ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩვენი ფორთოხალი

ჩვენი ფორთოხალი ჩვენია!

ჯერ იყო ჩვენი კომში, შემდეგ ჩვენი ატამი, ეხლა კი ჩვენი ფორთოხალი. მწარმოებელი შპს კამპა, ნექტარი, წვენის მინიმალური მასური წილი – 40%, 1 ლიტრის ფასი 2.5 ლარი [მარკეტის ფასი]. მასიური პროდუქტია მოსახლეობის ფართო ფენებისათვის …

მწარმოებელთან რამე განსაკუთრებული შენიშვნა ან რეკომენდაცია ალბათ არ მექნება, გარდა ორისა: ვებსაიტი ერთი პოსტერია და მეტი არაფერი, facebook გვერდი კი აქტიური არ არის. ეს გამოსასწორებელია. მეტი სიცოცხლეა საჭირო.

მე გირჩევდით ინტერნეტ კამპანიის გაკეთებას. წვენი დიდი თემაა და საქართველოს ბაზარზე დიდი პოტენციალია გაფლანგული, რომლის უკან დაბრუნება შეიძლება. შეიძლება ერთი კომპანიისათვის ეს რთული გეჩვენებოდეს, მაგრამ არც ისე რთულია კამპანიის, ფესტივალის, კონკურსების ჩატარება როგორც ინტერნეტში, ასევე მის გარეთაც, რომ ქართული წარმოების წვენები წარმოჩინდნენ. იდეები გვაქვს, თქვენი ინტერესით თუ იქნება გავაკეთებთ!