ძალიან კარგი ამბავი 🙂 გიორგი ჯვარიძე – ჩვენებური, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს სულ ცოტა ხნის წინ გადააწყდა ამ სიახლეს. ჩვენ კი სხვა რა უნდა გვექნა თუ არა ის, რომ თქვენთვის გვეცნობებინა ეს კარგი ამბავი 🙂 ღვინოები, რომლესაც ფოტოზე ხედავთ, შატო მუხრანის რქაწითელი და თბილღვინოს ქვევრის ღვინოებია. ფასებსაც თავად ხედავთ ეტიკეტზე. კიდევ მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი გამოჩენილიყოს მსოფლიოს პრესტიჟულ სავაჭრო …
განაგრძე კითხვა »ექსპორტი
მზადება Korea-ში მე-14 IFFE-სთვის აქტიურ ფაზაში შედის …
20-24 ოქტომბერი 2016 … კორეა … ქალაქი Jeonju … მე-14 International Fermented Food Fair … დედლაინიც გავიდა … ქართული კომპანიებიც შეიკრიბნენ … და დავიწყეთ მუშაობა … რა თქმა უნდა ქართული ხარისხიანი ნაწარმის კორეაში ღირსეულად წარმოსაჩენად … ინფორმაციისათვის: ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა – International Fermented Food Expo 2016 წლის 20-24 ოქტომბერს გაიმართება. ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზატორები არიან World-OKTA …
განაგრძე კითხვა »რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კორეაში საერთაშორისო FOODEXPO-ში?
როგორც იცით მოძრაობა KAR.GE სამხრეთ კორეაში გამართული მე-14 უზარმაზარი საერთაშორისო FOOD Expo-ს კორეული ორგანიზატორის პარტნიორია საქართველოში. ამ დიდი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების თანაორგანიზატორობა ჩვენ ძალიან გვეამაყება და ვეძებთ 10-მდე ქართულ კომპანიას, რომელთა მონაწილეობას კორეის მხარე სრულად აფინანსებს! დიდი მადლობა TV პირველს და საქმიან დილას ჩვენი მხარდაჭერისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა მეწარმემ გაიგოს ამის უნიკალური შანსის შესახებ. ამ სტატიაში დეტალური ინფორმაციაა …
განაგრძე კითხვა »ქართული ღვინის გზა 1,4 მლრდ ჩინელის ჯიბისკენ ჩინელების კუჭზე გადის
ნამეტანი ეშმაკურადაა მოფიქრებული, ყოჩაღ! 12 ივლისს ერთი მეტად საინტერესო საღამო ჩატარდა ჩინეთში, ქალაქ ურუმქიში, ხინჯანგის პროვინციაში [ წყარო ]. თემა იყო ჩინური სამზარეულოსა და ქართული ღვინის „დაძმობილება“. ამ პროვინციაში მუდმივად იხსნება ქართული ღვინის სახლები და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული – Beipangjieda, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტიორი. პროვინციაში 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და იქ უკვე 10 ქართული კომპანიის ღვინოები იყიდება. ამ პროვინციაში …
განაგრძე კითხვა »ლიმონის ექსპორტის შანსი ჰოლანდიაში [მყიდველი მზადაა იყიდოს]
ცეცხლი სიახლე! თუ აწარმოებთ ლიმონს საქართველოში … და გაქვთ ბიო სერტიფიკატი … მაშინ ჩათვალეთ, რომ ჰოლანდიაში ექსპორტის 100% შანსი თქვენია … დაგვიკავშირდა ჩვენებური, ქართველი ადამიანი, რომელიც ჰოლანდიაში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და საქმიანობს. მას აინტერესებს მწარმოებელი, რომელიც ლიმონს საქართველოში აწარმოებს და აქვე ბიო სერტიფიკატი. მე პირადად ასეთი მწარმოებელი ჯერ არ ვიცი, შეიძლება არც თქვენ, მაგრამ თუ გავაზიარებთ მაქსიმალურად, ეგებ გამოჩნდეს …
