ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: აჯიკა

შებოლილი წიწაკისა და საფერავის მაჯიკა: მთელ გოჭს რომ შეგაჭმევს ისეთია :)

დიახ, ეს არის [მ]აჯიკა! დღეს აღმოვაჩინე … ქალთა საერთაშორისო წინახაახალწლო საქველმოქმედო ფესტივალზე რედისონში … მწარმოებელია შპს „საფერიკო“! ჯერ საფერავის სასმელი გააკეთეს … ამას მოჰყვა საფერავის ჩაი … ეხლა კი უკვე გაჯიკა … გავსინჯე და ეს რაღაც სასწაულია … ჯერ წიწაკა ბოლდება … შემდეგ … კი ამიხსნეს ამის დამზადების ტექნოლოგია, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე … 10 ლარი გადავიხადე 150 გრამიან ქილაში … …

განაგრძე კითხვა »

ლონდონში აჯიკის 6, ტყემლის 2 და სვანური მარილის 33 ნიმუში გავგზავნეთ

(y) ეს დასაწყისია … (y) ასე, პატარა სვლებით იწყება დიდი საქმეები … (y) ამ ნაბიჯებს გისურვებთ ყველა მწარმოებელს … დღეს კიდევ ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრათ … დღეს პროდუქციის ნიმუშები გავგზავნეთ … ლონდონის მიმართულებით … აჯიკის 6, ტყემლის 2 და სვანური მარილის 33 ნიმუში … როგორც სურათზე ხედავთ აჯიკა სასაქონლო ფორმაშია … ტყემლები კი გასასინჯად … ორივენი ერთი მწარმოებლის მიერაა …

განაგრძე კითხვა »

JIM – აჯიკა ნიგვზით ნაკლებ ცხარე, დღე #25

ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე. სერიოზული ქართული პროდუქტი მინდა დღეს გაგაცნოთ, რომელიც მე თვითონაც გუშინ აღმოვაჩინე. დაგვიკავშირდა თავად მწარმოებელი, რომელიც ძალიან დაინტერესდა მოძრაობა …

განაგრძე კითხვა »

TMT-ს ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით ბერლინში

TMT-ს ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით ბერლინში

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს. ესენი Ledo Market-ში გადაღებული ფოტოებია, სადაც TMT-ს ქართული წარმოების ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით არიან გამოჭიმულები. თან ფასიც რა ნორმალური აქვთ დააკვირდით … გაგისინჯავთ TMT-ს ქართული წარმოების ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით? მე არა და თბილისში არც კი ვიცი სად შეიძლება ამის …

განაგრძე კითხვა »

ეს გაყალბებული აჯიკა და სულ[უ]გუნია თუ ლეგალური ექსპორტი?

გაყალბებული აჯიკა და სულ[უ]გუნია თუ ლეგალური ექსპორტი?

მოგეხსენებათ kar.ge-ზე უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველების მიერ ქართული პროდუქტების გამოგზავნილ ფოტოებს, რომელთაც პერიოდულად გაწვდით ხოლმე რუბრიკაში – დაიპყარი მსოფლიო. ამ ორიოდ დღის წინათაც გერმანიის ქალაქ Friedrichshafen-დან ქალბატონმა მანანა ამბროლაძემ კიდევ ერთხელ მოგვაწოდა ფოტოები. დიდი მადლობა მას პირველ რიგში. ეხლა ჩავუჯექი ფოტოებს და… ეს აჯიკა და სულ[უ]გუნი ქალაქ Friedrichshafen-ში მაღაზიათა ქსელში MINI MIX დევს გასაყიდად. ფასებს თვითონვე ხედავთ. …

განაგრძე კითხვა »

აჯიკა და მდოგვი, მათთვის ვისაც ცხარე უყვარს!

