ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: enpard

თხილი ჩვენი არსობისა … კოოპერატივი სოფლის იმედი

სოფლის იმედი

თხილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია სტაბილურად მზარდი გაყიდვებით. გაგიკვირდებათ და უახლესი მონაცემებით თხილმა ღვინოსაც კი გადაუსწრო ექსპორტის მოცულობით. მოთხოვნა მზარდია და გასახარია, რომ საქართველო თხილის საერთაშორისო ფერხულში აქტიურადაა ჩართული. სენაკთან ახლოს, სოფელ უშაფათში მდებარეობს 2014 წელს შექმნილი კოოპერატივი – სოფლის იმედი. ამ სფეროში უკვე მე-8 წელია რაც მუშაობენ. კოოპერატივში 5 წევრია. პარტნიორებს ამ მომენტში 11 ჰექტარზე …

განაგრძე კითხვა »

ქათმის ხორცი აჭარიდან, კოოპერატივი შუა ჩაქვი

ქათმის ხორცი აჭარიდან, კოოპერატივი შუა ჩაქვი

აჭარა, შუა ჩაქვი, ჯანსაღი გარემო და ამ გარემოში გამოზრდილი წიწილა … ეხლა წარმოიდგინეთ ეს აჭარელი წიწილა შემწვარ-მოხრაკული ნიორ წყალში თქვენს მაგიდაზე … იფ, იფ … გაიცანით კოოპერატივი – „შუა ჩაქვი“, რომელიც ქათმის ხორცის ბაზარზე უმძაფრესი კონკურენცის პირობებში ბრძოლაში ერთვება და რაც მთავარია წარმატებულად. შუა ჩაქვი 2014 წელს შეიქმნა და საქმიანობის დაწყებიდან სულ მალე ENPARD-ის პარტნიორის – ENPARD აჭარასგან 3 ინკუბატორი …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩინეთ ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ნაღდი ქართული ჩაი წალენჯიხიდან

ჩაის დამფასებლებო და ქართული ჩაის გულშემატკივრებო … დღეს „ჩაი სურნელი“ მინდა გაგაცნოთ … რა იცით მის შესახებ? მე „ჩაისტი“ ვარ, თან დასაყენებელი ჩაის „კლიენტი“ და როცა გავიგე ამ ჩაის არსებობის შესახებ ცხადია ბევრი არ მიფიქრია. ოღონდ, ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჯერ გასინჯული არ მაქვს, ამიტომ გემოვნებით თვისებებს ჯერ პირადად ვერ შევაფასებ. თუმცა ისეთი ქება მესმის ისეთი ხალხისგან, რომ იმას ვფიქრობ …

განაგრძე კითხვა »

რა არის კოოპერატივი?

რა არის კოოპერატივი?

ეს ვიდეო მარტივად, გასაგებად, სახალისოდ და რაც მთავარია სულ რაღაც 1 წუთში აგიხსნით თუ რა როლი აქვთ თანამედროვე კოოპერატივებს ქართული სოფლის განვითარებაში და რა არის საჭირო მის შესაქმნელად. არ გეგონოთ სსრკ-ს დროინდელ დრომოჭმულ კონცეფციაზე გესაუბრებოდეთ. საუბარია თანამედროვე ფერმერულ კოოპერატივებზე, რომელთაც რეალურად შეუძლიათ გარდატეხის მოხდენა ქართულ სოფელში. ENPARD პარტნიორებთან ერთად სწორედ ამ გარდატეხას ისახავს მიზნად. მაგალითად ეს არის თორნიკე, მცირე ზომის …

განაგრძე კითხვა »

ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო

ENPARD და kar.ge თანამშრომლობა დაიწყო

ჩემო მეგობრებო, ჩვენ პარტნორების მუდმივ ძიებაში ვართ, მით უმეტეს, როცა kar.ge მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო აქტიურდება. ყველა ის ადამიანი, ორგანიზაცია თუ პროექტი/პროგრამა, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ რამეს აკეთებს ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს და თემატურად ახლოსაა kar.ge-ს საქმიანობასთან არის ENPARD. ENPARD – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხუთწლიანი პროგრამაა (2013 …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩენა: ნაღდი კალმახი სოფელ ჩხაკოურადან

ნაღდი კალმახი სოფელ ჩხაკოურადან.

ჩოხატაურის რაიონში მდებარე ნაღდი ქართული სოფელი ჩხაკოურა, სუფთა გარემო, სუფთა ჰაერი, კამკამა და ჟანგბადით/მინერალებით მდიდარი მთის წყალი და მცირე კოოპერატივი „სამეგობრო-2014“, რომელშიც გაერთიანებული 5 ადამიანი იმდენს ახერხებს, რომ არა მხოლოდ თევზსაშენის ბიზნესი ააწყვეს, არამედ უფრო მეტად ამბიციური გეგმებით ჩხაკოურას ტურისტულ პროდუქტადაც ქცევას უპირებენ. აღმოაჩინეთ და გაიცანით კალმახი და საკალმახე კოოპერატივი. „სამეგობრო-2014“-ს დიდი იდეა კი პატარა საკალმახეების გაერთიანებით დაიწყო. პატარა ავზების გაერთიანებასთან …

განაგრძე კითხვა »