ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მოჭიქული ხაჭო “სანტისიმო”

ქართულია & kar.ge-ა!

ჩემი დღევანდელი პროდუქტი ნამდვილად ამართლებს გამოთქმას სასარგებლო სასიამოვნოსთან ერთად. ეს არის მოჭიქული ხაჭო სანტისიმო.

სქელი კონსისტენციის ტკბილი ხაჭო ვანილის არომატით და გემრიელი შოკოლადით, საუკეთესო დესერტია. წონა 40გრ– მდეა, ანუ გავხსენით ზუსტად ორჯერ ჩავკბიჩეთ და აღარ არის. მოცულობით საკმაოდ პატარაა, თუმცა მწარმოებელი ამბობს რომ ამ პროდუქტის მირთმევით ჩვენ ვიღებთ იმ რაოდენობის კალცს, რაც აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს ყოველდღიურად.

მოჭიქული ხაჭო სანტისიმოს ასორტიმენტი მრავალფეროვანია, გარდა ვანილისა, ასევე არის ალუბლის, შედედებული რძის და შოკოლადის შიგთავსით. რაც მთავარია პროდუქტი არაგენმოდიფიცირებულია.

დამზადებულია: შპს „სანტე ჯი– ემ– თი პროდუქტები“.

მე თამამად ვუწევ რეკომენდაციას ამ პროდუქტს!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.