ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კოდა ბროილერის ქათამი

ბროილერის ქათამი [გაყინული] – კოდა

გაყინული პროდუქტების დიდი პატივისმცემელი არ ვარ, მაგრამ მიწევს შეძენა, ბოლო დროს კოდა – გაყინული ბროილერის  ქათამი ძალიან მეგემრიელება. ყველა სხვა გაყინულ ქათმებთან შედარებით ვფიქრობ, რომ საუკეთესოა. სცადეთ თქვენც. უკვე ვეღარ ვხვდები მომწონს იმიტომ, რომ ქართულია თუ მართლა კარგია 🙂

კოდა ბროილერის ქათამი  – 1.1კგ ჯდება 8 ლარამდე
მწარმოებელი: შპს პოულტრი ჯორჯია. ბრენდის სახელწოდება – კოდა
თბილისი, მეფრინველის ქუჩა #1 ტელ: 2 244864

კომპანიას აქვს ვებ გვერდი ყველაფერი კარგად არის აღწერილი გარდა პროდუქციის კატალოგისა, ეს კუთხე დასახვეწია, საიტიდან შემოგვიერთით ფეისბუქზე ამ გვერდზეა გალინკული, ცოტა სირცხვილია, ასეთი რამ 🙁 უყურადღებობის ამბავია შესაბამისი თანამშრომლების მხრიდან, როცა რეალურად კომპანიას აქვს თავის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი.

კიდევ ერთელ მიწევს მიმართვა ჩვენი ქართველი მწარმოებლების მარკეტინგის ჯგუფზე ან თავად მწარმოებლებზე, წარმატება დეტალებშია, ამიტომ ყურადღება, მეტი ყურადღება გმართებთ!