ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

დღე2: უკვე გასინჯეთ ქართული ლუდი აისი?

საერთოდ, ლუდს უფრო ხშირად მარკეტში ყიდულობენ, მე კი პირველად 2 ბოთლი ქართული ლუდი აისი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე სასტუმრო რედისონში დღეს ვიყიდე. ცხადია გამოწვევის ფარგლებში 3 სხვა ნაწარმთან ერთად. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე. წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ლუდს ყინულის ფილტრაციითა და სიახლის გაზიარების უდიდესი სურვილით. ჩვენთვის ყოველი ახალი დღე ახალი ისტორიაა – ახალი ამბავი მეგობრულ შეკრებაზე მისატანად. აისი არის თანამედროვე და მაღალხარისხიანი …

განაგრძე კითხვა »

დღე2: კოოპერატივი კოდის თაფლი – ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია! სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში! დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე, სადაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.     ამ სტატიის მიზანია წარმოგიდგინოთ კოოპერატივი კოდის თაფლი – ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი ესაა თაფლი რომელიც დამზადებულია ძირითადად ამ …

განაგრძე კითხვა »

დღე2: საფერავის ჩაი Saperico-საგან. ეს ნამდვილი ინოვაციაა!

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია! სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში! დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე, სადაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.     ამ სტატიის თემაა ინოვაციური პროდუქტი – საფერავის ჩაი! ეს არის 100% გამომშრალი და დაფქული საფერავის არაფერმენტირებული ყურძნის კანი. შეკვრაში 15 …

განაგრძე კითხვა »

დღე2: Imereti Greenery-ს სალათის ფურცელი და კიტრი

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ საქართველოში არაფერი იწარმოება და რაც იწარმოება იმდენად ცუდია და ძვირია, რომ მისკენ გახედვასაც აზრი არ აქვს. ეს რომ ასე ჰგონიათ დამნაშავე არის პირველ რიგში მწარმოებელი სექტორი, რომელმაც ბევრი უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ მოსახლეობაში მისდამი ნდობა ჩამოყალიბდეს. მაგრამ მწარმოებელ სექტორთან ერთად ამ პასუხისმგებლობას ჩემი აზრით თანაბრად ინაწილებენ სადისტრიბუციო სექტორი, ქსელები და HORECA სეგმენტი და სახელმწიფო! …

განაგრძე კითხვა »

დღე1: მე ვიყიდე ქართული უგემრიელესი ხორცპროდუქტები “ბლაუენშტაინ საქართველო“-ს საფირმო მაღაზიაში

მოძრაობა KAR.GE უკვე მეექვსედ ატარებს გრანდიოზულ 30 დღიან გამოწვევას, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო და მეც დღეს, გამოწვევის პირველ დღეს ვესტუმრე „ბლაუენშტაინ საქართველო“-ს ბრენდულ მაღაზიას წერეთლის 67-ში და შევიძინე ხორცპროდუქტები. საფირმო მაღაზია თბილისში, წერეთლის 67-ში მდებარეობს პროდუქცია უმაღლესი ხარისხის, საკუთარი წარმოების, ასორტიმენტი ფართო, შეფუთვა მეტად ორიგინალური. აი როგორ იყო შეფუთული ის ნაწარმი, რომელიც ვიყიდე. ამიტომაც ვიდეოში ვერ ვაჩვენე რა ვიყიდე გირჩევთ …

განაგრძე კითხვა »

ასე ვყიდულობთ ატამს და ვაკეთებთ საქმეს: კამპანია #იყიდეატამი გრძელდება

საქართველოში ატმის კრიზისია. ატამი არ იყიდება, მეტიც, ლპება ხიდან მოუკრეფავად. სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE ვაგრძელებთ კამპანიას – “იყიდე ატამი”! დღეს შევიარე გლდანის ბაზარზე საყიდლებისათვის … ატმის ფასები 40 თეთრიდან 1 ლარამდეა 40 თეთრად საშუალო ზომის ვაშლატამას იყიდი … 50 თეთრად მთელი სპექტრია არჩევანის … (ვაშლატამა ვიყიდე 3 კგ) 70 თეთრად კარგი და გემრიელი ატმებია … (ეს ვიყიდე 2 კგ, ზებრა) …

განაგრძე კითხვა »

“ნოვა”-ს ახალი საწარმოს პრეზენტაცია ბათუმიდან

ნახეთ როგორ იწარმოება პლასტმასის ავზები ნოვა (NOVA) -ს ახალ წარმოებაში გონიოში! 26 ივნისს გაიხსნა ეს წარმოება! ვესტუმრეთ და ეს ვიდეო FB Live-ით ჩავწერე

განაგრძე კითხვა »

[ექსპერიმენტი და შედეგები] ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი VS ჩვეულებრივი კვერცხი

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივად ვუყურებ ქართული წარმოებების მიერ ბაზარზე შემოტანილ სიახლეებს. არაა ადვილი მოიფიქრო და გააკეთო რამე ახალი, მით უმეტეს ინოვაციური, თან დღევანდელ პირობებში. თუმცა პერიოდულად მაინც არის ხოლმე თვალსაჩინო ნოვაციები. სწორედ ასეთი ნოვაციაა „ომეგა 3-ით გაჯერებული კვერცხი“, რომელიც 2017 წლის 1 მაისიდან უკვე იყიდება. მწარმოებელია შპს „დილის პროდუქტები“, რომელიც მრავალი წელია უკვე რაც ადგილობრივ ბაზარს ქართმის კვერცხით ამარაგებს. მცირე …

განაგრძე კითხვა »

უგემრიელესი ლობიო ლორით – სადილი 2 წუთში “ნაციონალური დელიკატესი“-საგან!

უგემრიელესი ლობიო ლორით - სადილი 2 წუთში “ნაციონალური დელიკატესი“-საგან!

ხანდახან ჩავარდება მომენტი, როცა ხარს შეჭამ ისე გშია, მაგრამ სახლში დაბრუნებულს არაფრის მომზადების არც თავი გაქვს და არც დრო. სწორედ ის მომენტი დამიდგა ამ საღამოს … მეც ბევრი არ მიფიქრია, ბინის ქვემოთ მარკეტში შევიქროლე, თვალი მოვავლე და … შპს „ნაციონალური დელიკატესი“-ს მიერ წარმოებული მზა საკვები – ლობიო ლორით ვიყიდე. სახლში მოვედი … თავი ოდნავ გადავუხიე (ადგილიც გაუთვალისწინებიათ) და მიკროტალღურში შევდე …

განაგრძე კითხვა »

დღე #30 – ზეთი სიღნაღი

ერთადერთი კახური ზეთი, რომელიც ასე ბოთლებშია ჩამოსხმული … ერთადერთი კახური ზეთი, რომელსაც ნორმალური ფასი აქვს [3,5 ლარი 1 ლიტრი] … ერთადერთი კახური ზეთი, რომელიც ბრენდირებულია … ეს არის მზესუმზირის ზეთი სიღნაღი, რომელიც უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ! სად? მოიკითხეთ ყველგან, იქნებ გამოფხიზლდნენ ქსელები და შეიტანონ ქართული ნაწარმი!   ინფორმაციისათვის: #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ …

განაგრძე კითხვა »