ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმის დაწერა • 577 737 964

რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და დაწერა თვითონ თუ არ შეგიძლია, მაშინ მოგიწევს ამ საქმეში გადახდა. მაგრამ როგორ გაიგო რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა? შეიძლება ახლობელი მოძებნო და „ჯიგრულ პონტში“ დაგიწეროს ბიზნეს გეგმა. აქ დიდი შანსია, რომ უხარისხო პროექტი მიიღო. ბევრი შემხვედრია ასეთი … თუ ბიზნეს გეგმის დაწერას არაკვალიფიციურ პირს შეუკვეთ, ამ შემთხვევაშიც უხარისხო ნამუშევარს მიიღებ. ასეთიც ბევრი შემხვედრია … …

განაგრძე კითხვა »

როგორია ბიზნეს გეგმის დაწერის დრო?

ბიზნეს გეგმის დაწერის დრო

როგორია ბიზნეს გეგმის დაწერის დრო რეალურად? როცა ბიზნეს გეგმის დაწერა ზედმეტად სწრაფად ხდება, იგი იქნება ზედაპირული და ვერ შეასრულებს თავის უმთავრეს ამოცანას. მეტიც, იგი დიდი ალბათობით შეცდომაშიც კი შეგიყვანთ. ამას კი დიდი ფულადი დანაკარგების სუნი ასდის. გაწყობთ ეს? მეორე მხრივ ბიზნეს გეგმა არაა სადისერტაციო ნაშრომი, რომ ძალიან დიდი ხანი წეროს ადამიანმა. პანდემიამდე ბიზნეს გეგმის დაწერას 3-4 კვირას ვანდომებდი, თუმცა დღეს, …

განაგრძე კითხვა »

როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?

როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა

თუ დაფიქრებულხართ როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა? ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს, ხარჯია … უდროო დროს ამ ხარჯის გაწევა კი ორმაგად ხარჯია. მე მომხრე ვარ ბიზნეს გეგმის დაწერის … მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა “სწორი” დრო დადგება! წლების პრაქტიკის შედეგად ბიზნეს გეგმაზე მუშაობის ჩემი მეთოდი გამომიმუშავდა. როცა პოტენციური დამკვეთი მიკავშირდება პირველივე კონტაქტისას ვეცნობი ბიზნეს იდეას და ვარკვევ რა სტადიაზეა თემა. ვცდილობ გავარკვიო არის …

განაგრძე კითხვა »

ბიზნეს გეგმის შედგენა რატომ გჭირდებათ?

ბიზნეს გეგმის შედგენა

2016 წლის 17 ივნისს საქართველოში „სტარტაპ საქართველო“-ს ინოვაციური პროექტების დაფინანსების პირველი რაუნდი გამოცხადდა. პროექტის პირველადი დოკუმენტაცია რომ შევისწავლე ყველაზე სასიამოვნოდ რამაც გამაოცა იყო შემდეგი: უმაღლეს დონეზე მომზადებული ბიზნეს გეგმის შედგენა მოითხოვებოდა ინოვაციური სტარტაპის დამფუძნებლის მიმართ. ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა სახელმწიფო პროგრამამ ასეთ მაღალ დონეზე მოითხოვა ბიზნეს გეგმის დაწერა! მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო … საქართველოს ბიზნეს გარემოს …

განაგრძე კითხვა »

რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ კეთდება?

რა არის ბიზნეს გეგმა?

რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ კეთდება? 1996 წელს ქუთაისის ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრში TACIS-ის პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო სემინარების კურსს ვესწრებოდი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. კურსს ბრიტანელი ექსპერტი უძღვებოდა. Bruce Willis, დაახლოებით 55 წლის იქნებოდა, ისე მარტივად გადმოსცემდა მასალას, რომ მთელ აუდიტორიას აღფრთოვანებულს ტოვებდა. ცხადია მანამდეც ვიცოდი ბიზნეს გეგმა რა იყო, განაკეთებიც კი მქონდა სამოყვარულო დონეზე, მაგრამ პრაქტიკულმა განმარტებამ, რომელიც …

განაგრძე კითხვა »

5 რჩევა – სტარტაპ საქართველო

სტარტაპ საქართველო

2016 წლის 17 ივნისს ოფიციალურად დაფუძნდა “სტარტაპ საქართველო” – სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და თამამად შეიძლება დღევანდელი მთავრობის მიღწევად შეფასდეს, ეს ულაპარაკოდ! იმავე დღეს გაეშვა http://startup.gov.ge/ – სტარტაპების დაფინანსების პროგრამის ოფიციალური ვებსაიტი სრული ინფორმაციით. ჩვენი მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე KAR.GE-ს ჯგუფი 17 ივნისიდან ჩავუჯექით არსებული ინფორმაციის გაანალიზებას. და აი პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა აქვს …

განაგრძე კითხვა »

როგორ მოიძიოთ ბიზნეს იდეა?

როგორ მოვიძიოთ ბიზნეს იდეა

რა ბიზნესი იდეა მოვიფიქრო? სად მოვიძიო ბიზნეს იდეა? როგორ მოვიფიქრო იდეა? რამდენად გაამართლებს ჩემი ბიზნეს იდეა? მერე როგორ დავწერო ბიზნეს გეგმა? ამას წინათ ერთი ახლობელი დამიკავშირდა Facebook-ით. ბიზნეს იდეა მაქვს, იქნებ მომისმინო და შენი აზრი მითხრა სანამ ბიზნესგეგმა დავწერეო. უმალვე გავისაუბრეთ. იდეა მართლა საინტერესო იყო, ძალიან კარგი ხალხისთვის და ძალიან კარგი თემით, მაგრამ რამოდენიმე შეკითხვის დასმის შემდეგ ნათელი გახდა ძირითადი …

განაგრძე კითხვა »