ქართულია & kar.ge-ა! ეხლა ნამდვილად დავიბენი: 1,45 ლარად ქილის არაქისი ვნახე [140 გრამი], მოხალული, რომლის ანალოგები [თურქულები] 2.2 და 2.5 ლარი ღირს. ცუდი ნამდვილად არაა. გამაკვირვა იმან, რომ შტრიხ კოდი აქვს ქართული, არადა აწერია, რომ ჩინეთშია დამზადებული. რაღაც არ მესმის … არადა როგორ გამიხარდა თავიდან … ჩვენთან შემოაქვს სადისტრიბუციო კომპანიას – შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია. ეტიკეტზე ასევე აწერია – …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
აუდიო წიგნი – ჰერასაგან მათთვის, ვისაც წაკითხვა არ შეუძლია
ქართულია & kar.ge-ა! დღეს წიგნის დღე მქონდა… უნდა ვაღიარო, დღემდე ვერ გამოვედი “ბავშვობის ასაკიდან” და საოცარ სიამოვნებას მანიჭებს კითხვაში გატარებული წუთები … ძალიან მიყვარს ირეალურ ისტორიებში ჩაძირვა, წარსული საუკუნეების პერსონაჟების “ტყავში შეძრომა” და მათი ცხოვრების გაზიარება … ამჯერადაც წიგნის მაღაზიებში დავბოდიალებდი ახალი წიგნის შესარჩევად და მეტად საინტერესო დისკს გადავაწყდი- ეს არის აუდიო წიგნი, რომელსაც კითხულობენ ნუგზარ ყურაშვილი და სხვა ქართველი …
განაგრძე კითხვა »შოკო კრემი ბარამბინო
ქართულია & kar.ge-ა! ქართულია & kar.ge-ას 2–ე ეტაპის ბოლო დღეა. დღეს სამ პროდუქტს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი: ხაში, მწნილი და ტკბილეული. ხაში თავისთავად საინტერესოა და აღმოჩენა იყო. მწნილი გადავიფიქრე, რადგანაც არ მინდოდა მჟავედ გამოგმშვიდობებოდით(დროებით) და არჩევანი ტკბილზე შევაჩერე – ბარამბინო შოკო კრემი – თხილიანი პასტა კაკაოთი, მოცულობა 400 გრამი. ღირებულება 6.00 ლარი. მიხარია რომ ასეთი ტიპის ქართული და თან kar.ge პროდუქტი …
განაგრძე კითხვა »აღმოაჩინეთ Ramco-ს ტკბილი ჩხირები
ქართულია & kar.ge-ა! სამარხვო პროდუქცია – დიდი თემაა. რამოდენიმე კვირის წინ ჩვენი გუნდის წევრმა Ramco-ს მარილიანი ჩხირები აღმოაჩინა. დღეს კი მე უკვე ტკბილი ჩხირები დავაგემოვნე. მწარმოებელია შპს ჯეო მარკი, სავაჭრო ნიშანია – Ramco. თბილისში, მოსკოვის გამზირი 25 არის მათი მისამართი. ეტიკეტს თუ დავუჯერებთ სერტიფიცირებულიც ყოფილა. ღირს 1,4 ლარი, ვიყიდე ფუდმარტში. მე მგონი სხვაგანაც შემხვდა. გემრიელია, ყბას აძლევს საქმეს, თუმცა დანაყრებისათვის …
განაგრძე კითხვა »აღმოაჩინეთ ქართული კვერცხი – გლეხური
ქართულია & kar.ge-ა! გარდაბანი ცნობილია სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. სოფელი სართიჭალა კი ამიერიდან იმითაც იქნება ცნობილი, რომ აქ ქართული კვერცხი იწარმოება. შპს „სართიჭალა 777“ არის ამ საკითხში „დამნაშავე“. კვერცხი გლეხური ნაღდი ქართული პროდუქტია! სადაც კვერცხია იქ ქათამიცაა, ხოლო სადაც ქათამია იქ სხვა ბევრიც უნდა იყოს, თუმცა მწარმოებელს არც საიტი აქვს და არც facebook გვერდი. საწარმოს მდებარეობის ინფორმაციას დეტალურად ვერ ვიგებთ. ალბათ …
განაგრძე კითხვა »ტრადიციები, რომლებიც აძლიერებს საქართველოს
