ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შეჯამება: 2016 წლის დეკემბერის #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია

2016 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზებით და ათასობით  ადამიანის ჩართულობით ჩატარდა რიგით მეხუთე #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზება. 23 ნოემბერს დაანონსებულმა გამოწვევამ იმდენად დიდი ტალღა ააგორა, რომ 26 დეკემბერს საქართველოში წარმოებული პროდუქცია თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი იყიდა საჯაროდ.

 

რა სქემით ჩატარდა გამოწვევა?

2014 წლიდან ჩატარებული 4 ანალოგიური 30 დღიანი გამოწვევის გამოცდილების საფუძველზე  [პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე] მოვიფიქრეთ სქემა, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და შედეგი უკვე სახეზეა. ამას აქამდეც ყველას ვეუბნებოდით, გამოწვევის ფარგლებშიც და აქაც გიმეორებთ: „იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!“

გამოწვეულთ ჰქონდათ 24 საათი იმისათვის, რომ ეყიდათ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაეღოთ სურათი, გამოექვეყნებინათ ფოტო Facebook პროფილში და გამოეწვიათ 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში! და ეს ძალიან ძალიან ბევრმა გააკეთა!

მე პირადად დავიჭირე თადარიგი და პირველ დღეს 90 ადამიანი გამოვიწვიე. საერთო ჯამში მე პირადად 500-ზე მეტი ადამიანი გამოვიწვიე. მეამაყება, რომ ათასობით ადამიანი ჩაერთო ამ გამოწვევაში, ზოგი გამოწვევით, ზოგი თავისი ინიციატივით და ჩვენ ერთად კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ქართული თემა.

 

და მაინც, რა იყო ეს გამოწვევა?

აი მოკლედ მთელი შინაარსი …

 

როგორ დავიწყეთ?

დავიწყეთ იმით, რომ 23 ნოემბერს დავააანონსეთ ჩვენი გამოწვევა kar.ge-ზე და Facebook-ზე …

ანონსი: 2016 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია იწყება

25 ნოემბერს გამოწვევის პოტენციური შედეგები გავაჟღერე FB-ზე …

https://www.facebook.com/karge.movement/posts/1400532903304727

 

30 ნოემბერს ლარის კურსმა ისე აიწყვიტა, რომ მის ფონზე ცეცხლზე ნავთი რომ არ გადაგვესხა არ შეიძლებოდა. ჰოდა ესეც გავაკეთეთ …

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10153888135472234&set=a.10151813088672234.1073741827.595262233&type=3

 

იგივე გავაკეთეთ 1 დეკემბერს …

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10153889822637234&set=a.10151813088672234.1073741827.595262233&type=3

 

1 დეკემბერიდან კი დავიწყე პროდუქციის შესყიდვები და სტატიები. ცხადია ვყიდულობდი და მხოლოდ შემდეგ ვამზადებდი მასალას გამოწვევის ფარგლებში გასაზიარებლად. არა მხოლოდ ვიძახდი „იყიდე ქართული“ არამედ ქცევით ვამბობდით სათქმელს უამრავი ადამიანი. გინდათ შეამოწმოთ? გაჰყევით ჰეშტეგებს #30დღიანიგამოწვევა და #ძალაერთობაშია.

 

სტატიები?

ბმულები ქვემოთაა …

პროდუქციის შეძენა უპირატესად მოხდა ისეთ ბრენდულ ობიექტებში, სადაც ქართული ნაწარმი იყიდება. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა მოხდა 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში ჩატარებულ „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“-ზე.

 

დღე #1

დღე #1 – ბოლნისის ქვევრის რქაწითელი, ოღონდ გაუფილტრავი და თან ბოთლში ჩამოსხმული

 

დღე #2

დღე #2 – ლესელიძეზე, ქართული კალათაში ნაყიდი გირჩის მურაბა უგემრიელესია!

 

დღე #3

დღე #3 – ნაგემის უგემრიელესი იმერული ყველი ვაკუუმში … შევიძინე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე რედისონში

დღე #6 – ბექას ნობათში [ბახტრიონის 13] ნაყიდი უგემრიელესი ლაბასხმული (ხალადეცი)!

 

დღე #4

დღე #4 – დამბალხაჭო სანათას სახლისაგან – ეს სასწაული უნდა გასინჯოთ!

 

დღე #5

დღე #5 – თათარა – ჩურჩხელას ნამდვილი ალტერნატივა

 

დღე #6

დღე #6 – ბექას ნობათში [ბახტრიონის 13] ნაყიდი უგემრიელესი ლაბასხმული (ხალადეცი)!

 

დღე #7

დღე #7 – შენაძენი არისტეუსში [პუშკინის 19] – სვანური მარილი

 

დღე #8

დღე #8: ნუცუბიძის 82-ში მდებარე „პაპრიკა“ – კახური ზეთი, ჯემი და წითელი დოლის შავი პური თეოლინისგან

 

დღე #9

დღე #9: ყველის კუთხე [ნუცუბიძის 163] და ნაღდი გლეხური კარაქი

 

დღე #10

დღე #10: ბიო ველი [გაზაფხულის ქ. 16] მოვინახულე და გლეხური შაშხი და ყურძნის წვენი შევიძინე

 

დღე #11

დღე #11 – ბექას ნობათში, ამჯერად დოლიძის 34-ში ნაყიდი ქათამი

 

დღე #12

დღე #12 – საქკაბელის საფირმო მაღაზიაში (ელიავაზე) ნაყიდი ქართული წარმოების კაბელი

 

დღე #13

დღე #13 – სვანური საცხობი #1: ნაღდი კუბდარი უნდა იყიდო აქ!

 

დღე #14

დღე #14 – ჩვენი ფერმერის უგემრიელესი მოცარელა ნიკორას სუპერმარკეტიდან

 

დღე #15

დღე #15 – ლაღიძის წყალი, უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლიმნის ლიმონათი

 

დღე #16

დღე #16 – ხელნაკეთი ბლოკნოტი, 17 კვადრატი

 

დღე #17

დღე #17 – მაწონი, წნორის ქარხანა

 

დღე #18

დღე #18 – შავი ჩაი, მაღაზია მუზეუმი სარჩო

 

დღე #19

დღე #19 – დაკონსერვებული ღორის ხორცის მოთუშული, ABD Georgia

 

დღე #20

დღე #20 – შოკოლადი ბიელა, რძიანი თხილით, შევიძინე ფურშეტში

 

დღე #21

დღე #21 – მაფინი, მწარმოებელი – BakeHouse

 

დღე #22

დღე #22 – ეფექტი ფლუ, ავერსი ფარმა

 

დღე #23

დღე #23 – Neodrops, მწარმოებელი – „ნეოფარმი“

 

დღე #24

დღე #24 – ლიმონათი იბერია, იბერია რეფრეშმენთს

 

დღე #25

დღე #25 – შამპუნი, სს იბერია

 

დღე #26

დღე #26 – მაწონი, აგროჰაბი

 

დღე #27

დღე #27 – ხსნადი არაბიკა დელუქსი, ესპრესო ჯორჯია

 

დღე #28

დღე #28 – ჩერი Gold, ქართული ყავა ჩერი

 

დღე #29

დღე #29 – ბებოს ჩურჩხელა, ბებოს ნობათისაგან

 

დღე #30

დღე #30 – ზეთი სიღნაღი

 

რამდენი ადამიანი ჩაერთო?

გთავაზობთ იმ ადამიანთა სიას, რომლებიც მე გამოვიწვიე. მათ შორის აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის ნაცნობ ბევრ ადამიანს. სწორედ ამ ადამიანთა და ათჯერ და ასჯერ მეტი ადამიანის დამსახურებაა, რომ გამოწვევა ასე მასშტაბურად აგორდა:

