ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ხრამუნა პურის უნიკალური დიეტა?

ხრამუნა-პური

გაზაფხულდა როგორც იქნა, მზე გამოვიდა და ხალხიც ქრონიკულად დაიწყებს „ფორმებზე“ ზრუნვას  … ანუ დიეტების „სეზონი“ მოდის. ჰოოოდა ზუსტად დროა გაიცნოთ ხრამუნა პური – საფუარის გარეშე, ქართული, ქართულ ხორბალზეა დამზადებული და რაც მთავარია დიეტური. აღმოვაჩინე უბრალო მარკეტში. სავარაუდოდ თქვენს სიახლოვეშიც იქნება. 60 თეთრი ღირს 8 რგოლიანი შეკვრა. მწარმოებელია შპს თეგი. მდებარეობს თბილისში, სამგორის #6-ში. ასორტიმენტიც აქვს რამდენადაც ვიცი. ყველაზე საინტერესო კი …

განაგრძე კითხვა »

არაქისი მარილით: PIPPA-ს უყურე როგორ გაიქაჩა …

არაქისი მარილით

35 გრამიანი ეს არაქისი მარილით შემთხვევით შემომეფეთა დახლზე. ცნობისათვის: PIPPA არის შპს „ჯორჯიან ბეიქერს“-ის ბრენდი. ეს კომპანია თბილისში, გორგასლის 115-ში მდებარეობს. რა მომეწონა: გემო მართლა მომეწონა, მარილიანობაც! ფასი – 60 თეთრი – სავსებით ნორმალური და მისაღებია ყველასთვი; მომწონს შეფუთვაც; თავად არაქისის მარცვლები არის მართლა დიდი; მომწონს რომ ჯორჯიან ბეიქერსი ასე აქტიურობს ტელეეკრანზე ერთადერთი, რაც ვერ გავიგე და რასაც ვერ მივიღებ …

განაგრძე კითხვა »

მზესუმზირა კაპი – დიდი გემო დიდ მარცვლებში!

კაპი

კიდევ ერთი მზესუმზირის ბრენდი გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. ეს არის კაპი! ესენი იმდენს იზამენ, რომ პენსიონერი მზესუმზირასაც კი ვეღაც გაყიდის სკოლის წინ … 40 თეთრად შევიძინე 50 გრამიანი პაკეტი ობიექტში. მწარმოებელია თბილისში მყოფი კომპანია შპს „ჯეო სნეკი“. გემო? ჩვეულებრივი! მზესუმზირისგან რას უნდა ელოდო. მეტყობა ხომ ქუჩაში ცმაცუნი და კნატუნი რომ არ მიყვარს? მეორეს მხრივ მიხარია, რომ კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი …

განაგრძე კითხვა »

პასქა, რომელსაც გურმე / Gourmet კაფეტერია აწარმოებს kar.ge-ა?

გურმე-Gourmet

პასქა აქტუალური თემაა! ტკბილი ქვეყანას, მარშეს, ნარცისის და იფქლის პასქების დაგემოვნების შემდეგ კამპანიას ვხურავ გურმე / Gourmet – La Cafétéria-ს მიერ გამომცხვარი უგემრიელესი პასქით. გურმე / Gourmet – La Cafétéria –  ბრენდი ფრანგული, წარმოება ქართული. მდებარეობს ვაკეში, ფაილიაშვილის 53-ში. ჯერ ვებსაიტი ნახეთ და მერე Facebook გვერდი [თვალი გადაავლეთ პასქების რა დიზაინებია]. უკეთესი იქნება ადგილზე თუ ესტუმრებით. რატომ? მენდეთ! იქ ადგილზე სტილს …

განაგრძე კითხვა »

პასქა, რომელსაც იფქლი აწარმოებს kar.ge-ა?

იფქლი-პასქა

იფქლის პასქის დაგემოვნების ჯერიც მოვიდა! მანამდე კი მივირთვით და შევაფასეთ ტკბილი ქვეყანას, მარშეს და ნარცისის პასქები. ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში ასეთი სერიოზული საწარმოები გვაქვს! იფქლი ყველამ ვიცით, პურპროდუქტების მწარმოებელია, რომელიც სხვათა შორის ჩემი ოჯახის ყოველდღიური სტუმარია [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. თუმცა დღეს პირველად ვაგემოვნებ ამ ბრენდის პასქას. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 7-8 ლარის მიდამოშია, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან …

განაგრძე კითხვა »

პასქა, რომელსაც საკონდიტრო ნარცისი აწარმოებს kar.ge-ა?

