ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სანტისიმო იოგურტი

სანტისიმო იოგურტი – ხილის კენკრა … შესანიშნავია!

სანტეს ყველანი ვიცნობთ. მე სხვა უფრო მაინტერესებს … როგორ ახერხებს ეს კომპანია, რომ თამასა მუდმივ რეჟიმში ასე მაღლა ჰქონდეს დაყენებული? როგორ ახერხებს რომ დახლზე მუდმივად ახალი პროდუქტი გამოუშვას და ტემპი არ დააგდოს? იმის გამო ხომ არა, რომ „ქართულად“ არ იმართება?

ამჯერად სანტისიმოს იოგურტზე შევჩერდი. 0,75 ლარიანი იოგურტები ელვის სისწრაფით ქრება ხოლმე მოშიებული ბავშვის ხელში …

სანტისომოს იუგურტს რად უნდა ხომ რეკლამა? ისედაც ყველამ იცის ხომ? არა მეგობრებო, კარგ და ხარისხიანი პროდუქციას პირველ რიგში სჭირდება რეკლამა, რომ ჩვენმა ზოგიერთმა [სხვათა შორის ბლომად არიან ასეთები] თანამოქალაქემ შეიგნოს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ხარისხიანი პროდუქტი მზადდება.

არ იყიდოთ იმპორტირებული რძის ნაწარმი. მხოლოდ ქართული! გვაქვს უმაღლესი ხარისხის და ადექვატური [ხელმისაწვდომი] ფასის პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება!