ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ტარიელ ზივზივაძე

აღმოაჩინეთ 35,000,000,000 (მლრდ) ლარიანი შიდა ბაზარი!

2019 წლის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) მიახლოებით 50 მილიარდი ლარი შეადგინა (geostat.ge). ეს ის თანხაა, რომელიც ერთი მხრივ ჯამურად დაიხარჯა (დანახარჯების მეთოდით მშპ-ს დათვლა), მეორე მხრივ კი ჯამურად შემოსავლად იქნა მიღებული (შემოსავლების მიხედვით მშპ-ს დათვლა) საქართველოში 2019 წელს (რაც აღირიცხა). თუ ამას გამოვაკლებთ ტურისტების მიერ 2019 წელს დახარჯულ 3,5 მილიარდ USD, დაგვრჩება მიახლოებით 35 მილიარდი ლარი, რომელიც დავხარჯეთ და რომელიც …

განაგრძე კითხვა »

“არასტანდარტული” მიდგომა. ტარიელ ზივზივაძის შეთავაზება მთავრობას!

[სტატია დაიწერა 2020 წლის 4 აპრილს] ადგილობრივი წარმოება TOP პრიორიტეტი ხდება. ამაზე მეტყველებს პრემიერის ბოლო ორი განცხადება (2020 წლის 28 მარტის და 3 აპრილის) და თანხმლები ნარატივის გაძლიერება. ოღონდ, ჯერ გადარჩენისთვისაც და შემდეგ წარმატებისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავრობამ წარმოების სექტორის მიმართ აქამდე გაბატონებული “სტანდარტული” მიდგომა და ნაბიჯები “არასტანდარტულით” გაამდიდროს! სწორედ ამ თემაზეა ეს სტრატეგიის დოკუმენტი, რომლითაც მე – ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა …

განაგრძე კითხვა »

ეკონომიკის გამოწვევები საქართველოში (რადიო კომერსანტი)

უღრმესი მადლობა რადიო კომერსანტს და გადაცემა “პროფესიონალი”-ს წამყვანს – ბნ, ირაკლი მაკალათიას მიწვევისათვის. ბნ. შოთა გულბანთან ერთად ბნ. ტარიელ ზივზივაძე საუბრობდნენ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე. ნახევარ საათში ბევრს ვერ იტყვი, მაგრამ ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოვიდა. მადლობა მონაწილეებს!  

განაგრძე კითხვა »

პირდაპირი TV „მაესტრო“-ზე. თემა: საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო

“საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო”-ს შექმნა დამაიმედებელი სვლაა, თუმცა ჯერჯერობით შეკითხვა მეტია, ვიდრე პასუხი. უღრმესი მადლობა ქალბატონ ანა ცხოვრებოვას და TV მაესტროს მიწვევისათვის და თემის გაშლისთვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 30 აპრილს გავავრცელე kar.ge-ზე სტატია შემდეგი სათაურით – “საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო: 8 მწვავე შეკითხვა KAR.GE-სგან“, რასაც გამოხმაურება მოჰყვა მედიის მხრიდან და 1 მაისს უკვე ეს პირდაპირი ეთერი TV მაესტროზე შედგა. …

განაგრძე კითხვა »

ვაჯამებთ Black Sea Blockchain Summit-ს, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს შედგა

მე, ტარიელ ზივზივაძე და Jan Robert Schutte ჰოლანდიიდან, CEO/Cofounder at CryptoAcademy and ICO Advisor Cryptics, Miniapps.pro/Kirik & Brixby (ტიტული სპეციალურად არ ვთარგმნე) ვაჯამებთ Black Sea Blockchain Summit -ს, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს შედგა. Black Sea Blockchain Summit იყო კრიპტოსფეროში საქართველოში ჩატარებული ამ მასშტაბის პირველი საერთაშორისო ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც გახლდა SPOTCOIN. მადლობა SPOTCOIN-ს კარგად ორგანიზებული ღონისძიებისათვის და პირველ რიგში იმ …

განაგრძე კითხვა »