პასქა-საკონდიტრო-ნარცისი

ჩვენ უკვე დავაგემოვნე ტკბილი ქვეყანას პასქა და მარშეს პასქა. ეხლა მოდით საკონდიტრო ნარცისის შოკოლადიანი პასქა შევაფასოთ. საკონდიტრო ნარცისი ეხლა გავიცანი. როგორც ჩანს დიდი ხანია ბაზარზე არიან. კომპანია სააღდგომაო პასქებსაც გვთავაზობს. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 3,5 ლარი ღირს, 350 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში]. რა მომწონს: არომატი აქვს შესანიშნავი! გემო გადასარევი! შოკოლადით მაინც სულ სხვაა! ზომიერად ტკბილია; განსაკუთრებულად …

განაგრძე კითხვა »

პასკა, რომელსაც მარშე აწარმოებს kar.ge-ა?

მარშეს პასკა

სააღდგომო დღესასწაულის დღეებში მაღაზიების დახლებსა თუ ბაზრობებზე ქართული თუ იტალიური პასკების არნახულად დიდი ასორტიმენტი იყრის თავს, რის გამოც სწორი არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია. მე კი მინდა ის შეგრძნება გაგიზიაროთ, რომელიც კომპანია “მარშეს” მიერ წარმოებულმა ქართულმა პასკამ დამიტოვა. მარშეს პასკა გუდვილში შევიძინე. 450-გრამიან პასკაში 4,50 ლარი გადავიხადე. ქონდათ ასევე 850-გრამიანი შეფუთვა, რომელიც 7,50 ლარი ღირდა. ხოლო თუ სასაჩუქრედ გნებავთ, მაშინ …

განაგრძე კითხვა »

პასქა, რომელსაც ტკბილი ქვეყანა აწარმოებს kar.ge-ა?

პასქა-ტკბილი ქვეყანა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დავაგემოვნოთ სხვადასხვა ქართველი მწარმოებლების პასქები და გამოვთქვათ ჩვენი აზრი. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენი მკითხველი ჩვენგან ელის: მიუკერძოებელი აზრი! ტკბილი ქვეყანა ყველამ ვიცით [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. კომპანია სააღდგომაო პასქებს გვთავაზობს. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 8-5,8 ლარი ღირს, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში]. რა მომწონს: არომატი აქვს შესანიშნავი! გემო გადასარევი! ზომიერად …

განაგრძე კითხვა »

არა რა, ასეთი კეტჩუპი “არ უნდა აწარმოო” …

კეტჩუპი-მარნეული

ერთი წესი დავნერგე ოჯახში kar.ge საქმიდან გამომდინარე: ყველა ქართული წარმოების პროდუქტი ჯერ ჩემს ფოტომაგიდაზე უნდა მოხვდეს. მხოლოდ ფოტოგადაღების შემდეგ უნდა მოხვდეს იგი სამზარეულოში. მარნეულის კეტჩუპი ჩემი ოჯახის წევრთა „რისხვას“ ვერ გადაურჩა და კი ხედავთ შედეგს … მარნეულის კეტჩუპი უგემრიელესია! 2.5 ლარი ღირს დახლზე. აგერ მარნეულის ვებსაიტი, აგერ Facebook გვერდი. ეს ის შემთხვევაა, როცა რეკომენდაციები/შენიშვნები არ მაქვს.   მარნეულის რომელი პროდუქტი …

განაგრძე კითხვა »

რატომ უნდა ვიყიდო ფლატე?

ფლატე

ფლატე – გაზირებული მინერალური წყალი ადიგენის მთიანი მონაკვეთიდან. ფლატე სოფლის სახელია და ალბათ აქედან მოდის წყლის დასახელება. ეს სახელი აქამდეც გამეგონა, მაგრამ ამ ორიოდ კვირის წინ მას დახლზე თუ აღმოვაჩენდი არ მეგონა. გაზგასმით უნდა ვთქვა: ეფექტური ფერი აქვს ბოთლს და ეტიკეტსაც, რაც დახლზე ძალიან გამოარჩევს … ფლატეს „Georgian Mineral & Water Company” ასხამს. საერთო მინერალიზაცია 1,8-2,8 გ/ლ. 1 ლიტრიანი შეფუთვა …

განაგრძე კითხვა »