ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
18 სახის უგემრიელესი ფერმის ყველი ხონიდან

18 სახის უგემრიელესი ყველი ხონიდან

ზემოთ სურათზე წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელს გულგრილს ნამდვილად ვერ დატოვებს. ეს ორი სახეობაა იმ 18-ს შორის, რომელიც კოოპერატივში – „ლელო 2014“ შეიქმნა. აი კონკრეტული შედეგი იმ საქმიანობებისა, რომელსაც კოოპერატივი ENPARD-ის რეგიონალური პარტნიორის – People in Need-ის დახმარების შედეგად განახორციელა. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქ მოიპოვებთ.

გონივრული, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმის შედგენის შედეგად, კოოპერატივმა ENPARD-ისა და People in Need-ის  დახმარებით  შეძლო შეექმნა წარმოება, რომელიც დღითიდღე ფართოვდება. ტექნოლოგიურ საიდუმლოებასთან ერთად, კოოპერატივს წარმატების კიდევ ერთი რეცეპტი აქვს – თანამედროვე მიდგომებისა და ტრადიციების შეზავება, ასევე ახლის სწავლის დაუოკებელი სურვილი. ესაა და ეს!

კოოპერატივში 10 ადამიანია დასაქმებული და 18 დასახელების პროდუქტს აწარმოებს თავისივე საწარმოში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის კოოპერატივი აქტიურად მუშაობს პროდუქტისთვის სასაქონლო ფორმის მიცემაზე, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით შეფუთვაზე და ა.შ. საიმისოდ, რომ სექტემბრისთვის მომხმარებელს დახლზე ხარისხიანი, შეფუთული და ყველანაირად უნაკლო პროდუქტი დაახვედროს. საკონტაქტო პირი გახლავთ ბნ. მამუკა ვაშაკიძე, რომელსაც დღეს პირადად ვესაუბრე. ტელეფონები: 599 41 43 31 და 593 18 16 55.

ყველი თბილისში ჯერ არ იყიდება, მაგრამ მე შემდეგს შემოგთავაზებდით:

  1. თუ თქვენ გაქვთ სავაჭრო ობიექტი ეს არის შანსი ხონში წარმოებული პროდუქცია მოხვდეს თქვენს დახლზე;
  2. თუ თქვენთვის გინდათ ყველის მოცულობითი პარტიის შეძენა, დაურეკეთ და დარწმუნებული ვარ როგორმე მოგაწვდიან;

ფერმერული კოოპერატივი – არა მხოლოდ ახალი სიტყვაა ქართულ სოფელში, არამედ სოფლად საქმიანობის ეფექტურად და ეფექტიანად მოწყობის სინონიმიც კი ხდება უკვე. მიზეზი მარტივია: კოოპერატივებში ჩართული ადამიანები რეალურად გრძნობენ სარგებელს. ეს კი პირდაპირი გზაა ქართულ სოფლის გაძლიერებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენ.