ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #2 – ლესელიძეზე, ქართული კალათაში ნაყიდი გირჩის მურაბა უგემრიელესია!

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს …

დიდი ტალღა ის აგორება დაიწყო …

#30დღიანიგამოწვევა, #ძალაერთობაშია ძალებს იკრებს …

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

 

დღეს მეორე დღეა …

უნდა ვაღიარო რომ დავიჭირე თადარიგი, ქართულ კალათას ვესტუმრე და აი ეს უგემრიელესი გირჩის მურაბა ვიყიდე 8,9 ლარად.

 

გირჩის მურაბა

ეს არის ნამდვილი სასწაული და თუ ჯერ არ გაგისინჯავთ, ბევრს კარგავთ. პირველად მე თვითონ გავსინჯე შარშან. ვერ ვიტყვი, რომ მუდმივად მივირთმევ [ძვირია], მაგრამ აშკარად კარგია და რეკომენდებულია. ეგაა, რომ ხარისხიანის პოვნაა რთული.

 

ქართული კალათა ლესელიძეზე

ეს არის უმაღლეს დონეზე გაკეთებული 100% ქართული პროდუქციის რეალიზაციაზე ორიენტირებული ობიექტი, რომელიც სპეციალურად ტურისტებზეა ორიენტირებული. თუმცა იქ ნახავთ ბევრ ისეთ ქართულ ნაწარმს, რომლითაც ხელი შეგიძლიათ დაიმშვენოთ თუ ვინმესთან სტუმრად მიდიხართ. პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის და არის ძვირი. ეწვიეთ და დარწმუნდით ყველაფერში საკუთარი თვალით. სტატიის ფოტოც ადგილზეა გადაღებული. მოგწონთ ხომ ინტერიერი?

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.