ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ძალიან საინტერესო “საუბრები ეკონომიკაზე“ 26 აპრილს TV ობიექტივზე

უღრმესი მადლობა ბნ. ოთარ ანგურიძეს და TV ობიექტივის მთელ გუნდს მოწვევისათვის. ეს იყო საუბრები ეკონომიკაზე და მთელი რიგი თემები მიმოვიხილეთ დათმობილ 44 წუთში. ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან TV ობიექტივს უყურებს ხალხი, უყურებს ქართული ნაწარმის დამფასებელი ხალხი, ვისთვისაც ეს თემა არის თემა. ასევე უღრმესი მადლობა ადამიანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში დაგვირეკა და შეკითხვა დაგვისვა.

რამდენიმე საკითხი „მოვთელეთ“:

  • შიდა ბაზარი, რომელიც 23 მილიარდ ლარის მოცულობისაა
  • ექსპორტი, რომელიც 2 მილიარდ დოლარზე მეტია და მზარდია
  • იმპორტი, რომელიც ასევე მზარდია
  • რას და როგორ აკეთებს მოძრაობა GE?
  • რა კამპანიას ვგეგმავთ მაისის თვეში?
  • რა ეშველება ადგილობრივ წარმოებას?
  • რატომ არ არის ბევრი ქართული ნაწარმი კონკურენტუნარიანი?

და ა.შ.