ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყვავილების დღეები

ანონსი: 7-8 მაისი, ყვავილების დღეები სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში

შარშან პირველად ვიყავი ამ ღონისძიებაზე ქარვასლაში, დადიანის 7-ში. სრულიად შემთხვევით მოვხვდი იქ და უნდა ვაღიარო რომ ფრიად გაოცებული დავრჩი ნანახით. ყველაფერი გამწვანებული, ულამაზესი ყვავილები, გაზაფხულის მძაფრი ყვავილოვანი არომატი და რაც მნიშვნელოვანია უამრავი მომღიმარი ადამიანი.

დღეს გავიგე, რომ ქარვასლაში 7-8 მაისს ყვავილების დღეები იმართება. ბუნებრივია გავიკითხე იყო თუ არა წარმოდგენილი რომელიმე აქაური მწარმოებელი და აი ისიც … აღმოვაჩინე … მირანდას ვარდები. ასევე მონაწილეობენ Geobotanic ე.წ. ისნის სათბური, ლისი გრინსი, ჰოლანდიური ეზო და Fleur de Lys Tbilisi. ღონისძიების მონაწილეებს შორის იქნებიან საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრებიც. სპეციალურად პატარებისათვის კი მხატვრები იმუშავებენ, რომლებიც ბავშვებს და უფროსებს სახეზე ყვავილებით მოხატავენ!

გასაყიდად გამოფენილი იქნება სხვადასხვა, უნიკალური ინტერიერის და ექსტერიერის მცენარეები და ყვავილები. მათ შორის წარმოდგენილი იქნება ქართული ვარდები. მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ყვავილები. გარდა მცენარეებისა მომხმარებელს შეეძლება დაათვალიეროს სხვადასხვა ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები. გაზაფხულის გარემოს კი კლასიკური მუსიკის ჰანგები დაამშვენებენ.

ყველაფერი ეს 7 და 8 მაისს 13 საათიდან.