ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

იამაყეთ! სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი, დელტა-ს ახალი ნაწარმი

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას უშვებს, მაგრამ როგორც ჩანს სეტყვა იმდენად სერიოზული თემაა, რომ მისკენაც გაიწია და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი გამოუშვა. ამ დანადგარის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მივიღე Facebook-ით, მაგრამ 26 მაისის დღესასწაულზე ჩემი თვალით ვნახე. არ ვიცი გამოცდა რამდენად წარმატებულად შედგა, ან შედგა თუ არა, მაგრამ ამ პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალიც აქვს თუ დაკისრებულ ამოცანას …

განაგრძე კითხვა »

ქამა სოკო – ყველაზე გემრიელი

qama soko tetri qudi ქამა სოკო თეთრი ქუდი

ქამა სოკოს ხშირად ვყიდულობ კარფურში, თითქმის ყოველ შაბათ – კვირას, მიყვარს მისი მომზადებაც და ვახშამზე მირთმევაც. ყოველთვის შპს “თერი ქუდი”-ს მიერ დაფასოებულ ქამა სოკოს ვყიდულობ, იმიტომ რომ, შერჩეულია საუკეთესო სოკოები, ზუსტი წონაა და უგემრიელესია. მართალია კომპანიის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, მაგრამ ერთი რაც ვნახე საინტერესოა ძალიან, დეტალური საინფორმაციო ვიდეო. ვისურვებდი ასეთი ხარისხიანი სხვა აქტივობებიც გამოჩნდეს ინტერნეტ და მთელს ქართულ სამომხმარებლო …

განაგრძე კითხვა »

ქობულეთური – რძისგან შექმნილი ზღვა სიამოვნება

qobuleTuri -arajani ქობულეთური არაჟანი

რძის პროდუქტების დიდი მოყვარული არ ვარ, ერთადერთი რასაც მივირთმევ არის ყველი და არაჟანი, ძალიან იშვიათად კი კარაქი. არაჟანი ჩემი სუსტი მხარეა, შესაბამისად დიდი გულმოდგინებით ვარჩევ, რომ სიამოვნება იყოს მაქსიმალური. სანტე რომ ჩემი ფავორიტია რძის პროდუქტებში ეს ალბათ უკვე ჩემი წინა პოსტებიდანაც შეიმჩნევა, მაგრამ  წინა კვირაში დავაგემოვნე ქობულეთურის არაჟანი, აი მართლა საოცრად განსხვავებული გემო. ჩემი აზრით ქობულეთური ამართლებს სლოგანს – “რძისგან შექმნილი ზღვა …

განაგრძე კითხვა »

პონი, დამზადებულია საქართველოში

პონი, დამზადებულია საქართელოში

უკვე იმდენმა ადამიანმა გაიგო ჩვენი “kar.ge” წამოწყების შესახებ, რომ ახლობლები ქართულ პროდუქტს მიზიარებენ 🙂 ერთ დღესაც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ქართული სველი სალფეთქი – პონი. ძალიან მომეწონა, ლამაზი და გამძლე შეფუთვა, შესაბამისი ფასი, ზომიერად სველი და მოზრდილი უალკოჰოლო სალფეთქები აშკარად სერიოზული კონკურენტია უცხოური ანალოგებისათვის. თუმცა ერთი დიდი მინუსი უნდა დავუწერო მესვეურებს – მგონი საერთოდ არ იციან რას ნიშნავს მარკეტინგი. ლამის 1 თვეა …

განაგრძე კითხვა »

ბროილერის ქათამი [გაყინული] – კოდა

კოდა ბროილერის ქათამი

გაყინული პროდუქტების დიდი პატივისმცემელი არ ვარ, მაგრამ მიწევს შეძენა, ბოლო დროს კოდა – გაყინული ბროილერის  ქათამი ძალიან მეგემრიელება. ყველა სხვა გაყინულ ქათმებთან შედარებით ვფიქრობ, რომ საუკეთესოა. სცადეთ თქვენც. უკვე ვეღარ ვხვდები მომწონს იმიტომ, რომ ქართულია თუ მართლა კარგია 🙂 კოდა ბროილერის ქათამი  – 1.1კგ ჯდება 8 ლარამდე მწარმოებელი: შპს პოულტრი ჯორჯია. ბრენდის სახელწოდება – კოდა თბილისი, მეფრინველის ქუჩა #1 ტელ: 2 …

