ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: კოოპერატივი

ფოტოკოლაჟი: კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დედაენის ბაღში

26 ფოტო დღეს, 2017 წლის 29 ივნისს დედაენის ბაღში გამართული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვიდან. ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტო.  

განაგრძე კითხვა »

ჰოლანდიური გამოცდილება ქართულ კოოპერატივში

ყოველი ქართული ბიზნესის წინსვლა ძალიან მახარებს და აი კიდევ ერთი მაგალითი. ჩირკოლადი ყველამ ვიცით. სწორედ ჩირკოლადის ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელიც თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გასაზიარებელია როგორც კონკრეტული წარმატებული ისტორია, თუ როგორ ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მე ვთვლი, რომ სწორედ ეს არის განვითარების გზა. ჩირკოლადში ჰოლანდიელი ექსპერტის – Joseph Muskens-ის ჩამოყვანა მოხდა ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაცია PUM ის ხელშეწყობით. ჩატარდა ერთგვარი …

განაგრძე კითხვა »

შავი ჩაი გურიიდან. და ეს მხოლოდ დასაწყისია ….

შავი ჩაი, გურია კომპანი

საქართველოში ქართული ჩაის ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. როგორ გგონიათ რატომ? განა ქართული წარმოების ჩაი არ გვაქვს? გვაქვს და მერე როგორ, მაგრამ … მაგრამ … მყიდველებში ქართული ბრენდების შესახებ ინფორმაცია მინიმალურადაა, ქართული ბრენდების ცნობადობა მინიმალურია, დახლზე ქართული ბრენდების წარმოდგენის ხარისხი მინიმალურია, და ა.შ. … ეს ყველაფერი კი სხვა მრავალ უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორთან ერთად კი გაყიდვებზე აისახება. ყველაფერს ეშველება! …

განაგრძე კითხვა »

სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი სენაკის რაიონის სოფ. ნოსირიდან

მარწყვი

გგონიათ ქართული მარწყვის ჭამა მარტო სეზონზე შეიძლება? ეს ადრე იყო, „ბნელ დროში“, როცა მარწყვის სათბურები იშვიათობა იყო. ამ სტერეოტიპის დანგრევაში კი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ – „დკ-ქოლგა“-საც შეაქვს თავისი წვლილი. „დკ-ქოლგა“ -ს დღევანდელი წევრები 2011 წლიდან ჩაბმული არიან სოფლის მეურნეობაში, 2013 წლიდან კი მარწყვი მოჰყავთ 300 მ2 საკუთარ სასათბურე მეურნეობაში. 2014 წლიდან ორგანიზაცია ოფიციალურად კოოპერატივია და მასში …

განაგრძე კითხვა »

თხილი ჩვენი არსობისა … კოოპერატივი სოფლის იმედი

სოფლის იმედი

თხილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია სტაბილურად მზარდი გაყიდვებით. გაგიკვირდებათ და უახლესი მონაცემებით თხილმა ღვინოსაც კი გადაუსწრო ექსპორტის მოცულობით. მოთხოვნა მზარდია და გასახარია, რომ საქართველო თხილის საერთაშორისო ფერხულში აქტიურადაა ჩართული. სენაკთან ახლოს, სოფელ უშაფათში მდებარეობს 2014 წელს შექმნილი კოოპერატივი – სოფლის იმედი. ამ სფეროში უკვე მე-8 წელია რაც მუშაობენ. კოოპერატივში 5 წევრია. პარტნიორებს ამ მომენტში 11 ჰექტარზე …

განაგრძე კითხვა »

კალმახი, ამური, კობრი, სქელშუბლა – კოოპერატივი ქულბაქი

კალმახი, კოოპერატივი ქულბაქი

ცაგერის მუნიციპალიტეტის ულამაზესი სოფელი ქულბაქი, მიწისქვეშა წყლებისგან წარმოქმნილი ბუნებრივი ტბორები, ეკოლოგიურად სუფთა ნედლი თევზის წარმოება, ადგილზე თევზის დაგემოვნების და შესყიდვის საშუალება … რა გინდა მეტი სულო და გულო? უკვე 5 წელია კოოპერატივის წევრები ერთობლივად არიან ამ ბიზნესში ჩართულნი, მანამდე კი ყველა მათგანი ინდივიდუალურად უძღვებოდა მეთევზეობას საკუთარ თევზსაშენ ტბორებში.  მათ გააერთიანეს თავიანთი ფულადი/არაფულადი რესურსები და შექმნეს კოოპერატივი ქულბაქი. დღეისთვის კოოპერატივის საკუთრებაშია: …

განაგრძე კითხვა »

18 სახის უგემრიელესი ყველი ხონიდან

18 სახის უგემრიელესი ფერმის ყველი ხონიდან

ზემოთ სურათზე წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს. ეს ორი სახეობაა იმ 18-ს შორის, რომელიც კოოპერატივში – „ლელო 2014“ შეიქმნა. აი კონკრეტული შედეგი იმ საქმიანობებისა, რომელსაც კოოპერატივი ENPARD-ის რეგიონალური პარტნიორის – People in Need-ის დახმარების შედეგად განახორციელა. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ მოიპოვებთ. გონივრული, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმის შედგენის შედეგად, კოოპერატივმა ENPARD-ისა და People in Need-ის  დახმარებით  შეძლო შეექმნა …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩინეთ ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ჩაის დამფასებლებო და ქართული ჩაის გულშემატკივრებო … დღეს „ჩაი სურნელი“ მინდა გაგაცნოთ … რა იცით მის შესახებ? მე „ჩაისტი“ ვარ, თან დასაყენებელი ჩაის „კლიენტი“ და როცა გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ ცხადია ბევრი არ მიფიქრია. ოღონდ, ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჯერ გასინჯული არ მაქვს, ამიტომ გემოვნებით თვისებებს ჯერ პირადად ვერ შევაფასებ. თუმცა ისეთი ქება მესმის ისეთი ხალხისგან, რომ იმას ვფიქრობ …

განაგრძე კითხვა »

რა არის კოოპერატივი?

რა არის კოოპერატივი?

ეს ვიდეო მარტივად, გასაგებად, სახალისოდ და რაც მთავარია სულ რაღაც 1 წუთში აგიხსნით თუ რა როლი აქვთ თანამედროვე კოოპერატივებს ქართული სოფლის განვითარებაში და რა არის საჭირო მის შესაქმნელად. არ გეგონოთ სსრკ-ს დროინდელ დრომოჭმულ კონცეფციაზე გესაუბრებოდეთ. საუბარია თანამედროვე ფერმერულ კოოპერატივებზე, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გარდატეხის მოხდენა ქართულ სოფელში. ENPARD პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ გარდატეხას ისახავს მიზნად. მაგალითად ეს არის თორნიკე, მცირე ზომის …

განაგრძე კითხვა »