ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე2: Imereti Greenery-ს სალათის ფურცელი და კიტრი

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ საქართველოში არაფერი იწარმოება და რაც იწარმოება იმდენად ცუდია და ძვირია, რომ მისკენ გახედვასაც აზრი არ აქვს. ეს რომ ასე ჰგონიათ დამნაშავე არის პირველ რიგში მწარმოებელი სექტორი, რომელმაც ბევრი უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ მოსახლეობაში მისდამი ნდობა ჩამოყალიბდეს. მაგრამ მწარმოებელ სექტორთან ერთად ამ პასუხისმგებლობას ჩემი აზრით თანაბრად ინაწილებენ სადისტრიბუციო სექტორი, ქსელები და HORECA სეგმენტი და სახელმწიფო!

ჩვენ რა შეგვიძლია დღეს, ეხლა?

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია!

სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში!

 

დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე (აქ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ტარდებოდა) და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.

 

 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ Imereti Greenery-ს სალათის ფურცელს და კიტრს

იმერეთი გრინერი ქართულ-ჰოლანდიური საწარმოა, რომლის სათბური ჰიდროფონურ სისტემაზეა აგებული. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მეთოდია და მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სამტრედიაში 2 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ქართული ბოსტნეული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მოჰყავთ.

ეს გახლავთ პირველი სასათბურე მეურნეობა საქართველოში, რომელსაც გავლილი აქვს Global GAP-ის სერთიფიცირება. მოცემული სერთიფიკატი – არის კომპანიის სამუშაო პროცედურების დადასტურება, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს კვების პროდუქტების უსაფრთხოების თვალსაზრისით. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ კარფურის მაღაზიათა ქსელში.

დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრეთ კომპანიის Facebook გვერდს.

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/