ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შებოლილი წიწაკისა და საფერავის მაჯიკა: მთელ გოჭს რომ შეგაჭმევს ისეთია :)

დიახ, ეს არის [მ]აჯიკა!

დღეს აღმოვაჩინე …
ქალთა საერთაშორისო წინახაახალწლო საქველმოქმედო ფესტივალზე რედისონში …
მწარმოებელია შპს „საფერიკო“!
ჯერ საფერავის სასმელი გააკეთეს …
ამას მოჰყვა საფერავის ჩაი …
ეხლა კი უკვე გაჯიკა …

გავსინჯე და ეს რაღაც სასწაულია …
ჯერ წიწაკა ბოლდება …
შემდეგ …
კი ამიხსნეს ამის დამზადების ტექნოლოგია, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე …

10 ლარი გადავიხადე 150 გრამიან ქილაში …
რომ გინდოდეთ ჯერჯერობით ვერსად იყიდით …
მაგრამ თუ დაგვიკავშირდებით, დაგაკავშირებთ საჭირო ხალხთან …

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!