ძალიან საინტერესო “საუბრები ეკონომიკაზე“ 26 აპრილს TV ობიექტივზე

უღრმესი მადლობა ბნ. ოთარ ანგურიძეს და TV ობიექტივის მთელ გუნდს მოწვევისათვის. ეს იყო საუბრები ეკონომიკაზე და მთელი რიგი თემები მიმოვიხილეთ დათმობილ 44 წუთში. ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან TV ობიექტივს უყურებს ხალხი, უყურებს ქართული ნაწარმის დამფასებელი ხალხი, ვისთვისაც ეს თემა არის თემა. ასევე უღრმესი მადლობა ადამიანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში დაგვირეკა და შეკითხვა დაგვისვა. რამდენიმე საკითხი „მოვთელეთ“: შიდა ბაზარი, რომელიც 23 …

განაგრძე კითხვა »

STV ბიზნესი: რა არის საჭირო საქართველოში ეკონომიკის უფრო მეტად სტიმულირებისათვის?

ვულოცავ TV სტარვიზიას ბიზნეს გადაცემა „STV ბიზნესი“-ს წამოწყებას და მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში წამყვანთან – ქალბატონ ბელა გელაშვილთან სტუმრად ვიყავით ბნ. ლევან სილაგავა, მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი და მე, ტარიელ ზივზივაძე. დისკუსია სრულად შეგიძლიათ აქ ნახოთ. ჩაწერა 4 აპრილს შედგა, თავად გადაცემა კი 7 აპრილს გავიდა. გარკვეული მონაკვეთები მონტაჟის დროსაა ამოჭრილი, თუმცა საერთო აზრი მაინც გასაგებადაა ნათქვამი: საქართველოში რეალური …

განაგრძე კითხვა »

3 აპრილი, TV ობიექტივი: ქართული ეკონომიკის პრიორიტეტები

რა ეშველება საქართველოს ეკონომიკის განადგურებულ დარგებს? როგორ შევაფასებდით ჩვენი ეკონომიკის მიმდინარე პრიორიტეტებს? როგორ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა? რას და როგორ აკეთებს მოძრაობა KAR.GE ეკონომიკის წინსვლისათვის? უღრმესი მადლობა TV ობიექტივს, დღის სტუდიას და ქალბატონ მაცაცო გახოკიძეს პირდაპირ ეთერში მიწვევისათვის საინტერესო საუბრისათვის და ბნ. სოსო არჩვაძეს საინტერესო ჩართვისთვის.

განაგრძე კითხვა »

სტუმრად რადიო კომერსანტში. თემა: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები და გამოსავალი“

გადაცემა: „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ თემა: ბიზნესის კეთება – რეალობა, პრობლემები და პერსპექტივები გადაცემის სტუმრები: ლევან სილაგავა (საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი) ტარიელ ზივზივაძე (მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი) გადაცემა 2017 წლის 26 ოქტომბრის საღამოს შედგა ჩემი გზავნილი ერთია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, რაც გვაქვს … მეტი რა გითხრათ? ნახეთ ვიდეო … [თავიდან ათიოდე წამი პოსტერი დევს]

განაგრძე კითხვა »

ადგილობრივი ბაზრის დაცვის თემაზე თოქ შოუ“პრიორიტეტში“ ცეცხლი დავანთეთ

უღრმესი მადლობა გადაცემა „პრიორიტეტი“-ს და TV იბერია-ს გუნდს მიწვევისათვის მიწვევისათვის. ვისურვებდი მხოლოდ ერთს: ერთი მაინც ოპონენტი რომ გამოძებნილიყო, ალბათ გავწეწავდით პირდაპირ ეთერში. დემპინგი დიდი თემაა … ამას ვერ გრძნობთ მეგობრებო, მაგრამ ეს თქვენს ჯიბეს ურტყამს პირველ რიგში… 28 მარტს სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. ქვემოთ ჯერ ჩემი 2 წუთიანი სიტყვაა, შემდეგ კი მთელი გადაცემა  

განაგრძე კითხვა »