ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ქართულია & kar.ge-ა

ვეძის წყალი – ყვარელი

ვეძის წყალი-ყვარელი  ქართულია & kar.ge-ა! ჩემი გამოწვევა ინდმეწარმეების და მცირე მწარმოებლების აღმოჩენის პერიოდად იქცა, სიმართლე გითხრათ ძალიან მომწონს ეს როლი … მოდით, ერთად დავეხმაროთ ამ ადამიანებს გახდნენ კიდევ უფრო დიდები და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და ძალით აკეთონ ქართულია & kar.ge საქმე… დღეს ყვარლის უნიკალურ მინერალურ წყალს გაგაცნობთ – ვეძის წყალი – ყვარელი; სულხან საბას ლექსიკონში სიტყვა “ვეძა” განმარტებულია, როგორც …

განაგრძე კითხვა »

დამბალ ხაჭო გაგისინჯავთ? 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ

დამბალ ხაჭო

ქართულია & kar.ge-ა! მე ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარ და ყველისმცოდნეობას ვერ დავიბრალებ; ყველის მხოლოდ ჭამა ვიცი! ცოტა ხნის წინ ტენილი ყველი ჩვენი kar.ge გუნდის წევრმა გასინჯა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. დღეს ჩემი რიგი დადგა – პირველად გავსინჯე ფშავური დამბალ ხაჭო. არ ვიცი ეს ყველი არის თუ ხაჭო, მაგრამ ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელეთ. ეს მოხდა კაფე-ბარ ფშაურში. აქვე გეტყვით, რომ: კავშირი “ჩვენი ფშავი” …

განაგრძე კითხვა »

მოჭიქული ხაჭო “სანტისიმო”

ქართულია & kar.ge-ა! ჩემი დღევანდელი პროდუქტი ნამდვილად ამართლებს გამოთქმას სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად. ეს არის მოჭიქული ხაჭო სანტისიმო. სქელი კონსისტენციის ტკბილი ხაჭო ვანილის არომატით და გემრიელი შოკოლადით, საუკეთესო დესერტია. წონა 40გრ– მდეა, ანუ გავხსენით ზუსტად ორჯერ ჩავკბიჩეთ და აღარ არის. მოცულობით საკმაოდ პატარაა, თუმცა მწარმოებელი ამბობს რომ ამ პროდუქტის მირთმევით ჩვენ ვიღებთ იმ რაოდენობის კალცს, რაც აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს ყოველდღიურად. მოჭიქული …

განაგრძე კითხვა »

Livo – ალუბლის წვენი

ლივო livo

ქართულია & kar.ge-ა! დღეს დილით ჩემმა უფროსმა გოგომ – ანასტასიას მომიხელთა და [2-ე კლასელია] მეკითხება: „მამი ალუბლის წვენს კიდევ მომიტან?“ ეს რომ მითხრა მაშინ მივხვდი რა ეფექტი მოუხდენია გუშინ საღამოს Livo-ს ალუბლის წვენს. Livo პირველად დაახლოებით 1 წლის წინ დავაგემოვნე გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“. გასულ დეკემბერს ჩემი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში შეძენა მინდოდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. მაშინ გუდვილში მისვლა აზრადაც …

განაგრძე კითხვა »

მწვანე ჩაი პიტნით, რომელმაც იმედი გამიცრუა

ქართულია & kar.ge-ა! ჩვენი პროექტი სარეკლამო ხასიათის არაა, ვფიქრობ ის უფრო შემეცნებით ხასიათს ატარებს. გუნდი თითოეული წევრი ეძებს პროდუქტს, რომელიც თუ საუკეთესო არა, საშუალოზე მაღალი ხარისხის მაინცაა. მაგრამ ერთერთი უპირველესი მოვალეობა მაინც გულწრფელობაა. ესაა ის, რის გარეშეც მკითხველი უბრალოდ ვერ გენდობა. სწორედ გულწრფელობის გამო გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი. პიტნის ჩაი დედულეთს მახსენებს. ქართლში, მცხეთის რაიონში, დედაცემის სოფელში პოპულარული სასმელი მეც …

განაგრძე კითხვა »