განაგრძე კითხვა »საექსპორტო კომპანია დარეგისტრირდა
ერთმა კარგმა საქმემ შეგვკრიბა ეს სამი ადამიანი იუსტიციის სახლში … ამ ერთი თვის წინათ ლონდონში ექსპორტის შესაძლებლობაზე დავწერეთ … და ბიზნეს კომპანიებს მოვუწოდეთ დაკავშირებოდნენ ამ კარგ ადამიანს … შეგვეხმიანა მეწარმეთა საზოგადოება, ოღონდ ბევრი არა … როგროც ჩანს ბევრს ან პროდუქტი არ უვარგა, ან თვითონ არ ვარგა … მოკლედ, საქმე მაინც აგორდა … იგორა, იგორა და … ჩამოვიდა ეს ადამიანი თბილისში …
განაგრძე კითხვა »ლონდონში ექსპორტის შანსი
მოძრაობა KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ჩვენი თანამემამულე ლონდონიდან, რომელმაც გახსნა ქართული პროდუქციის ბრენდული მაღაზია და სარეალიზაციოდ სჭირდება ქართული ხარისხიანი პროდუქცია. ასე რომ, თუ თქვენ: თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა გაინტერესებთ ლონდონში; და შეგიძლიათ სათანადო საბუთების მოწესრიგება; დაგვიკავშირდით info@kar.ge და დაგაკავშირებთ საჭირო ადამიანს. საჭირო პროდუქციის ჩამონათვალი: ჯემები, მურაბები ტყემალი ჩურჩხელა მწნილები [ნივრის მათ შორის] ჯონჯოლი მჭადის ფქვილი წვენები გაყინული ნახევარფაბრიკატებიც კი პრაქტიკულად ყველაფერი, რაც …
განაგრძე კითხვა »ლიტვაში ექსპორტის შანსი მწარმოებლებისათვის: სვანური მარილი, ტყემალი, აჯიკა
თუ აწარმოებთ სვანურ მარილს, ტყემალს და აჯიკას მაშინ გაქვთ შანსი ლიტვაში ექსპორტი ააწყოთ. თუ თქვენი სურვილი იქნება იმოქმედეთ … მოკლედ, დაგვიკავშირდა გადასარევი ქართველების ჯგუფი, რომლებიც ლიტვაში იმყოფება სასწავლებლად. სწავლა ერთია კარგი საქმეა და მეორე არანაკლებ გადასარევი კარგი საქმე განიზრახეს: ქართული პროდუქციის ექსპორტი … ჰოდა დაგვიკავშირდნენ აწარმოებთ სვანურ მარილს, ტყემალს ან აჯიკას? მაშინ დაუკავშირდით ამ Facebook გვერდის საშუალებით ან მისწერეთ ელექტრონული …
განაგრძე კითხვა »Meet POPKULTUR, #1 Brand of Georgian Spices in SWEDEN
I recently discovered this brand – POPKULTUR … And it was completely accidental. A photo popped up in my Facebook profile that had Georgian name – Adjika on it, but the package was VERY different from being “Georgian”. So I got interested, sniffed around and discovered Anastasia Lundqvist – the person “responsible” for the deed 🙂 Contacted her right away …
განაგრძე კითხვა »გაიცანით რესტორანი RUSIKO, ქართული რესტორანი ვარშავის გულში
დღეს ერთი ექსკლუზიურად უგემრიელესი თემა გვაქვს თქვენთვის … 1 კვირის წინ შემთხვევით გავიგე, რომ თურმე პოლონეთში ახლად გახსნილ ქართულ რესტორანს რაღაც კონკურსია მოუგია. რა თქმა უნდა მივდექი, მოვდექი და აღმოვაჩინე რესტორანიც და მისი მესვეურებიც. აღმოვაჩინე, დავუკავშირდი და ინტერვიუც შედგა! მოკლედ, თუ ვარშავაში მოხვდებით, რესტორანი RUSIKO-ს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ეს სწორედ ის კონკრეტული შემთხვევაა, როცა ქართულ ფესვებზე განავითარებ იდეას, მაგრამ ქართველებისათვის უჩვეულო …
განაგრძე კითხვა »