ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმა თუ გჭირდებათ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ.

უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წინაშე 10+ პუნქტი ჩამოვწერე, რომლებზედაც მინდოდა საუბარი, მაგრამ ეს ფორმატი მაიძულებდა ამერჩია ერთი …

და აი ისიც:




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

პრინციპულად მნიშვნელოვანია სანედლეულო ბაზის სწორად გააზრება და ზუსტად ეს თემა მინდა განსაკუთრებით წამოვწიო ჩვენს სტატიაში.

რატომ?

იმიტომ რომ არასწორად ამ საკითხის “დალაგების” გამო თქვენი ბიზნესი ჩანასახშივე მოკვდება.

და ამ საკითხის გააზრება მანამ არის საჭირო, სანამ ბიზნეს გეგმა და მისი დაწერა დღის წესრიგში დადგება.

ცოტა ხნის წინ წვენების თემაზე ბიზნეს გეგმის დაწერის მოსურნემ დამირეკა საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან და სწორედ სანედლეულო ბაზა იყო ფაქტობრივად ერთადერთი სასაუბრო თემა.

ვკითხე, თუ რომელ 3 წვენს აწარმოებდა პირველ რიგში. პასუხი არ იყო.

შემდეგ ვკითხე რომელია ის ხილი ან ბოსტნეული, რომელიც ბლომად რჩებზე სეზონზე გაუყიდავი მეთქი.

მთხოვა დამეკონკრეტებინა რას ვეკითხებოდი.

აი ავიღოთ მანდარინი მეთქი … იყიდება ექსპორტზე ბლომად, მაგრამ რჩება კიდეც ბლომად, ზოგი პატარები, ზოგიც უსახური და ა.შ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ნედლეული, რომლის გამოყენებასაც აპირებთ ჯობია იყოს იმდენი, რომ დალპობას ცოტაღა აკლდეს.

ბევრი უნდა იყოს, რომ იაფად ყიდვა შეძლოთ სეზონზე, თორემ რისკია ეს საქმე.

თქვენი გადამამუშავებელი წარმოების მუშაობა დიდწილად დამოკიდებული იქნება ნედლეულზე.

წარმოება უმჯობესია სანედლეულო ბაზასთან ახლოს გაკეთდეს და თან ისე, რომ იქ სხვადასხვა სახის ნედლეული ჯობია იყოს სიახლოვეში.

ეს დაგიზოგავთ ტრანსპორტირების ხარჯს, რაც მოცულობებზე გასვლის შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანი ხდება.

ნედლეულის ჩაბარებასთან ერთად უკეთესია გქონდეთ საკუთარი მიწა და ზედ მოგყავდეთ თქვენთვის საჭირო ნედლეულიც (დასაბალანსებლად).

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალი თუ კარგად გაიყიდა (მაგალითად ექსპორტზე), შეიძლება გადასამუშავებლად ვერაფერი იყიდოთ და საწარმო გააჩეროთ.

პროდუქცია აუცილებლად ისეთი უნდა აწარმოოთ, რომ შიგა ბაზარზეც იმუშავოთ (ესეც თემაა თუ გაქაჩავთ) და ექსპორტზეც (ორივე კურდღლის დაჭერა ძვირია, მაგრამ რეკომენდებულია).

ეს ყველაფერი სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ურთულესია.

მაგრამ ჯერ სადაა …

მთავარი თავსატკივარი არის მოუწესრიგებელ ე.წ. “გლეხებთან” და ვაიფერმერებთან ურთიერთობა. ეს არა მხოლოდ დიდი თავის ტკივილს გიქადით, არამედ ხარჯების დაგეგმვასაც გაგირთულებთ.

ადამიანის ბუნება ხომ იცით?

თქვენგან მეტის გადახდის მოლოდინი იქნება ყოველთვის და “იაფად” პროდუქციას იშვიათად თუ ვინმე ჩაგაბარებთ (ყოველთვის იქნებით გეგმა “ბ”).

შეიძლება მაინც გამოჩნდნენ ისინი , რომლებიც წამოვლენ ამ შეთანხმებაზე, მაგრამ ტრანსპორტირების ხარჯი მაინც აგეკიდებათ.

ასე რომ, კარგად დაფიქრდით რის გადამუშავებას და როგორ აპირებთ, ვინაიდან მომავალი არც ისე “ბედნიერია” ამ სფეროში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. და თუ გავითვალისწინებთ რა მომავალიც და მხარდაჭერაც აქვს რეალურად საქართველოში გადამამუშავებელ წარმოებას (მოსახლეობას ყიდვა არ უნდა, ექსპორტზე კი დიდი მოცულობები დაგჭირდებათ), ამ საქმეს მხოლოდ მაშინ ჯობია შეეჭიდოთ, როცა გაყიდვებთან დაკავშირებით მშვიდად ხართ (ანუ ჯობია კლიენტი თავიდანვე იშოვოთ და მის იმედზე დაიწყოთ საქმე).

რა გამოსავალი არსებობს, რომ გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმა გამართულად დაიწეროს?

1) გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე ნედლეულის გადამუშავებაზე გათვალეთ.

წარმოება ისე ააგეთ, რომ რამოდენიმე სხვადასხვა ნედლეულის გადამუშავება შეგეძლოთ და სეზონი ისე “დატვირთოთ”, როგორც დედა ბუნება მოგცემთ ამის საშუალებას.

2) შეძლებისდაგვარად გააშენეთ თქვენი სანედლეულო ბაზა.

დიახ, ეს სხვა ბიზნესია, მაგრამ მოგიწევთ თუ გრძელვადიანი ჩანაფიქრი გაქვთ, არ გინდათ დამოკიდებული იყოთ გლეხებზე / ფერმერებზე და უზრუნველყოთ საბოლოო პროდუქციის უწყვეტი მიწოდება.

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა სპეციფიკური საქმეა. თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: