ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: 29 მარტს, 19:30, KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება

2016 წლის 29 მარტს, 19:30, სასტუმროში – „ლაერტონ თბილისი“ KAR.GE კატალოგის პრეზენტაცია შედგება. KAR.GE კატალოგი მოძრაობა KAR.GE -ს ახალი პროექტია. ეს იქნება ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს საქართველოში მოქმედ საწარმოებს, ქართულ ბრენდებს, საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, სავაჭრო ობიექტებს, ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და დისტრიბუტორებს. KAR.GE კატალოგის სპონსორები არიან სს ნიკორა და შპს კამპა.

29 მარტის პრეზენტაციაზე მოწვეულ პარტნიორებს, ბიზნეს / მედია საზოგადოებას და თანამოაზრეებს წარედგინება ინტერნეტ კატალოგი და მასში უკვე განთავსებული იმ ქართული კომპანიების მონაცემები, რომლებიც პროექტში ადრეულ ეტაპზევე ჩაერთენ. ეს კომპანიები არიან: კამპა, ნიკორა, ბებოს ნობათი, გრეიფი, დიდგორის ველი, AG Telecom-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ვესტ ინვესტი, იფანი, კოკლოზინა, მედა ბრაითი, ჩვენებური, ოპ არტი, ოქროს ვერძი, პამაქელა, რამონა, საქართველოს სათბურის კორპორაცია, საქკაბელი, სვეპი, ფეფე, ყველის სახლი, ჩირკოლადი, წყალტუბოს სიროფი, ხარისხის ლაბორატორია, ჯეო თოიზ, ჯორჯიან აგრო ექსპორტ გრუპ. ადგილზე შედგება რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

KAR.GE კატალოგის შექმნის მთავარი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს და საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საქართველოში არსებული გამორჩეული ქართული საწარმოების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, ბიზნეს სერვისების მომწოდებლებისა და დისტრიბუტორების შესახებ. ეს რეალურად გაზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობას და გაყიდვებს. KAR.GE კატალოგის ხილვა შესაძლებელი იქნება 29 მარტიდან ვებსაიტზე – http://kar.ge

 

საკონტაქტო პირი:
ტარიელ ზივზივაძე
მოძრაობა kar.ge დამფუძნებელი
577 73 79 64
info@kar.ge
http://kar.ge/
მისამართი: თბილისი, ი. ქურხულის 14, სასტუმრო „ლაერტონ თბილისი“