ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აფხაზური აჯიკა

აფხაზური აჯიკა – ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ეს საოცრად გემრიელი აფხაზური აჯიკა ფრესკოში აღმოვაჩინე რამოდენიმე დღის წინ. აჯიკა მიყვარს, ოჯახში ყოველთვის ვყიდულობთ, სწორედ ამიტომაც ყიდვის შანსი ხელიდან არ გავუშვი. ეს შეფუთვა 200 გრამიანი და 1,9 ლარი გადავიხადე. სიმართლე გითხრათ ცოტა გამიკვირდა კიდეც ასეთი დაბალი ფასი. 10-12 ლარამდე ისედაც ღირს აჯიკა ბაზარში. აქ კიდევ მოწესრიგებული ნაწარმი მოწესრიგებულ შეფუთვაში … კარგია თუ ასე დაბალ დონეზე ფასის შენარჩუნებაა შესაძლებელი.

მწარმოებელია შპს დაბი. თბილისი, ფიროსმანის 6. დაბის პროდუქცია აქამდეგ გაგვიშუქებია kar.ge-ზე. მაგალითად დარიჩინის ჩხირი, სვანური მარილი. კომპანია ამას წინათ გამოფენაზე – აწარმოე ქართული აღმოვაჩინე პროდუქციის სრული სპექტრით.

ერთადერთი შენიშვნა მექნება მხოლოდ: მე მგონი ასეთი შეფუთვა აჯიკისთვის არ გამოირჩევა პრაქტიკულობით. ლამაზი ნამდვილად არის, მაგრამ ვფიქრომ ასეთი ტიპის პროდუქტებისათვის წმინდა მოხმარების პრაქტიკულობიდან გამომდინარე რაღაც სხვა ჯობია.

 

სანელებლები

გემოვნებაზე არ დაობენო – ასე ვამბობთ საქართველოში. არადა ამ დროს ყველაზე მეტს სწორედ რომ გემოვნებაზე დაობენ. გასინჯეთ აფხაზური აჯიკა და მოდით მერე ვიდაოთ ვის როგორ მოგეწონებათ.