ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

Seedstarstbilisi – სტარტაპების შეჯიბრის წინა-სააპლიკაციო რეგისტრაცია დაიწყო

Seedstarstbilisi* აცხადებს წინა-სააპლიკაციო რეგისტრაციას სტარტაპებისთვის, მეწარმეებისთვის, ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისათვის. საერთაშორისო შეჯიბრის ადგილობრივი ფინალი წელს პირველად ტარდება ქალაქ თბილისში. Seedstars World S.A. (დაფუძნებულია შვეიცარიაში) არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. შესარჩევი პროცესი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: ადგილობრივი ღონისძიებების შედეგად 10 ფინალისტის და შემდგომ გამარჯვებულების გამოვლენას მონაწილე 70+ ქვეყნაში; გამარჯვებული მონაწილეების წარმოდგენას …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ ინოვატორებო! თქვენი დრო დგება!

სტარტაპების დაფინანსების პროგრამა

ძალიან კარგი რამ იწყება … ეს მოსალოდნელი იყო როგორც ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი მთელი იმ საქმიანობების ფონზე, რასაც GITA კვე 2+ წელია ეწევა. უზარმაზარი სამუშაოებია შესრულებული. მარტო ის რად ღირს, რასაც ტექნოპარკი ჰქვია … მაგრამ არ დაიბნეთ … არც ისეა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს … ნუ გაიგებთ ისე, თითქოს სტარტაპების დაფინანსების პროგრამა ყველა თქვენს იდეა დააფინანსებს იქნება ის სახინკლე თუ …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 7-8 მაისი, ყვავილების დღეები სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში

ყვავილების დღეები

შარშან პირველად ვიყავი ამ ღონისძიებაზე ქარვასლაში, დადიანის 7-ში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი იქ და უნდა ვაღიარო რომ ფრიად გაოცებული დავრჩი ნანახით. ყველაფერი გამწვანებული, ულამაზესი ყვავილები, გაზაფხულის მძაფრი ყვავილოვანი არომატი და რაც მნიშვნელოვანია უამრავი მომღიმარი ადამიანი. დღეს გავიგე, რომ ქარვასლაში 7-8 მაისს ყვავილების დღეები იმართება. ბუნებრივია გავიკითხე იყო თუ არა წარმოდგენილი რომელიმე აქაური მწარმოებელი და აი ისიც … აღმოვაჩინე … მირანდას ვარდები. …

განაგრძე კითხვა »

[ფოტოები] აღტაცებული ვარ დღევანდელი Tbilisi Flea Market-ზე ნანახით

Flea Market

დღეს მესამედ ვეწვიე Tbilisi Flea Market-ს … ორი მიზეზის გამო მივდივარ ხოლმე … მომწონს ის აურა, რაც იქ ტრიალებს … ვეძებ განსაკუთრებულს, განსხვავებულს, საინტერესოს … Tbilisi Flea Market (თბილისის „ძველმანების ბაზარი“) – ადგილი ნებისმიერი ჩვენგანისათვის რაიმე განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, სადაც შესაძლებელია მრავალი ღირებული ნივთის პოვნა. ადგილი, სადაც სიამოვნებას მიიღებთ ისეთი ნივთების გაყიდვით, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ ან პირიქით, შეიძენთ იმას, რაც …

განაგრძე კითხვა »

რა იყო წარმოდგენილი დღეს გუდვილში „აირჩიე ქართული“-ს გამოფენა-გაყიდვაზე?

აირჩიე ქართული

დღეს, 23 აპრილს დაიწყო და ხვალაც გრძელდება „აირჩიე ქართული“-ს მიერ გუდვილთან ერთად ორგანიზებული ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. რიგით მერამდენეა უკვე აღარც მახსოვს მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ძალიან კარგი ქართული საქმე გრძელდება. ბუნებრივია ასეთ საქმეს გვერდში დავუდგებით როგორც შეგვეძლება. გამოფენა-გაყიდვას რა თქმა უნდა ვეწვიე. ძველი მეგობრები ვნახე, ახალი მეგობრებიც შევიძინე, ბლომად დრო დავყავი საუბრებში და აზრების გაზიარებებში, ნაწილი პროდუქცია მწარმოებლებმა მაჩუქეს, …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 29 მარტს, 19:30, KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება

