ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბარამბო მარგალიტი

ქართულია & kar.ge-ა!

ბარამბო მარგალიტი რომ მივიღე საჩუქრად თვალები გამიბრწყინდა – ამაზე დავწერ-თქო ვიფიქრე, თან ერთი სული მქონდა როდის გავხსნიდი და არა მარტო მე. კიდევ კარგი ფოტოს გადაღება მოვასწარი, 5 წუთში მხოლოდ ქაღალდები დარჩა.

ოქროსფერი მარგალიტი ბარამბოს პრემიუმ კლასის პროდუქტია. ესაა რძიანი შოკოლადი ხრაშუნებითა და პრალინეთი. მშვენიერი სასაჩუქრე ვარიანტია ბარამბოს მრავალფეროვან პროდუქტებში. სახლისთვის სასუსნაოდ მე ბარამბოს სხვა პროდუქტებს ვირჩევ ხოლმე.

გაახარეთ ახლობლები ბარამბოს მარგალიტით, თქვენც მიირთვით და ისიამოვნეთ

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.