Bela Metreveli, Koba Xoxiashvili, Mamuka Terterashvili, Lela Samkharadze, Etu Katsanashvili, Thea Chikvaidze, Marina Vardiashvili, Mikheil Berishvili, Merebashvili Zaqro, Lika Beraia, Nat Ch, Teo de Sol, Nana Gogishvili, Jaba Xmaladze, Cici Alpenidze, ზვიად იაკობ დევდარიანი, Roman Matua, Lali Gogokhia, Ioseb Bachiashvili, Marina Gogichaishvili, Manana Kupatadze, Dato Gulbani, Givi Nikoleishvili, Zurzi Zurzi, Koka Kalandadze, Latibashvili Tamar, ბექა ბოლქვაძე, Saba Maxaroblishvili, Madona Koidze, Kakha Shengelia, Anna Imedashvili, Nino Basharuli, Davit Kiria, დავით ქაცარავა, Merab Sanodze, Khatia Shamugia, David Kenchadze, Khvicha Mebonia, Giorgi Tvaladze, Irakli Bliadze, Nino Zambakhidze, Nodar Tokhosashvili, Baia Abuladze, Beka Gonashvili, Levan  Silagava, Lasha Topuria, Soso Mazmishvili, Giorgi Maisuradze, Kote Topuria, Giorgi Tatishvili, Irakli Kurdadze, Kakha Akhaladze, Nona Dzneladze, Iveri Bibineishvili, Nana Bagalishvili, Jemal Khatiashvili, Irina Gaprindashvili, Malkhaz Simonishvili, Soso Nibladze, ზაზა შოშია ბეჟანიშვილი, Shota Lomidze, Salome Simonia, Vako Elisabedashvili, Mariana Morgoshia, Giorgi Cherkezishvili, Lasha Zivzivadze, Kipiani Irakli, Archil Gamzardia, Vakhtang Charaia, David Jakobidze, Irakli Makalatia, Temur Maisuradze, Roman Gotsiridze, Zurab Tchiaberashvili, Levan Koberidze, Natia Deisadze, Avtandil Zivzivadze, Victor-Sofia Shalamberidze, Natalie Saginashvili, Tamuna Too, სოფო წიკლაური, ლაშა-გიორგი ცეცხლაძე, Marika Khorguani, ამირან ურუშაძე, David Turkestanishvili, Keti Maghlakelidze, Davit Birkadze, Liliko Sarkiashvili, ნინი მოსიაშვილი, Guram Avqopashvili, გიორგი ჭყონია, Nadiradze Kakha, George Avaliani, Nina Melia, Rati Kochlamazashvili, Ana Tsikhelashvili, კახა ზივზივაძე, ნია ჩინაშვილი, Nina Sikharulidze, David Jiblaze, Tinatin Darbaidze, Anna Tandilashvili, Tamuna Qaldani, Gia Alikhanashvili, ვახტანგ ტივაძე, Levan Beriashvili, Nino Lagvilava, Keti Mikadze, Dave Bee, Ana Umfriani, Eka Minjoraia, Diana Minagorashvili, Lika Lile Okhanashvili, Monadire Monadire Monadire, Giorgi Turazashvili, Tamta Mugasashvili-Rabateli, Jorj Zezva Jaiani, Tamuna Tandashvili, Dato Kiknavelidze, Sophio Vacharadze, Rezo Kharabadze, Nikoloz Gogochuri, გივი ტუხაშვილი, David Birman, Nana Ioseliani Meissner, Rusa Andguladze, Lela Maisuradze, Natali Kvitsinashvili, David Oboladze, Marusia Vashakidze, Ilia Nikachadze, ნი ნი ოქროპირიძე, Anna Tbileli, Oto Peradze, Lasha Gogua, ზვიად არჩუაძე, ვახტანგ კიკნაძე, Shavlego Kapanadze, Keti Kelekhsashvili, დავით რობაქიძე, Gio Emin, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, Nino Gorgadze, David Chikvaidze, Giga Khatiashvili, Nanuka Mindiashvili, გიორგი კახნიაშვილი, ნი ნა, Roby Qobalia, Tato