ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #9: ყველის კუთხე [ნუცუბიძის 163] და ნაღდი გლეხური კარაქი

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

 

ყველის კუთხე

ამ ობიექტის არსებობის შესახებ დიდი ხანი ვიცოდი, მაგრამ ვერასოდეს მოვხვდი ნუცუბიძის 163-ში რომ რამე მეყიდა. ეხლა კი გამოწვევის ფარეგლებში ვეწვიე და ძალიან მომეწონა რაც ვნახე. გარდა იმისა, რომ შიგნით გემოვნებითაა ყველაფერი გაწყობილი ხაზგასასმელია, რომ აღფრთოვანებული დავრჩი ქალბატონით, რომელიც აშკარად ზედმიწევნით ერკვეოდა ყველა იმ პროდუქტში, რაც ადგილზე იყიდებოდა.

 

კარაქი გლეხური

რატომ კარაქი? იმიტომ, რომ იმ მომენტში სახლში კარაქი გამოგველია და ყველაზე საჭირო ქარაქი იყო. თან გლეხური, თან ფერმერული, მაინც სულ სხვაა. მე კარაქი არ მიყვარს, მაგრამ ჩემები მიირთმევენ დიდი სიამოვნებით. გლეხურმა კარაქმა ნამდვილად დაამტკიცა რომ უგემრიელესია!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.