ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სეზონი ბარამბო

სეზონი – სამარხვო შავი შოკოლადი ქიშმიშითა და ვაფლით

ქართულია & kar.ge-ა!

კომპანია “ბარამბო“-ს ლიდერის პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი,  შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი, ნაყინი  და სხვა. კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.

პირადად მე ძალიან მიყვარს “ბარამბოს” ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი, რომელსაც სხვადასხვა არომატებს უმატებენ და გემო კი არ ეკარგება. დღეს შევიძინე “სეზონის” სამარხვო შოკოლადი ქიშმიშითა და ვაფლით. “სეზონის” შოკოლადს სხვდასხვა სამარხვო შოკოლადები აქვს: შავი შოკოლადი, შავი შოკოლადი ფორთოხლით, შავი შოკოლადი ლიმონით და შავი შოკოლადი ქიშმიშითა და ვაფლით. ყველა სახეობა ძალიან გემრიელია, უბრალოდ გემოვნების ამბავია ვის რომელი სახეობა მოწონს.

სეზონი – შავი შოკოლადი ქიშმიშითა და ვაფლით 90 გრამიანია და “ფუდმარტის” მარკეტში 1.95 ლარი გადავიხადე. მის შემადგენლობაში შედის: შაქარი, სრესილი კაკაო, ქიშმიში, ხორბლის ფქვილი, კაკაოს ზეთი, სახამებელი, ლეციტინი, ნატურალური ვანილინი, მცენარეული ცხიმი, მარილი, სოდა. 100 გრამი პროდუქტის ღირებულებაა: ცილები 4,8 გრამი, ცხიმები 26,0 გრამი, ნახშირწყლები 56,1 გრამი. 100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაა 479 კალორია. შენახვის ვადა არის 9 თვე.

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.