ რამ ვერ გაიგო გითხრას და ა.შ.

მე გამიკეთების მსგავსი რამ და ყოველთვის ხშირად ვსარგებლობ ხოლმე ამ შესაძლებლობით თუ იგი მაქვს. თქვენც იგივეს გირჩევთ.

გადაახედეთ თქვენი ბიზნეს გეგმა სანდო და კვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც ანალიზს გააკეთებს და რეალურად სასარგებლო რჩევებს მოგცემს.

ახლა ხომ გასაგებია რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმის შედგენა?




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: