ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სტრატეგია 2018

ჩვენთვის დიდი პატივია წლის დასაწყისშივე შემოგთავაზოთ უმთავრესი დოკუმენტი, მოძრაობა KAR.GE-ს საქმიანობის სტრატეგია 2018 წლისათვის – სტრატეგია 2018.

მოძრაობა KAR.GE-ს მისიის განაცხადში ნათლადაა ჩამოყალიბებული, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. დოკუმენტის გამოქვეყნება მიზნად ისახავს გაგაცნოთ ამ გამოწვევათა დაძლევის მიმართულებით ჩვენს მიერ 2018 წელს გადადგმული ძირითადი “ნაბიჯები”.

სტრატეგია 2018 მოიცავს ყოველწლიური B2B და B2C პროექტების და “ფონური” აქტივობების ერთობლიობას, რომლებიც განხორციელდება მიზნობრივი აუდიტორიის მაქსიმალური ჩართულობით და დაეყრდნობა გამჭვირვალობის, ნეიტრალიტეტის და “ძალა ერთობაშია”-ს პრინციპებს.

მიზნობრივი B2B და B2C პროექტები:
1. პირველი დეცენტრალიზებული ტიპის საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციისათვის საფუძველის ჩაყრა [2018 წლის იანვარი];
2. KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2018 [იანვარი-მარტი];
3. საგაზეთო KAR.GE კატალოგი 2018 [აპრილი-მაისი];
4. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი “იყიდე ქართული” [ივნისი-სექტემბერი];
5. IFFE 2018-ზე მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში [ოქტომბერი];
6. დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევა “მე ვყიდულობ ქართულს” [დეკემბერი];
7. ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2018 [დეკემბერი];

“ფონური” საქმიანობა:
1. მუდმივმოქმედი (Live) კამპანია, რომელიც http://kar.ge-ზე უწყვეტ საინფორმაციო აქტივობას ითვალისწინებს;
2. თემატური ფესტივალების / ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც შინაარსობრივად ავსებენ ჩვენს საქმიანობას;
3. ელექტრონული KAR.GE კატალოგის შემდგომი განვითარება;

ჩვენ გვჯერა, რომ მოცემული სტრატეგიის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მოძრაობა KAR.GE-ს როლი / მასშტაბი / საქმიანობა, რაც შედეგად მოიტანს ადგილობრივი მწარმოებლების და მათი ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის კიდევ უფრო მეტ ზრდას. ეს კი თავის მხრივ გაზრდის დასაქმებას, განავითარებს ადგილობრივ წარმოებას და გააძლიერებს საქართველოს!