Khundadze, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, Demur Giorkhelidze, Irakli Makalatia, Lali Gogokhia, Madona Robakidze, Gur Anda, Nika Rostomashvili, Maia Sidamonidze, Tamri Cheishvili, Mirian Lomidze, Mariam Kvrivishvili, Nika Gvaradze, Zurab Iobashvili, Kaxa Acanelidze, Mirian Lomidze, Zaza Barbaqadze, Tamuna Tabaghua, Neli Vardzukashvili, ნუგზარ ლოლუა, Ana Endeladze, Eka Nagliashvili, Giga Batkuashvili, Maia Odishelidze, ნოდარ ლატიბაშვილი, Ani Ejibia, Gaga Tkabladze, Lasha Kvantaliani, Elene Otarashvili, Tornike Nadirashvili, Gio Patso Davitashvili, Nikoloz Khomasuridze, Ninutsa Zarqua, David Baiandurian, Elguja Marghia, Sofo Chofliani, სოფო მჭედლიძე, მარიამ გუჯაბიძე, Tata Tatarashvili, Tamari Xizanishvili, Vanda Joness, Ingrid Fairer, Maia Natroshvili, Gvantsa Tsogoshvili, Levani Kobiashvili, David Osepashvili, Irma Daushvili, Irma Dreger, Tina Dolidze, Natali Barnabishvili, Mikheil Chelidze, ლევან ვაშაკიძე, Maia Maruashvili, John Mantskava, Tsisnami Sakvarlishvili, Lia Demetrashvili, Tamaz Bichinashvili, გიგა აბულაძე, Sho Ebanoidze, Gocha Abdushelishvili, მარიამ შუბითიძე, Inga Robakidze, Andria Gvidiani, Imedo Martikovi, Giorgi Ratiani, Tiko Zivzivadze, Nino Todadze, Sofi Kotrikadze, Nona Khujadze, Ketty Natsvlishvili, ნინო რუხაია მოსემღვდლიშვილი, Eka Makharadze, Nini Ninuca, გოგა ჩანადირი, Zura Chilingarashvili, Soso Beridze, Miranda Mumladze, Nino Mumladze, Shota Nishnianidze, Dali Arabuli, Dali Kilasonia, David Chikashua, Dato Rochikashvili, Tamar Darchia, Madona Robakidze, Mariam Koidze, Ana Labadze, Asmati Chichaghua, ცოტნე ვართაგავა, David Lomadze, ცაბუნია ვართაგავა, Qeti Gagua, Khvicha Gelashvili, Moris Zubiashvili, Maia Buchashvili, Ketino Todua, Quji Bichia, რუსკა გიორგაძე, Paata Doborjginidze, თამრიკო ბარნაბიშვილი, Keti Shervashidze, მერი ჯანაშია, Macaco Magradze, Nata Lobzhanidze, Salome Akhvlediani, Irma Kiknadze, Ketevan Tsereteli Dubey, Nini Beridze, Sandro Gorjoladze, გიორგი მელიქიძე, Antoni Shoshiashvili, Sophie Balanchine, Ketevan Zivzivadze, Nino Abashidze, Ketevan Baladze, Giorgi George Gvaramadze, El Mar, Ninuci Gvantseladze, Zura Zura, ნინო რაზმაძე, Melano Tkabladze, Irina Irving, ნანიკო იარალიშვილი, რევაზ აბდალაძე, Shorena Chulukhadze, Giorgi Maisuradze, Nina Lelua, Mari Gelkhviidze, ლელა მაჩაბლიშვილი, Maia Sidamonidze, Lorina Art Manjgaladze, Lado Bochorishvili, Betqa Iremashvili, ლაშა ცაბაძე, ლელა სებუა, გიგა სებუა, Sophio Togonidze, Sopha Gujabidze, Lela Putkaradze, Bella Makaridze, Nikoloz Sumbadze, Vakho Nasaridze, Nino Sharumashvili, Magda Vibliani, Shalva Gordeziani, Zaal Asabashvili, Ia Peradze, Ketrin Moli, Nikoloz Isakadze, Kokito Kokito, Khatia Lili Alpaidze, Jemal Oniani, Irakli