ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მარშეს პასკა

პასკა, რომელსაც მარშე აწარმოებს kar.ge-ა?

სააღდგომო დღესასწაულის დღეებში მაღაზიების დახლებსა თუ ბაზრობებზე ქართული თუ იტალიური პასკების არნახულად დიდი ასორტიმენტი იყრის თავს, რის გამოც სწორი არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია. მე კი მინდა ის შეგრძნება გაგიზიაროთ, რომელიც კომპანია “მარშეს” მიერ წარმოებულმა ქართულმა პასკამ დამიტოვა.

მარშეს პასკა გუდვილში შევიძინე. 450-გრამიან პასკაში 4,50 ლარი გადავიხადე. ქონდათ ასევე 850-გრამიანი შეფუთვა, რომელიც 7,50 ლარი ღირდა. ხოლო თუ სასაჩუქრედ გნებავთ, მაშინ მუყაოს შეფუთვიან პასკაზე შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება, რომელიც ოდნავ უფრო ძვირი ღირს (ზუსტი ფასი არ მახსოვს, სამწუხაროდ).

რა მომეწონა:

  1. არაჩვეულებრივი გემო, რომელიც სახლში გამომცხვარი პასკის შეგრძნებას ტოვებს;
  2. ზომიერად აქვს სიტკბო და ყველა საჭირო სურნელოვანი ინგრედიენტი;
  3. კარგად იგრძნობა მუსკატის, ილისა და დარიჩინის არომატი;
  4. ზომიერად აქვს ქიშმიშიც.

მოკლედ, ისეთი პასკაა, იმედს რომ არ გაგიცრუებს და გასიამოვნებს.

პრინციპში, გემოვნება არის თემა, რომელზეც გავრცელებული გამონათქვამის მიუხედავად, მაინც მუდმივად დავობენ. ამიტომ, მოდი, თქვენც გასინჯეთ მარშეს პასკა და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

შენიშვნები:

  1. არ მუშაობს საიტი;
  2. Facebook გვერდზე  ერთ წელზე მეტია სიახლე არ დადებულა. არადა 50 ათასზე მეტი მოწონება აქვს ამ გვერდს და საცოდაობაა ასეთი რესურსის გამოუყენებლობა.

P.S.

თუ www.ena.ge-ს ვენდობით, პროდუქტის სახალხოდ გავრცელებული სახელი “პასკა” არის შეცდომა, სწორი კი ყოფილა “პასქა”. მართალია, ეს უკანასკნელი ყურს ცოტა ეხამუშება, მაგრამ ხომ არ ჯობია, სწორი ფორმა დავამკვიდროთ?