მარილიანი ჩხირები – ჩაკბიჩე და ახრაშუნე

ქართულია & kar.ge-ა! ვის არ უყვარს მარილიანი ჩხირები? იგი ხომ საუკეთესო თავშესაქცევია როდესაც რაღაც გვინდა და თან ამავდროულად არ ვიცით რა… დღეს არჩევანი ქართული წარმოების, ბრენდ Ramco-ს მარილიან ჩხირებზე შევაჩერე. შპს “ჯეო მარკი” აწარმოებს მარილიან ჩხირებს, რომელიც ჰიპერმარკეტ “გუდვილში” იყიდება და 210 გრამიანი შეფუთვა 1.40 ლარი ღირს. სხვა მარილიან ჩხირებთან შედარებით ფასი ძვირი გამოდის, მაგრამ როდესაც დავაგემოვნე ძალიან მომეწონა. მას …

განაგრძე კითხვა »

აქუაფინა სპარქლინგი – გაზირებული წყალი

აქუაფინა სპარქლინგი

ქართულია & kar.ge-ა! წყალი– უსუნო, უფერო და უგემური სითხეა. იგი უბრალო და ყველაზე მეტად გავრცელებული ნივთიერებაა დედამიწაზე. მაგრამ ის წყალი რომელიც მე შევიძინე უსუნო და უგემური ნამდვილად არ არის. იცოდით თუ არა, რომ საქართველოში იწარმოება მსუბუქად გაზირებული  წყალი ლიმონი – ლაიმით? თუ არ იცოდით გეტყვით დიახ იწარმოება და თან ძალიან kar.ge-ა. აქუაფინა სპარქლინგი, მსუბუქად გაზირებული, ნატურალური არომატების ნატიფი ნარევით შეზავებული …

განაგრძე კითხვა »

როგორ გავაკეთოთ kar.ge ქართული საქმე?

ქართული პროდუქცია ბოლოს როდის იყიდე? ყიდულობ კი ქართულს საერთოდ? აჰ, არ ენდობი ქართველ ბიზ[მ]ესმენებს? აბა ვის ენდობი? იმპორტულს? ღრუსულს? 577,000,000-მდე აშშ დოლარის ღრუსული პროდუქტი გასაღდა საქართველოში 2014 წელს. ამით დაფინანსდა ღრუსეთის განვითარება, ღრუსული ბიუჯეტი, ღრუსი დასაქმებული და ღრუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში გასროლილი ყოველი ღრუსული ტყვია. აცნობიერებ, რომ ამის მონაწილე ხარ? აამოქმედე შენში არსებული ძალა, გააკეთე ის რის თაობაზეც ამ 14 წუთიან …

განაგრძე კითხვა »

ლაზი შავი ბაიხის ქართული ჩაი

ქართულია & kar.ge! ჩაის კულტურები საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს შემოიტანეს ჩინეთიდან. პირველი ჩაის მიღებამდე მრავალი ადამიანის ფიზიკური და ფინანსური რესურსი ჩაიდო. ასე რუდუნებით ნაშენი პლანტაციები XX საუკუნის ბოლოს ყველასთვის კარგად ცნობილი მოვლენების შედეგად თითქმის ბოლომდე განადგურდა. საბედნიეროდ გამოჩნდნენ კომპანიები რომელთაც ქართულ ჩაის მეორე სიცოცხლე აჩუქეს. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ასეთ კომპანიას –შპს „ლაზი“ და მის შავი ბაიხის ჩაი. ეს ქართული ჩაი მთლიანად …

განაგრძე კითხვა »

შუამთა– შებოლილი დათლილი სულგუნი ბეკონით

ქართულია & kar.ge-ა! ამ ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე ყველს და ამ პროდუქტის  უამრავი სახეობა გავსინჯე, ყოველ ჯერზე ახალი გემოს აღმოჩენით აღფრთოვანებული ვრჩებოდი და თუ ადრე მხოლოდ იმერულის, სულგუნის და გუდის ყველის გემო ვიცოდი. დღეს უკვე ჩემს ანგარიშზეა ყველი პრასით, თხილით, ზეთში დავარგებული, თიხაში დავარგებული და ა.შ იმის თქმა დამავიწყდა რომ ჩემს ძველ ნაცნობებს შორის შებოლილ სულგუნს ყველაზე დიდ პატივს ვცემ …

განაგრძე კითხვა »