ზარმაცი კაცის 10 მცნება

ზარმაცი-კაცის-10-მცნება

დაბადებიდანვე ადამიანი უკვე დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისათვის რომ დაისვენო შეიყვარე საწოლი შენი, როგორც თავი შენი; თუ ხედავ რომ ვინმე ისვენებს, მიეხმარე მას დასვენებაში; დაისვენე დღისით, რათა შეძლო ღამით დაძინება; სამუშაო წმინდა რამ არის. ნუ შეეხები მას; თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო, ნუ გააკეთებ მას დღეს. თუ ზეგ გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია, ორი თავისუფალი დღე გექნება; იმუშავე რაც …

განაგრძე კითხვა »

პასკა, რომელსაც მარშე აწარმოებს kar.ge-ა?

მარშეს პასკა

სააღდგომო დღესასწაულის დღეებში მაღაზიების დახლებსა თუ ბაზრობებზე ქართული თუ იტალიური პასკების არნახულად დიდი ასორტიმენტი იყრის თავს, რის გამოც სწორი არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია. მე კი მინდა ის შეგრძნება გაგიზიაროთ, რომელიც კომპანია “მარშეს” მიერ წარმოებულმა ქართულმა პასკამ დამიტოვა. მარშეს პასკა გუდვილში შევიძინე. 450-გრამიან პასკაში 4,50 ლარი გადავიხადე. ქონდათ ასევე 850-გრამიანი შეფუთვა, რომელიც 7,50 ლარი ღირდა. ხოლო თუ სასაჩუქრედ გნებავთ, მაშინ …

განაგრძე კითხვა »

დაჭრილი, მაგრამ მაინც რა ამბავშია : )

დაჭრილი-ჯარისკაცი

ამერიკელი, რუსი და ქართველი დაიჭრებიან ბრძოლის ველზე. ამერიკელი: -oh, shit, მტერი ჩემზე ძლიერია. უკან უნდა დავიხიო … რუსი: -ოი, ბლიად, დამჭრეს. უკან უნდა დავიხიო … ქართველი: -დამჭრეს ამათი დედა მოვ**ან. მოდით აქ თქვე ბო*ებო დედები უნდა მოგი**ნათ …  

განაგრძე კითხვა »

9 აპრილია დღეს. მოვიგონოთ გმირები …

გმირები

  გვახსოვდეს 9 აპრილი … მოვიგონოთ გმირები … გვახსოვდეს საქართველოს ეროვნული ერთიანობისათვის ყველა დაღუპული … ვიდეოს ნახვის შემდეგ რომ კიდევ წახვალ და რუსულ პროდუქტს იყიდი, უნდა შეგრცხვეს მაინც!

განაგრძე კითხვა »

პასქა, რომელსაც ტკბილი ქვეყანა აწარმოებს kar.ge-ა?

პასქა-ტკბილი ქვეყანა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დავაგემოვნოთ სხვადასხვა ქართველი მწარმოებლების პასქები და გამოვთქვათ ჩვენი აზრი. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენი მკითხველი ჩვენგან ელის: მიუკერძოებელი აზრი! ტკბილი ქვეყანა ყველამ ვიცით [ვებსაიტი, Facebook გვერდი]. კომპანია სააღდგომაო პასქებს გვთავაზობს. სურათზე ნაჩვენები ვარიანტი დახლზე ფასი 8-5,8 ლარი ღირს, 850 გრამიანია. იყიდება პრაქტიკულად ყველგან [თბილისში ყოველ შემთხვევაში]. რა მომწონს: არომატი აქვს შესანიშნავი! გემო გადასარევი! ზომიერად …

განაგრძე კითხვა »

მითი #3: ევროკავშირთან ასოცირება საზიანოა ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის?

მითები & ევროკავშირი

ეკონომიკის სტიმულირებისათვის აუცილებელია ახალი ბაზრების მოძიება, ან არსებული ბაზრის გაფართოება. ამჟამად საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრებია დსთ-ს ქვეყნები, თუმცა დღეისათვის არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ბაზრები მეტად მყიფე და სარისკოა. მით უფრო ნაკლებია მათი გაზრდის და განვითარების შესაძლებლობა. ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ის საშუალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკის მასშტაბის გასაფართოებლად. მით უფრო, რომ ევროკავშირში …

განაგრძე კითხვა »

არა რა, ასეთი კეტჩუპი “არ უნდა აწარმოო” …

კეტჩუპი-მარნეული

ერთი წესი დავნერგე ოჯახში kar.ge საქმიდან გამომდინარე: ყველა ქართული წარმოების პროდუქტი ჯერ ჩემს ფოტომაგიდაზე უნდა მოხვდეს. მხოლოდ ფოტოგადაღების შემდეგ უნდა მოხვდეს იგი სამზარეულოში. მარნეულის კეტჩუპი ჩემი ოჯახის წევრთა „რისხვას“ ვერ გადაურჩა და კი ხედავთ შედეგს … მარნეულის კეტჩუპი უგემრიელესია! 2.5 ლარი ღირს დახლზე. აგერ მარნეულის ვებსაიტი, აგერ Facebook გვერდი. ეს ის შემთხვევაა, როცა რეკომენდაციები/შენიშვნები არ მაქვს.   მარნეულის რომელი პროდუქტი …

განაგრძე კითხვა »

რატომ უნდა ვიყიდო ფლატე?

ფლატე

ფლატე – გაზირებული მინერალური წყალი ადიგენის მთიანი მონაკვეთიდან. ფლატე სოფლის სახელია და ალბათ აქედან მოდის წყლის დასახელება. ეს სახელი აქამდეც გამეგონა, მაგრამ ამ ორიოდ კვირის წინ მას დახლზე თუ აღმოვაჩენდი არ მეგონა. გაზგასმით უნდა ვთქვა: ეფექტური ფერი აქვს ბოთლს და ეტიკეტსაც, რაც დახლზე ძალიან გამოარჩევს … ფლატეს „Georgian Mineral & Water Company” ასხამს. საერთო მინერალიზაცია 1,8-2,8 გ/ლ. 1 ლიტრიანი შეფუთვა …

განაგრძე კითხვა »

რა არის ვაჭრობა? ნიკო ნიკოლაძე /აზრი #3/

ვაჭრობა

#3 – ვაჭრობა შრომაა და ისევე პატივსაცემია, როგორც ყოველნაირი შრომა! ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928   ვაჭრობა – საქმიანობა რომლის მიმართაც ქართველს ყოველთვის ისტორიული ზიზღი ახასიათებდა. „ცხვირაწეული“ ქართველებისათვის ვაჭრობა არ იყო საპატივცემულო საქმინობა. რატომ? არადა ბიზნესის ისტორიას თუ გადავხედავთ როგორც კი სოფლის მეურნეობა, ნადირობა და მესაქონლეობა ადამიანის ცხოვრებაში შემოვიდნენ, მაშინვე გაჩნდა ვაჭრობა. დღესაც კი, ვაჭრობის სფეროში მომუშავე და ამ საქმით კმაყოფილი ადამიანი …

განაგრძე კითხვა »