Tskitishvili, Mari Kalandadze-Chkonia, Berdia Natsvlishvili, Tariel Tavartkiladze, Saba Javashvili, Tata Morchiladze, Nino Bigvava, Tamar Nepharidze, Irine Matchavariani, Katerina Gogelashvili, Kate Janiashvili, Tayona Bagdavadze, Naniko Shonia, Tamta Aslanishvili, Papuna Kumsiashvili, ალუდა გოგლიჩიძე, Mako Mako Jaoshvili, Nina Sipra, Giorgi Gvenetadze, Tamar Baratashvili, Kira Kitsmarishvili, Victor Tsiklauri, Maka Margalitashvili, Alexander Margishvili, ირაკლი აფრიდონიძე, Tamuna Sutidze, Jaba Dikhaminjia, Gabriel Meliva, Gabriel Meliva, Nodar Rocko Davituri, Mzia Sharashidze, Zaza Tsurtsumia, Vako Prodiashvili, Bella Ragazza, ზვიად ფიფია, Guga Barbakadze, Katya Terezita Zoshchenko, Linda  Kikolashvili, Siko Gegiadze, Tiko Basilashvili, Veriko Glonti, Ucha Abashidze, Dimitri Chkadua, Dimitri Chkadua, ფხაკაძე ტა გოგი, Bagrati Mezurnishvili, Koba Nadiradze, Rati Japaridze, Madona Robakidze, Rcheula Rcheulishvili, Besik Megrelishvili, Tamuna Simongulashvili, George Keretchashvili, Givi Kerelashvili, Besik Sabashvili, Givi Kerelashvili, Mariam Gviniashvili, Nino Arabuli, Koba Zhorzholiani, Rati Bakuradze, Teimurazi Jashi, Gia Alikhanashvili, Giorgi Merebashvili, Ketevan Manjafarashvili, Giorgi Vatsadze, Natia Zhgenti, Tornike Meburishvili, ტრისტან ბერიანიძე, Pikria Gogoladze, Vaso Lagadze, Mari Kalandadze-Chkonia, Irakli Rio Kutsia, Nino Davitaya, Nino Jojua, Nino Natroshvili, Koba Mikautidze, Lela Salakaia, Nuka Lejava, Misha Abaiadze, Khatuna Bibilashvili, Таті Трофімчук, Zura Mirzikashvili, Tatia Turashvili, Lia Ukleba, Nika Gventsadze, Vaxo Babilua, Ekaterine Gabunia, Mukhran Guliashvili, Nino Jinjolava, Levan Lapachi, Mzia Tamarashvili, Irinka Khelashvili, Zaur Dargalli, Lasha Mebonia, Nuca Enuqidze, Ani Gigolashvili, Rusa Abilova, Johanna Bazieri, Shorena Bziava, Dato Jashi, Nino Zautashvili, Lela Kurdgelashvili, Barbare Benashvili, Tamuna Dadianidze, Maka Gaprindashvili, Maka Kharazishvili, Mariam Berdzenishvili, David Labadze, Nino Vardosanidze, Irma Ebralidze, Nino Jangirashvili, Maia Mamulashvili, ანი კიკნაძე, Sandro Vepkhvadze, Akaki Gogichaishvili, Nona Kvlividze, Tika Dugashvili, Beka Bacikadze, Tatia Chapichadze, Tamuna Kemertelidze, Salome Chipashvili, Giorgi Isakadze, Telara Gelantia, ეკა ბაშარული, Mariam Sparsiashvili, Tina Shavadze, Nino Natroshvili, Shota Gulbani, Vakhtang Charaia, Zura Khachapuridze, Emma Tukhiashvili, Natia Demetrashvili, Aki Ko, Rusa Shelia, Naziko Meshveliani, Otar Khupenia, Otar Anguridze, Nini Mtivlishvili, Levan Tchintcharauli, Irma Mesxia, Mirian Jejelava, Marí Papidze, Irma Charaqashvili, Mana Nodia, Elene Saakovi, Ninutsa Kakhniauri, მაკა ცინცაძე, Tika Tina, Keti Mikadze, კონსტანტინე წიწვიძე.