ქართულია & kar.ge-ა! დღეს სრულდება ჩვენი პროექტი ქართულია და Kar.ge -ა, 30 დღიანი მეგა გამოწვევა. ძალიან ბევრი ვიფიქრე რით დამეხურა თემა 🙂 თემის დახურვა დროებით, ვინაიდან ის მუდმივია და მისი ფესვები ძალიან ღრმაა. გადავწყვიტე ტრადიციებს შევხებოდი, ტრადიციების ფესვები ხომ ძალიან ღრმაა, ძალიან ქართული და ძალიან სათუთი ჩვენთვის ქართველებისთვს. ამიტომ დღე #30 – ჩემი შერჩეული კომპანია ასე გამოიყურება – „კახური ტრადიციული მეღვინეობა”. “კახური …
განაგრძე კითხვა »სასწაულმოქმედი მოლისანი
ქართულია & kar.ge-ა! სასწაულმოქმედი მოლისანი – ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური გარეგანი და ადგილობრივი გამოყენების მცენარეული საშუალება. მოლისანი კანის მოსავლელი საუკეთესო საშუალებაა: სახის სებორეა, მუწუკები, ჩირქოვანი გამონაყარი – აკნე, ვურგალური-ფერიმჭამელა, სტაფილოკოკი, პაპილომა ვირუსი, ხანდაზმულობის ლაქები. კომპანია Lite Life – ის სერიის საშუალებები თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ, გამოიჯანმრთელოთ და გაიძლიეროთ ორგანიზმი. ჩაიტაროთ არაერთი სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. მათ შემადგენლობაში არსებული ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტები რბილად …
განაგრძე კითხვა »შამპუნი სტიმულიტი – თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ
ქართულია & kar.ge-ა! რა ჯობს ლამაზ და ბზინვარე თმას? თმის მოვლა უფრო მარტივი ხდება როდესაც კარგი შამპუნი გაქვთ. წარმოგიდგენთ შამპუნ “სტიმულიტს”, რომელიც თმას განსაკუთრებულად ლამაზსა და მიმზიდველს ხდის. 3 მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ შამპუნი სტიმულიტი: 1. .ქიმიური შამპუნების უმეტესობას ახასიათებს შემდეგი თვისება: ჩამორეცხვის შემდეგ, შამპუნი ბოლომდე არ შორდება თმებს და თავის კანს, ტოვებს არასასიამოვნო შეგრძნებას, რომ თმები თითქოს “გაზიპულია”, “გაგლესილია” …
განაგრძე კითხვა »პაშტეტი – მითანასგან
ქართულია & kar.ge-ა! პაშტეტის უამრავი სახეობა არსებობს, სადაც წამყვანი ინგრედიენტი ქათმის, ძროხისა თუ ღორის ღვიძლია დამხმარეთ კი სხვადასხვა სუნელები არის გამოყენებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ღორის ღვიძლის პაშტეტი მითანასგან. დიახ ეს ის კომპანიაა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც წარმოების მთელ ჯაჭვს მოიცავს– ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლისთვის მიწოდება. სწორედ ამიტომ მითანა არის კომპანია …
განაგრძე კითხვა »სეზონი – სამარხვო შავი შოკოლადი ქიშმიშითა და ვაფლით
ქართულია & kar.ge-ა! კომპანია “ბარამბო“-ს ლიდერის პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი, ნაყინი და სხვა. კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში. პირადად მე ძალიან მიყვარს “ბარამბოს” ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომელსაც სხვადასხვა არომატებს უმატებენ და გემო კი არ ეკარგება. …
განაგრძე კითხვა »