განაგრძე კითხვა »

ნატურალ+ ხაჭო ვანილით

ნატურალ+ ხაჭო ვანილით

შაბათს კარფურში გავეშურე საყიდლებისთვის, ხოდა საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე რაღა დაგიმალოთ ქართული პროდუქტების თვალიერებაში, შედარებებში და ა.შ. მგონი დროა მოქმედების, მგონი დროა ქართული და kar.ge პროდუქტი გამოიყოს ცალკე დახლზე ან მინიმუმ დიდი წარწერით – ქართულია და Kar.ge-ა! ერთ-ერთი რასაც ძიების დროს წავაწყდი და აქამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ, არის ნატურალ + მიერ წარმოებული რძის პროდუქტები, გავრისკე და დავაგემოვნე, შეფუთვა იმდენად არამიმზიდველი …

განაგრძე კითხვა »

ნაღების კარაქი – ტიფლისი გაგისინჯავთ?

ტიფლისი

კარაქის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ კარგი საქმისათვის რას არ გააკეთებს კაცი … ჰოდა 72,5 %-იანი, 200 გრამიანი, 3.29 თეთრიანი ნაღების კარაქი ტიფლისი მოხვდა ამჯერად kar.ge-ზე. მწარმოებელია შპს ტიფლისი 2011. ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რძის ცხიმით არის დამზადებული. შეიძლება მაღალი ფასი ამით არის განპირობებული. კომპანიის ადგილსამყოფელია ჭყონდიდელის 87. ტელეფონი 2 662 224. დამზადებულია გოსტ სტანდარტით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის Facebook …

განაგრძე კითხვა »

სანტისიმო იოგურტი – ხილის კენკრა … შესანიშნავია!

სანტისიმო იოგურტი

სანტეს ყველანი ვიცნობთ. მე სხვა უფრო მაინტერესებს … როგორ ახერხებს ეს კომპანია, რომ თამასა მუდმივ რეჟიმში ასე მაღლა ჰქონდეს დაყენებული? როგორ ახერხებს რომ დახლზე მუდმივად ახალი პროდუქტი გამოუშვას და ტემპი არ დააგდოს? იმის გამო ხომ არა, რომ „ქართულად“ არ იმართება? ამჯერად სანტისიმოს იოგურტზე შევჩერდი. 0,75 ლარიანი იოგურტები ელვის სისწრაფით ქრება ხოლმე მოშიებული ბავშვის ხელში … სანტისომოს იუგურტს რად უნდა ხომ …

განაგრძე კითხვა »

დაწნული შებოლილი სულგუნი – მილკენი

სულგუნი

არ ვიცი მე მხვდება თვალში, თუ მართლა ასეა, მაგრამ აშკარად ვხედავ რომ ქართული წარმოების სულ უფრო მეტი პროდუქტი ჩნდება დახლზე. ეს ძალიან მახარებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მწარმოებელი ქართულ ნედლეულს იყენებს წარმოების პროცესში. კომპანია მილკენის დაწნული შებოლილი სულგუნი ახლახან გავიცანი. პროდუქტის დადებით მხარეებად ცალსახად ჩავთვლიდი ნორმალური ფასს. 1 ლარი ღირს ერთი ცალი ამ დაწნული სიმდიდრის 80 გრამიანი შეფუთვა, რაც ჩემთვის სრულიად …

განაგრძე კითხვა »

გაგისინჯავთ გურიელის ხილის ჩაი – ქართული კენკრა?

ხილის ჩაი

დაბადებული საქართველოში … მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის უკვე ცხელა, მე და ჩაი მაინც მეგობრები ვართ. ადრეც მახსოვს გურიელის ტყის ხილის ჩაი რომ ვიყიდე და გავაშუქე. ამჯერად გურიელის სხვა ხილის ჩაი – მეორე უგემრიელესი პროდუქტი შევიძინე. 3.5 ლარად 100 გრამიანი შეფუთვა დასაყენებელი ჩაი და თან ასეთი ხარისხიანი … მწარმოებელია შპს გეოპლანტი. ვებსაიტიც და Facebook გვერდიც მოწოდების სიმაღლეზეა. შეფუთვაზე შემდეგ …

განაგრძე კითხვა »