ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მწარმოებელთათვის: ვინც ჩაერთვება, მოიგებს! გაეცანით “Import Goods Fair 2019” და “Seoul International Wine and Spirits Expo 2019” შესაძლებლობებს

2019 წლის 27-29 ივნისს კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) ორგანიზებითა და კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით მე-17 საერთაშორისო გამოფენა “Import Goods Fair 2019” გაიმართება, რომლის მიზანია კორეული იმპორტიორი კომპანიებისათვის უცხოური საექსპორტო პროდუქციის გაცნობა. გამოფენის მსვლელობისას KOIMA კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის გამოყოფს 1 სტენდს (9 კვადრატული მეტრი), სადაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის წარდგენა იქნება შესაძლებელი. მწარმოებელთა დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ფართის დაქირავება მათი საკუთარი ხარჯით (სტანდარტული სტენდი 2,500 USD, სივრცე – 2,000 USD). გაიმართება B2B შეხვედრები დაინტერესებულ buyer-ებთან.

2019 წლის 20-22 ივნისს სეულში, იმავე ჰოლში ასევე იმართება “Seoul International Wine and Spirits Expo 2019“. ამ მნიშვნელოვანეს ექსპოზე აქცენტი კეთდება მხოლოდ ალკოჰოლურ ნაწარმზე. აქ ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს შეუძლიათ თავად აიღონ სივრცე (2,500 USD 9 კვადრატული მეტრი) და წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია. მეტიც, მათ შეუძლიათ თავად ჩავიდნენ სეულში და ორივე ექსპოში მიიღონ მონაწილეობა.

რატომ კორეა?

კორეის რესპუბლიკა 51,000,000+ მოსახლეობის მსოფლიოს #12 ეკონომიკაა, რომლის ნომინალური მშპ 2018 წელს 1,65+ ტრილიონი USD იყო (ერთ სულზე 32,046 USD). ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა სწრაფად მზარდია. სწრაფად იზრდება კორეელი ტურისტების რაოდენობაც საქართველოში. სწრაფად იზრდება საქართველოს ცნობადობა კორეაში. ეს ყველაფერი კი შესანიშნავი წინაპირობებია იმისათვის, რომ ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო არხები ეფექტურად გაიჭრას.

დაგროვილი (კარგი) გამოცდილება

მოძრაობა KAR.GE World-OKTA-სთან პარტნიორობითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ვმონაწილეობთ სამხრეთ კორეაში გამართულ საერთაშორისო ექსპო IFFE-ში უკვე სამი წელია – 2016, 2017 და 2018 წლებში. გარდა ამისა 2018 წელს KOIMA და KOTFA-ზეც გავაგზავნეთ პროდუქციის ნიმუშები, რომლებიც საქართველოს საელჩოს სტანდზე იყო გამოფენილი. გვაქვს სრულფასოვანი ინფორმაცია თუ რა და როგორ უკეთესი იქნება წარმოჩინდეს ზემოთ ხსენებულ კონკრეტულ ექსპოებზე და დავაკვალიანებთ ნებისმიერ მწარმოებელს ნებისმიერ ნიუანსთან დაკავშირებით.

რის მწარმოებლებს ვურჩევდით წავიდნენ იქ?

თუ თქვენ აწარმოებთ ღვინოს, მაგარ სასმელებს (ჭაჭა, არაყი, ბრენდი), თაფლს, ჩურჩხელას და ნატურალურ წვენებს ჩათვალეთ, რომ KOIMA-ზე უნდა წახვიდეთ!

აქ წაიკითხეთ ჩვენი გამოცდილების საფუძველზე დაწერილი სტატია, რომელიც კორეის ბაზარზე პერსპექტივებთან მიმართებაში 10 ქართული პროდუქტის შესახებ საკმაოდ ძვირფას ინფორმაციას შეიცავს.

შესაძლებლობები მწარმოებლებისათვის

1. პროდუქცია თავად გააგზავნოთ “Import Goods Fair 2019”-ზე. ეს დაგიჯდებათ ნიმუშის ხარჯი, გაგზავნის ხარჯი და საბაჟო გადასახდელი მხოლოდ (ეგზავნება KOIMA-ს ან საელჩოს). პროდუქციის ნიმუშები განთავსდება საქართველოს საელჩოსთვის გამოყოფილ სივრცეში. სირთულე ერთადერთია: სივრცე მცირეა და დიდი ზომის ან ბევრი რაოდენობის პროდუქცია ფიზიკურად შეიძლება ვერ მოთავსდეს ერთი სტენდის სივრცეში. ნახეთ მაგალითად 2018 წელს KOIMA-ზე საქართველოს საელჩოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია.

2. წახვიდეთ თავად “Import Goods Fair 2019”-ზე და თავად ჩაერთოთ ექსპოს მიმდინარეობის პროცესში (რეკომენდებულია). სივრცის სირთულე იგივე რჩება და ემატება ხარჯი. ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ 1 კვირიანი ტური თავისი ავიაბილეთით (750-850 USD), ტრანსპორტირებით (100-250 USD), კვებით (150-200 USD), სასტუმროთი (600-800 USD) და სხვადასხვა ხარჯებით 1 ადამიანზე მინიმუმ გამოვა 1800-2200 USD ან მეტი. ავიარეისზე თან წაიღებთ 30 კგ ტვირთს უფასოდ და დამატებით კგ სხვადასხვა ფასი აქვს (22 ევრომდე ჯდება კილოგრამი);

3. რამოდენიმე (დავუშვათ სამი) მწარმოებელი წავიდეს ერთად “Import Goods Fair 2019”-ზე, ერთი სტენდი აიღოთ და იქ განათავსოთ თქვენი ნაწარმი (მთლად უკეთესი). ეს თითოზე დაჯდება 3,000 USD მაინც. თუმცა თუ ერთი ადამიანი წავა და 3 მწარმოებელს წარმოადგენს ცალკე აღებულ სტენდზე, მთლიანობაში ერთ მწარმოებელზე შეიძლება დაჯდეს გაცილებით ნაკლები (ჯამში 2200+2500+ტვირთის ტრანსპორტირების ფასი). ხოლო თუ მაგალითად 3 ღვინის მწარმოებელი შეამხანაგდა და გადაწყვიტეს ორივე ექსპოზე მონაწილეობა, ამ შემთხვევაში ხარჯები კიდევ უფრო შეუმცირდება თითოეულს..

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

577 73 79 64 (ტარიელ ზივზივაძე)