თითოეულ მათგანს და მათაც, ვინც ამ სიაში არაა და თავისი გასაკეთებელი გააკეთა დიდი მადლობა! თუ დააკვირდებით ზოგიერთ მათგანს თავის FB პროფილში და საკუთარ FB გვერდებზე ათიათასობით მიმდევარი ჰყავს. აი რას ნიშნავს რეალობაში ძალა ერთობაშია! ჩვენ 30 დღის განმავლობაში მთელი Facebook წავლეკეთ.

 

მედია მხარდაჭერა?

უღრმესი მადლობა იმ მედია ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. მათ გარეშე ეს გამოწვევა ასე მასშტაბურად ალბათ ვერ შედგებოდა.

 

1 დეკემბერს ბნ. თემურ მაისურაძემ გააჟღერა ჩვენი გამოწვევის შესახებ TV პირველში ვახო სანაიას გადაცემაში.

 

1 დეკემბერს მხარდამჭერი სტატია გაკეთდა საინფორმაციო სააგენტო GEOMEDIA TV-ს ვებსაიტზე.

http://www.geomediatv.ge/გააკეთე-ქართული-საქმე-იყ/

 

5 დეკემბერს მხარდამჭერი სტატია გაკეთდა სააგენტო SPUTNIK-ის ვებსაიტზე

 

5 დეკემბერს შედგა პირდაპირი ეთერი TV იბერიაზე, სადაც დეტალურად განვიხილეთ დაგეგმილი გამოწვევის პროცესი და მოძრაობა KAR.GE-ს უახლოესი გეგმები.

 

კიდევ რა იყო განსაკუთრებული ამ გამოწვევის მიმდინარეობის პროცესში?

სტიკერი მანქანის/ლეპტოპის/მობილურისათვის – „მე ვყიდულობ ქართულს“ …

იდეა დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ ქმედებაზე გადავედით როგორც კი გამოწვევის ერთ-ერთმა მონაწილემ მოგვაწოდა ამ სტიკერის დაბეჭდვის იდეა. ჰოდა ჩვენც ჯერ დავაანონსეთ, შემდეგ გავაკეთეთ და დავარიგეთ კიდეც 23-24-ში ქარვასლაში მიმდინარე ფესტივალზე. აი ისიც:

 

გამოწვევის შედეგები?

გამოწვევას ბევრი ადამიანი აჰყვა, მაგრამ ზოგიერთმა თავისი გასაკეთებელი კალმითაც გააკეთა. ანუ თემატური სტატია დაწერეს ან თავიანთ ბლოგზე, ან კიდევ Facebook-ზე. აი რამოდენიმე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანის სვლა:

ქალბატონი თინათინ ხიდაშელი, რომლის საკმაოდ მწვავე სტატიამ ვფიქრობ ბევრი გამოაფხიზლა.

ბნ. გიორგი თუმანიშვილი, რომელმაც თავის სტატიაში ეკონომიკის შველის ერთ-ერთ რეალურ გზად ქართული ნაწარმის ყიდვა დაასახელა.

ქალბატონი ლელა მაჩაბლიშვილი, რომელმაც ჯერ მეტად საინტერესო სტატია დაწერა თემაზე – „რით ვუწამლოთ ლარს?“, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა. შემდეგ კი თავის კრიტიკულ სტატიაში თბილისის ბაღების სამმართველო პრაქტიკულად ანტიეროვნულ ქმედებაში ამხილა, როცა ამ სააგენტომ ბაღების აღსაზრდელთათვის სასაჩუქრედ რუსული შოკოლადები შეიძინა.

ბნ. გოგა ჩანადირი, რომელმაც მნიშვნელოვანი სვლა გააკეთა ქართულის შეძენით და ძალიან ბევრი ადამიანის ჩრთულობით უზრუნველყოფით, რამაც პრაქტიკულად პრეზიდენტის ყურამდეც მიაღწია.

და რაც მთავარია,

მოძრაობა KAR.GE-ს რიგით მეხუთე 30 დღიანი გამოწვევა, რომელიც 2016 წლის 1-30 დეკემბერის პერიოდში შედგა თამამად შეიძლება დახასიათდეს, როგორც ძალიან წარმატებული. #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია ისე აგორდა, რომ 26 დეკემბერს თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი იყიდა ქართული ნაწარმი საჯაროდ.

ვიდეოში მცირე უზუსტობა იყო, რასაც მოჰყვა ჩემი კორექტული რეაგირება, რომელსაც GEOMEDIATV-ც გამოეხმაურა. საბედნიეროს ამას მოჰყვა 30 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში მოძრაობა KAR.GE-ს თანამოაზრეთა სტუმრობა და 2017 წლის უკეთესი პერსპექტივების გაჩენა.

 

 

მეტი რა გითხრათ მადლობის მეტი?

რიგით მე-5 ოცდაათდღიანი გამოწვევა წარმატებით შედგა!

ძალა ერთობაშია!

წინ კი გაცილებით მეტი გასაკეთებელი გველოდება!