AJIKA DA MDOGVI აჯიკა და მდოგვი

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია მითანას შესახებ ადრე უკვე გესაუბრეთ, შეგიძლიათ იხილოთ ძველი სტატია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ოჯახში აჯიკა და მდოგვი სულ ბინადრობს მაცივარში 🙂 ეხლა შევამჩნიე, რომ მდოგვი, რომელსაც სისტემატურად მივირთმევ მითანასია. საოცრებაა მათი ერთმანეთში შეზავებული სიცხარის შეგრძნება, ცხარე მე ხომ ასე მიყვარს, ხოდა მათ ვისაც ჩემსავით უხვარს პირის ამწარება შემომიერთდით, შეიძინეთ მითანას მდოგვი და აჯიკა გადაურიეთ ერთმანეთში და მმმმმმმ …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით STARK – ჭვავის კრეკერი აჯიკის და სვანური მარილის არომატით

ჭვავის-კრეკერი-აჯიკით

კითხულობ ხომ? კარგია … ალბათ გგონია, რომ ლიტვურმა საცხობმა ფული გადაიხადა ამ სტატიაში. ასეა? შეიძლება ისიც კი გგონია, რომ ჩვენ ამ საქმიანობაში ვიღაც ფულს გვიხდის … ხელმძღვანელობთ რა პრინციპით „აბა სულელები ხომ არ არიან სხვის რეკლამაში რომ ხარჯავენ დროს და ენერგიას“ … ასეა? იცით რამდენს ჰგონია ასე? თუ მართლა ასე ფიქრობთ ახედეთ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში და მიხვდებით რა ჰქნათ, იმიტომ რომ …

განაგრძე კითხვა »

აფხაზური აჯიკა – ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

აფხაზური აჯიკა

ეს საოცრად გემრიელი აფხაზური აჯიკა ფრესკოში აღმოვაჩინე რამოდენიმე დღის წინ. აჯიკა მიყვარს, ოჯახში ყოველთვის ვყიდულობთ, სწორედ ამიტომაც ყიდვის შანსი ხელიდან არ გავუშვი. ეს შეფუთვა 200 გრამიანი და 1,9 ლარი გადავიხადე. სიმართლე გითხრათ ცოტა გამიკვირდა კიდეც ასეთი დაბალი ფასი. 10-12 ლარამდე ისედაც ღირს აჯიკა ბაზარში. აქ კიდევ მოწესრიგებული ნაწარმი მოწესრიგებულ შეფუთვაში … კარგია თუ ასე დაბალ დონეზე ფასის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მწარმოებელია …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ნიუ-იორკში Golden Fleece-ის პროდუქცია იყიდება

NY

ჩემო კარგებო, kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ კომპანიას – MTSKHETA FOOD COMPANY, რომელიც პროდუქციას მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზარში აწარმოებს, მაგრამ ნიუ იორკში კი ყიდის. სურათების მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ კომპანიის ინტერნეტ საიტი ვერ აღმოვაჩინე. ეტიკეტზედ კი gmail მისამართი აქვთ მითითებული. ტყემალი აჯიკა …

განაგრძე კითხვა »

ახალი ქართული ჩიპსი FRIXX აჯიკა – მაგარია!

დიდი თავგადასავლების შემდეგ როგორც იქნა დახლზე დამხვდა ქართული ჩიპსის სამივე ვერსია – FRIXX ბარბექიუ, FRIXX კლასიკი და რაც ეხლა პირველად გავსინჯე – FRIXX აჯიკა! ჩემი კომენტარი სათაურშია … მე პირადად ჩიპსი დიდად არ მიყვარს, მაგრამ როცა ლუდს ვყიდულობ, „მისაყოლებლის“ კომპლექტში აუცილებლად ჩიპსიც არის. ამიერიდან მხოლოდ ქართული ჩიპსი. ხშირად ამბობენ მავნებელიცააო, არ ვიცი. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი: იმდენი მავნებელია ირგვლიც, რომ …

განაგრძე კითხვა »