რძის პროდუქტების დიდი მოყვარული არ ვარ, ერთადერთი რასაც მივირთმევ არის ყველი და არაჟანი, ძალიან იშვიათად კი კარაქი. არაჟანი ჩემი სუსტი მხარეა, შესაბამისად დიდი გულმოდგინებით ვარჩევ, რომ სიამოვნება იყოს მაქსიმალური. სანტე რომ ჩემი ფავორიტია რძის პროდუქტებში ეს ალბათ უკვე ჩემი წინა პოსტებიდანაც შეიმჩნევა, მაგრამ წინა კვირაში დავაგემოვნე ქობულეთურის არაჟანი, აი მართლა საოცრად განსხვავებული გემო. ჩემი აზრით ქობულეთური ამართლებს სლოგანს – “რძისგან შექმნილი ზღვა …
განაგრძე კითხვა »მეგრელი დაიკარგება კახეთში : )
მეგრელი მოხვდება კახეთის ერთ-ერთ სოფელში და ღამე დაიკარგება. მიადგება მიხოს სახლში და დაიძახებს: -მასპინძელიო!!! მიხო და მარო ახალი დაწოლილები არიან. მარო ეუბნევა. -მიდი გახედე, ვირაცა იძახის! მიხო ადგება და გავა. -რომელი ხარ მანდა? -მარგალი ვარ კოჩი!!! მიხო მიუტრიალდება მაროს: -გოგო მოდი გამოიხედე, ნამგალი მაქვს პრო…შიო და მე რა ვუშველო არ ვიცი … 🙂 ** სურათზე კახელის და მეგრელის პერსონაჟების …
განაგრძე კითხვა »26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, ფოტომიმოხილვა
ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გადასარევი დღე იყო … ამინდმა ჯერ გვაცადა, გვაცადა მაგრამ ბოლოში ქარმა ისე დაუბერა და წვიმამ დაგვაყარა, რომ სულ მიყარ-მოყარა რასაც მიწვდა და ჩაბანა რასაც დააწვიმა … ადამიანების ჩათვლით … ყოჩაღ ელიას! მათთვის, ვინც 26 მაისი რუსთაველზე ვერ გაატარა, სპეციალურად ვაკეთებ ამ ფოტოკოლაჟს: რამოდენიმე პროდუქტი სპეციალურად არ დავდე აქ … ცალკე უნდა გავაშუქო …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! ნახეთ როგორ გვილოცავს Google დამოუკიდებლობის დღეს :)
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ მეგობრებო! დასანანია, რომ ამ დღეს არაფერი არ იგეგმება, რასაც ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა ჰქვია. თუმცა “ჩიტმა ამბავი მომიტანა”, რომ რუსთაველზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს რაღაცასო. უნდა ვნახო … მანამდე კი აი რა აღმოვაჩინე დღეს … ნახეთ როგორ გვილოცავს Google დამოუკიდებლობის დღეს 🙂 … შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა! ეწვიეთ – http://google.ge
განაგრძე კითხვა »wow … ქართველები მეორე მსოფლიო ომში
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ლიბერთი ბანკზე კარგს დავწერდი და თან საჯაროდ, მაგრამ ამის გაგების შემდეგი “თითს ვკაკვავ” … მოუთმენლად ველოდები როდის გამოვა თომა ჩაგელიშვილის ეს ფილმი – ქართველები მეორე მსოფლიო ომში მანამდე კი ნახეთ თრეილერი …
განაგრძე კითხვა »„ბიზნესი“ მეგრულად …
კაცი მიდის უდაბნოში. წყურვილი კლავს. ხედავს შენობაა და იქ მეგრელი ზის. -წყალი თუ შეიძლება. -წყალი არ მაქვს, სამაგიეროდ ძალიან ლამაზი ჰალსტუხები მაქვს. აირჩიე. -კაცი არ ხარ, რა დროს ჰალსტუხია, ვიხრჩობი, ერთი ჭიქა წყალი გექნება … -არა მაქვს წყალი. ერთ კილომეტრში ჩემს ბიძაშვილს რესტორანი აქვს, იქ შეგიძლია წყლის დალევა ერთი საათის შემდეგ უკან მოხოხდა პირგამშრალი კაცი. -მომეცი შენი დაწყევლილი ჰალსტუხი. შენი …
განაგრძე კითხვა »პონი, დამზადებულია საქართველოში
უკვე იმდენმა ადამიანმა გაიგო ჩვენი “kar.ge” წამოწყების შესახებ, რომ ახლობლები ქართულ პროდუქტს მიზიარებენ 🙂 ერთ დღესაც ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ქართული სველი სალფეთქი – პონი. ძალიან მომეწონა, ლამაზი და გამძლე შეფუთვა, შესაბამისი ფასი, ზომიერად სველი და მოზრდილი უალკოჰოლო სალფეთქები აშკარად სერიოზული კონკურენტია უცხოური ანალოგებისათვის. თუმცა ერთი დიდი მინუსი უნდა დავუწერო მესვეურებს – მგონი საერთოდ არ იციან რას ნიშნავს მარკეტინგი. ლამის 1 თვეა …
განაგრძე კითხვა »ბროილერის ქათამი [გაყინული] – კოდა
გაყინული პროდუქტების დიდი პატივისმცემელი არ ვარ, მაგრამ მიწევს შეძენა, ბოლო დროს კოდა – გაყინული ბროილერის ქათამი ძალიან მეგემრიელება. ყველა სხვა გაყინულ ქათმებთან შედარებით ვფიქრობ, რომ საუკეთესოა. სცადეთ თქვენც. უკვე ვეღარ ვხვდები მომწონს იმიტომ, რომ ქართულია თუ მართლა კარგია 🙂 კოდა ბროილერის ქათამი – 1.1კგ ჯდება 8 ლარამდე მწარმოებელი: შპს პოულტრი ჯორჯია. ბრენდის სახელწოდება – კოდა თბილისი, მეფრინველის ქუჩა #1 ტელ: 2 …
განაგრძე კითხვა »ნატურალ+ ხაჭო ვანილით
შაბათს კარფურში გავეშურე საყიდლებისთვის, ხოდა საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე რაღა დაგიმალოთ ქართული პროდუქტების თვალიერებაში, შედარებებში და ა.შ. მგონი დროა მოქმედების, მგონი დროა ქართული და kar.ge პროდუქტი გამოიყოს ცალკე დახლზე ან მინიმუმ დიდი წარწერით – ქართულია და Kar.ge-ა! ერთ-ერთი რასაც ძიების დროს წავაწყდი და აქამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ, არის ნატურალ + მიერ წარმოებული რძის პროდუქტები, გავრისკე და დავაგემოვნე, შეფუთვა იმდენად არამიმზიდველი …
განაგრძე კითხვა »ეჭვიანი ქმარი ცოლს სცენებს უმართავს :)
ეჭვიანი ქმარი ცოლს სცენებს უმართავს: – მღალატობ არა? აღიარე ეხლავე ვისთან და როდის! – კი მაგრამ, რანაირად ? დილით სამსახურში გავრბივარ, სამსახურის მერე მაღაზიაში, შემდეგ სახლში მოვქანდები, ყველას უნდა ვჭამო, მოვუარო … აბა მითხარი, სადღაა მაგის დრო ? – კი მაგრამ, ”იმ საქმეს” სულ 2 წუთი უნდა … – ჰმ, 2 წუთი შენთან ერთად უნდა …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE