ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

აღმოაჩინეთ ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ჩაის დამფასებლებო და ქართული ჩაის გულშემატკივრებო …

დღეს „ჩაი სურნელი“ მინდა გაგაცნოთ …

რა იცით მის შესახებ?

მე „ჩაისტი“ ვარ, თან დასაყენებელი ჩაის „კლიენტი“ და როცა გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ ცხადია ბევრი არ მიფიქრია. ოღონდ, ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჯერ გასინჯული არ მაქვს, ამიტომ გემოვნებით თვისებებს ჯერ პირადად ვერ შევაფასებ. თუმცა ისეთი ქება მესმის ისეთი ხალხისგან, რომ იმას ვფიქრობ მხოლოდ როდის „ჩამოვა“ ეს ჩაი თბილისში, რომ ყიდვა და გასინჯვა შევძლო.

ე.ი. წალენჯიხაში მეორე წელია არსებობს ჩაის კოოპერატივი – „ჩაი სურნელი“ [მისამართი: ტ. კვარაცხელიას ქ. #21], რომლის თავმჯდომარეც ქალბატონი ნარგიზა ღვინჯილიაა. განათლებით ინჟინერ-ტექნოლოგი ცხოვრების მანძილზე უწყვეტად მუშაობდა ჩაის, როგორც პირველად ასევე მეორად ქარხნებში, ტექნოლოგ-დეგუსტატორად. „ჩაი სურნელი“ აერთიანებს გამრჯე ადამიანებს, რომელთათვის ერთი სიამოვნებაა ქართული საქმის კეთება, რომელიც უყვართ.

2014 წლის აგვისტოში, კოოპერატივის დარეგისტრირების შემდგომ, კოოპერატივმა ნახევარი ტონა ჩაი გამოუშვა და გაყიდა. თან როგორც გავიგე ბაზარი იქვე აქვთ, რეგიონის სერიოზული სასტუმროები, ასევე სავაჭრო ქსელები. პროდუქტი რომ ხარისხიანია უკვე აქედან ჩანს. კოოპერატივს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებშიც. მაგრამ საქმე ფართოვდება, რაც  ახალ ამოცანებს აყენებს. 2015 წელს ჩაის წარმოება საკმაოდ გაიზარდა და ამიტომ შემდეგი სამიზნე თბილისია.

თბილისში დისტრიბუცია კი მოგეხსენებათ ადვილი საქმე არაა. აქ ჯუნგლებია, პირდაპირი და გადატანითი გაგებითაც. ყველა დახლი დაკავებულია! მწარმოებლებს დახლში მარტო იმდენს თხოვენ, რომ პროდუქტის იქ დადებას უკვე ჩანასახშივე აზრი ეკარგება. ქსელის სარგოს % და გადახდის კაბალურ პირობებზე აღარაფერს ვამბობ. ეფექტური დისტრიბუცია ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც ამჟამად კოოპერატივის წინაშეა. ეს პრობლემა [ხაზგასმით ვამბობ] ყველა ქართულ მცირე ბიზნესს აქვს. კარგი დახლების უმრავლესობას იმპორტიორები იკავებენ სწორედ იმიტომ, რომ ფინანსურად გაცილებით უფრო შეძლებულები არიან. გაგეცინებათ, მაგრამ პროდუქტის თქვენამდე, მომხმარებლამდე მოტანა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დღეს მცირე ბიზნესში.

ეხლა საქმე …

კოოპერატივს შეუძლია თბილისში სარეალიზაციოდ ობიექტებს ჩააბაროს [და საკმაოდ ხელსაყრელ ფასშიც] უმაღლესი ხარისხის ჩაის რამდენიმე სახეობა როგორც დაფასოებულს, ასევე წონით. დაკვეთის შემთხვევაში შეუძლიათ ერთჯერად პაკეტებშიც კი დაამზადონ პროდუქტი:

1) შავი გრეხილი ჩაი [100 გრ – 2 ლ]

2) ქართული ჩაი “თაიგული” [50 გრ – 2 ლ]

3) ქართული ჩაი “ექსტრა” [100 გრ – 2 ლ]

თუ თქვენ გაქვთ სარეალიზაციო ობიექტი და გსურთ ეს ნაღდი ქართული წალენჯიხური ჩაი თქვენთან დახლზე მომხმარებელს დაახვედროთ, აი შანსი. გთხოვთ პირდაპირ დაუკავშირდეთ კოოპერატივის თავმჯდომარეს ქ-ნ ნარგიზა ღვინჯილიას ტელეფონზე  558 39 55 60.