ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

აღმოაჩინეთ 35,000,000,000 (მლრდ) ლარიანი შიდა ბაზარი!

2019 წლის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) მიახლოებით 50 მილიარდი ლარი შეადგინა (geostat.ge).

ეს ის თანხაა, რომელიც ერთი მხრივ ჯამურად დაიხარჯა (დანახარჯების მეთოდით მშპ-ს დათვლა), მეორე მხრივ კი ჯამურად შემოსავლად იქნა მიღებული (შემოსავლების მიხედვით მშპ-ს დათვლა) საქართველოში 2019 წელს (რაც აღირიცხა).

თუ ამას გამოვაკლებთ ტურისტების მიერ 2019 წელს დახარჯულ 3,5 მილიარდ USD, დაგვრჩება მიახლოებით 35 მილიარდი ლარი, რომელიც დავხარჯეთ და რომელიც შემოსავლად მივიღეთ (ქვეყანაში ჯამურად).

შიდა ბაზარზე მყიდველთა 3 ჯგუფია (ტურისტების გამოკლებით): მოსახლეობა ხარჯავს წელიწადში მიახლოებით 20 მილიარდ ლარს (geostat.ge), კერძო სექტორი ხარჯავს წელიწადში მიახლოებით 10 მილიარდ ლარს (geostat.ge), მთავრობა ხარჯავს წელიწადში 5 მილიარდ ლარს (procurement.gov.ge). რიცხვები “უხეშია”, მაგრამ ხვდებით ხომ საით ვუმიზნებ?

და მე კიდევ არ ვანგარიშობ ჩრდილოვან ეკონომიკას, რომელიც სხვადასხვა შეფასებით მშპ-ს 30-65 % შეადგენს. თუ მინიმუმს ავიღებთ და ვიტყვით 10 მილიარდ ლარს, შიდა ბაზარი 45 მილიარდ ლარამდეც კი ავა. თუმცა, მოდი მხოლოდ აღრიცხულზე ვისაუბროთ.

მივმართავ საქართველოს მთავრობას:

საქართველოს ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარამდეა, უფრო სწორად აღარ არის. ვერც აქ გამოძებნით საჭირო რესურსს და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან ისე, რომ მოახლოებულ ეკონომიკურ კრიზისს გავუმკლავდეთ ყველას რომ გვინდა ისე.

თუმცა, თუ დაფიქრდებით და ამ 35 მილიარდს უბიძგებთ სწორი მიმართულებით დაიხარჯოს, მთებს გადადგამთ მოსახლეობასთან და კერძო სექტორთან ერთად.

როგორ? აქ წერია კონკრეტულად!

რა შედეგია მოსალოდნელი? აქ წერია რიცხვებში!