2016 წლის 29 მარტს, 19:30, სასტუმროში – „ლაერტონ თბილისი“ KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება. KAR.GE კატალოგი მოძრაობა KAR.GE -ს ახალი პროექტია. ეს იქნება ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს საქართველოში მოქმედ საწარმოებს, ქართულ ბრენდებს, საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, სავაჭრო ობიექტებს, ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და დისტრიბუტორებს. KAR.GE კატალოგის სპონსორები არიან სს ნიკორა და შპს კამპა. 29 მარტის პრეზენტაციაზე მოწვეულ პარტნიორებს, ბიზნეს / …

განაგრძე კითხვა »

ეს საქართველოა …

ზაფფხული საქართველოში

JWT Metro-ს გაკეთებული ეს სარეკლამო რგოლი ამბობს ყველაფერს, რასთვისაც 5,000,000+ საერთაშორისო ვიზიტორს საქართველოში ვეპატიჟებით … უნიკალური მთები … სიმშვიდე … ტადიციები … კულტურა … ღვინო … სამზარეულო … ხელუხლებელი ბუნება … კაზინო … ფესტივალები … აბანოები … ისტორია … ძეგლები … კუთხეები … სიცოცხლე … თანამედროვეობა … გეპატიჟებით იქ, სადაც დუღს ცხოვრება …

განაგრძე კითხვა »

ახალი ღვინის ფესტივალი 2016. ჩემი 3 მოლოდინი …

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

ახალი ღვინის ფესტივალი პირველად გასულ წელს, 2015 წლის 9 მაისს მოვინახულე. რიგით მე-6 იყო და ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიებით იმდენად მოვიხიბლე, რომ აი ეს ფოტომიმოხილვაც გამოვაცხე. ღონისძიება გაგრილებულმა [დაგვაწვიმა მაინც], ფხიზელმა [საქმეზე როცა ვარ არ ვსვამ] და კმაყოფილმა [ნანახით, გაგონილით, მოსმენილით, განცდილით] დავტოვე. მერე გავიგე, რომ თურმე თითქმის 20,000-მდე ადამიანი ეწვია 2015 წლის ფესტივალს. მაშინ განსაკუთრებული მოლოდინი მქონდა, უფრო საორგანიზაციო …

განაგრძე კითხვა »

მწარმოებლებო, აი თქვენ შანსი გაყიდოთ მეტი

ყველის სახლი

ძვირფასო მწარმოებლებო, თუ თქვენ აწარმოებთ წვენებს, საწებლებს, კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს, თაფლს, მჭადის ფქვილს, ლორს, ჩაის და ა.შ. და ა.შ. … მოკლედ, რასაც არ უნდა აწარმოებდეთ ქართულს თუ გინდათ რომ ის უფრო მეტ დახლზე მოხვდეს და გაიყიდოს, მაშინ ეს განცხადება თქვენთვისაა. ალბათ იცით, რომ ყაზბეგის 20ა-ში უკვე რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს ყველის სახლი. აი Facebook გვერდი დაათვალიერეთ … აქამდე იყო მხოლოდ ერთ …

განაგრძე კითხვა »

#მადლობარომხარ – გამოსვლა და მისი შედეგი …

მადლობა

დღეს იყო ძალიან მაგარი მასტერკლასი / შეხვედრა / გაზიარება / კომუნიკაცია / ცოდნის გაზიარება … მოკლედ ისეთი ამბავი შედგა, მე პირადად რომ არ მოველოდი … და ჩემი გამოსვლის თემა რა თქმა უნდა მოძრაობა KAR.GE და ის დიადი მიზანი, რასაც ვემსახურებით. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჯერ შევაშინე, შემდეგ შევაგულიანე და შემდეგ … ტაშის გრიალით თუ ვიმსჯელებ კმაყოფილი დავტოვე … …

განაგრძე კითხვა »