მე მგონი ისეთი ამინდი დგება პირდაპირ ზაფხულში შევდივართ. ჰოდა ნაყინის სეზონიც ახლოსაა. პირველივე სიახლე დავაფიქსირე 2 დღის წინ – ნაყინი პინგო. Facebook გვერდი წესრიგშია, თუმცა „მოქოქილი“ არ არის. ვებსაიტი ჯერ მზად არ არის. იმედი მაქვს რიგიანად მიხედავენ. სლოგანიდან თუ ვიმსჯელებ – „ნაყინი ყველასათვის“ აშკარად ფართო ასორტიმენტს ველი. ლოგო მომეწონა. იმედია თეთრი პლომბირი გემრიელი ექნებათ. ამჯერად 4 სხვადასხვა ნაყინი პინგო ვიყიდე ოჯახის …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
სიმინდის ფქვილი და მონატრებული წისქვილის არომატი ზუგდიდიდან
რამოდენიმე წლის წინ ერთი ადამიანი დამიკავშირდა. მაშინ conference.ge -ს მეშვეობით ინტერნეტით კონსულტაციებს ვაწარმოებდი. აინტერესებდა გამოშრობის ტექნოლოგიები, რომ სიმინდის ფქვილი დაეფასოებინა. პირველად მაშინ „ჩავიხედე“ ამ თემაში და აღმოვაჩინე, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამ ერთი შეხედვით ადვილი საქმის კეთება. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, რომ 2 დღის წინ დახლზე აღმოვაჩინე ეს სიმდიდრე. 900 გრამიან შეფუთვებში ვნახე მხოლოდ, მარკეტის ფასი 1.8 ლარი. შენახვის …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! პირველი BIO სერტიფიცირებული ასკილის წვენი 03 საქართველოში
ძალიან მიყვარს სოფელში ჩემი ხელით შეგროვილი ველური ასკილის ნაყოფით დაყენებული ასკილის ჩაი. მაგრამ ასკილი ჩამოსხმული წვენის სახით პირველად დაახლოებით 1 წლის წინ დავაგემოვნე გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“. გავსინჯე და შემიყვარდა! ამ მომენტში BPC ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც BIO სერტიფიცირებულ ასკილის წვენს აწარმოებს. 03 ამ კონკრეტული პროდუქტის „კოდია“. სტატიის წერის დროს მწარმოებელს დავუკავშირდი და როგორც აღმოჩნდა საქართველოში არის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია …
განაგრძე კითხვა »ახალი ქართული ჩიპსი FRIXX აჯიკა – მაგარია!
დიდი თავგადასავლების შემდეგ როგორც იქნა დახლზე დამხვდა ქართული ჩიპსის სამივე ვერსია – FRIXX ბარბექიუ, FRIXX კლასიკი და რაც ეხლა პირველად გავსინჯე – FRIXX აჯიკა! ჩემი კომენტარი სათაურშია … მე პირადად ჩიპსი დიდად არ მიყვარს, მაგრამ როცა ლუდს ვყიდულობ, „მისაყოლებლის“ კომპლექტში აუცილებლად ჩიპსიც არის. ამიერიდან მხოლოდ ქართული ჩიპსი. ხშირად ამბობენ მავნებელიცააო, არ ვიცი. მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი: იმდენი მავნებელია ირგვლიც, რომ …
განაგრძე კითხვა »ხელსახოცი ბონოლუქსი / buonolux
რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე ეს პროდუქტი. ცხადია მარტო შეფუთვაა ქართული, მაგრამ ამით იწყება ხოლმე. ერთფენიანი ხელსახოცი ბონოლუქსი – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ბონოლუქსი“, რომელიც თბილისში, გოჩა ონაშვილის 2-ე კორპუსში, ბინა 20-ში მდებარეობს. ისინი ალბათ მხოლოდ ფუთავენ. ამ დიდ შეკვრაში 200 ცალია და 2,5 ლარი ღირს ბაზრობებზე. 255 05 03 ტელეფონი და bonoluqs@gmail.com [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციაა]. რა …
განაგრძე კითხვა »ისევ ქართული ჩიპსი. ამჯერად FRIXX კლასიკი
გურულმა თქვა ქორწილში თეფშებს ისეთი სისწრაფით ცვლიდნენ, გოჭი და წყემალი ვერ დავუმთხვიე ერთმანეთსო … ზუსტად ასეა ჩემი საქმე! ამას წინათ FRIXX ბარბექიუ დავაგემოვნე, ეხლა კი მხოლოდ FRIXX კლასიკი დამხვდა დახლზე. ისე ვერაფრით მოხდა, რომ სამივე ვარიანტი ერთად დამხვედროდა დახლზე. ჰმ … FRIXX ბარბექიუსგან განსხვავებით FRIXX კლასიკი რაღაც „არ წავიდა“. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაც „ნეიტრალური“, უფრო სწორად ზედმეტად კარტოფილის გემო აქვს. …
განაგრძე კითხვა »ჩვენი ფორთოხალი ჩვენია!
ჯერ იყო ჩვენი კომში, შემდეგ ჩვენი ატამი, ეხლა კი ჩვენი ფორთოხალი. მწარმოებელი შპს კამპა, ნექტარი, წვენის მინიმალური მასური წილი – 40%, 1 ლიტრის ფასი 2.5 ლარი [მარკეტის ფასი]. მასიური პროდუქტია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის … მწარმოებელთან რამე განსაკუთრებული შენიშვნა ან რეკომენდაცია ალბათ არ მექნება, გარდა ორისა: ვებსაიტი ერთი პოსტერია და მეტი არაფერი, facebook გვერდი კი აქტიური არ არის. ეს გამოსასწორებელია. მეტი …
განაგრძე კითხვა »უგემრიელესი კიტრის მწნილი – Kula
საკონსერვო წარმოების თვალსაზრისით უკვე დიდი ხანია საქართველოში ისეა საქმე, რომ იმპორტულის ყიდვა აღარ გჭირდება მოაზროვნე ადამიანს. ამ საკითხში kula-ს თავისი აქტიური წვლილი რომ უკვე დიდი ხანია შეაქვს ესეც ფაქტია. kula – ყოფილი გორის საკონსერვო საწარმო. სლოგანი კი აქვს საუკეთესო ქართული ტრადიციები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სტაბილურად ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ბევრის „ტრადიცია“ ნამდვილად არ არის. ამ მხრივ kula და ზოგიერთი ქართული …
განაგრძე კითხვა »სიახლე: ქართული ჩიპსი – FRIXX ბარბექიუ
ლუდი მიყვარს! უცხოურ ლუდებს პატივს ვცემ! აი ქართულ ლუდს კი ვყიდულობ! რა თქმა უნდა სათანადო ატრობუტიკით [არაქისი, ჩიპსი, ყველი და ა.შ.]. ჰოი საკვირველებავ, როცა რამოდენიმე დღის წინ დახლზე განსხვავებული ჩიპსი აღმოვაჩინე და კიდევ უფრო მეტად გამიკვირდა, როცა აღმოჩნდა რომ ქართულია. მინდა წარმოგიდგინოთ ჩიპსის ქართული ბრენდი FRIXX. წლების მანძილზე ქართული ჩიპსის წარმოების მრავალი იდეა და რამოდენიმე ჩავარდნილი პროდუქტი მინახავს, მაგრამ პირველად …
განაგრძე კითხვა »იყი გავსინჯე: ეს რაღაც საოცრებაა!
ეს არის იყი! არც კონიაკი,არც ღვინო, არც ჭაჭა, არც არაყი და არც ვისკი. იყი უძველესი ქართული სასმელია. იყო = იყი – ნიშნავს ყოფადობას, დიდხანს ყოფნას, დიდხანს სიცოცხლეს [სულხან საბას მიხედვით]. იყი იგი უფრო ადრე იხდებოდა საქართველოში ვიდრე სხვა ქვეყნებში ვისკი. იყი პრაქტიკულად არ იწვევს ნაბახუსევს და სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. იყი მცირე რაოდენობით იწარმოება, ამიტომ დახლებზე მას მასიურად ვერ ნახავთ. იყიდება …
განაგრძე კითხვა »