ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: 30 დღიანი გამოწვევა

დღე2: საფერავის ჩაი Saperico-საგან. ეს ნამდვილი ინოვაციაა!

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია! სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში! დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე, სადაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.     ამ სტატიის თემაა ინოვაციური პროდუქტი – საფერავის ჩაი! ეს არის 100% გამომშრალი და დაფქული საფერავის არაფერმენტირებული ყურძნის კანი. შეკვრაში 15 …

განაგრძე კითხვა »

დღე2: Imereti Greenery-ს სალათის ფურცელი და კიტრი

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰგონია, რომ საქართველოში არაფერი იწარმოება და რაც იწარმოება იმდენად ცუდია და ძვირია, რომ მისკენ გახედვასაც აზრი არ აქვს. ეს რომ ასე ჰგონიათ დამნაშავე არის პირველ რიგში მწარმოებელი სექტორი, რომელმაც ბევრი უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ მოსახლეობაში მისდამი ნდობა ჩამოყალიბდეს. მაგრამ მწარმოებელ სექტორთან ერთად ამ პასუხისმგებლობას ჩემი აზრით თანაბრად ინაწილებენ სადისტრიბუციო სექტორი, ქსელები და HORECA სეგმენტი და სახელმწიფო! …

განაგრძე კითხვა »

17 სასარგებლო რჩევა მწარმოებლებს, ვისაც სურთ აგვყვნენ დეკემბერის 30 დღიან გამოწვევაში

მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივით და ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით 2017 წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ ვაჩვენებს ყველას, თუ როგორ უნდა დავაფასოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი საქმით: ყიდვით და მოხმარებით! დიდი გამოწვევა იწყება 1 დეკემბერს! რიგით მეექვსე! თქვენთვის კი – მწარმოებლებისათვის, ეს არის შანსი კარგ ტალღაზე ააგოროთ თქვენი კამპანია. ახალი ბიზნესებისათვის კი ეს არის შანსი ერთი ხელის მოსმით გახადოთ თქვენი ხარისხიანი ნაწარმი ცნობადი და …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 2017 წლის 1 დეკემბერს გრანდიოზული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

მშვიდობა თქვენდა! გიორგობას გილოცავთ პირველ რიგში, მრავალს დაესწარით! და სწორედ ამ დღეს უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეში ჩართვა მინდა შემოგთავაზოთ (y) უმწვავესი პრობლემა 2017 წელს ემიგრანტების ჩამორიცხვების (20 %-მდე), ექსპორტის (30 %-მდე) და ტურიზმის (10 %-მდე) დღემდე უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 5%-საც ვერ აღწევს. იკითხავთ – რატომ? რატომ არ აისახება ადექვატურად შემოსავლის ასეთი თვალსაჩინო ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე? წარმოების განვითარებაზე? …

განაგრძე კითხვა »

შეჯამება: 2015 დეკემბრის #30დღიანიგამოწვევა

დასაწყისიდანვე … მადლობა თითოეულ თქვენგანს … 2015 წლის 1-30 დეკემბერს მიმდინარე 30 დღიანი გამოწვევის თითოეულ მონაწილეს … … იმისათვის, რომ მე რამოდენიმე დღეა ვფიქრობ თითოეულ აქ დაწერილ სტრიქონზე და 31 დეკემბერის მაგივრად ეხლა ვაქვეყნებ ამ ანგარიშს. დიდი სურვილი მაქვს არაფერი გამომრჩეს, მაგრამ თუ მაინც გულზე რამ დაგაკლდათ, ქვემოთ კომენტარში მიმითითეთ გთხოვთ …   ე.ი. 2015 წლის 25 ნოემბერს 2015 წლის …

განაგრძე კითხვა »

ბრწყინვალე ფინალური დღე – დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა

ბრწყინვალე ფინალური დღე - დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა

უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენს საერთო ინიციატივაში – 30 დღიან გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა და თუნდაც ერთი ქართული პროდუქტის სურათი განათავსა მოძრაობა kar.ge-ს Facebook გვერდზე. განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ბოლომდე პირნათლად შეასრულა ყველა დღის ამოცანა. ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ასევე უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომელთაც იდეა მომაწოდეს და ერთობლივად არა მარტო ქართული პროდუქტი ვიყიდე და 30 დღიანი …

განაგრძე კითხვა »

სერველადი მითანასაგან – დღე #29, 30 დღიანი გამოწვევა

მითანა

ეს დიდებული კალათა მითანას 26-27 სექტემბერს ჰქონდა წარმოდგენილი. იმდენად ეფექტური სურათია, რომ უარი ვერ ვუთხარი ამ გამოწვევის სტატიის მთავარი სურათის პოზიციაზე. ჩემი ნაყიდი და გადაღებული სურათი კი აქვეა, მოკრძალებულად, ქვემოთ … სერველადი არ მეგულება ხორციმჭამელი რომელსაც ძეხვი არ უყვარს. სერველადი ძეხვების მეფედ თუ არ ჩაითვლება, ძეხვეულის ოჯახში თავისი ადგილი ნამდვილად ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მაინც უჭირავს. მწარმოებელია მითანა, რომელიც ჩვენს მიერ …

განაგრძე კითხვა »

კარაქი „ნაგემი“ – დღე #25, 30 დღიანი გამოწვევა

კარაქი ნაგემი

დღეს ჩვენი ერთობლივი გამოწვევის 25-ე დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მომენტამდე მოგვყვება. ამ საღამოს 22:00-ზე, იმ დროს როცა ჩვეულებრივ 30 დღიანი გამოწვევის სტატიას ვაქვეყნებ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ვიქნები, სადაც ქ-ნი ნინო ზაუტაშვილის მიერ ქართული პროდუქტების და ქართული წარმოების თემაზე გაკეთებული საათნახევრიანი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ვარ. ჰოდა ერთი კარგი საქმის გამო მეორე კარგი საქმე რომ არ დაზარალდეს ამ პოსტს …

განაგრძე კითხვა »

Delicato, ქეითერინგი – დღე #24, 30 დღიანი გამოწვევა

delicato (ქეითერინგი)

ოფისების კვება, ლანჩი, coffee break, ფურშეტის ორგანიზება ან ქეითერინგ მომსახურება ადვილი საქმე არ არის. რაც არ უნდა გამოცდილი ორგანიზატორი იყოთ მაინც საჭიროა გვერდში მდგომი კომპანია, რომელსაც დაეყრდნობი და რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სადაც ხარისხი ფასზე მაღალია. სწორედ ერთი ასეთი კომპანია გვინდა დღეს წარმოგიდგინოთ. Delicato საკვების მიმართ მე პირადად სერიოზული მოთხოვნები მაქვს – იგი ჩემს 5-ვე …

განაგრძე კითხვა »

წყალტუბოს სიროფი – უმაგრესი პროდუქტი აღმოვაჩინე. დღე #16, 30 დღიანი გამოწვევა

წყალტუბოს სიროფი

დიდი მადლობა შენ, რომ ამას კითხულობ. სწორედ ამის გამოა, რომ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა კარგად მომზადდა, სწორედ მაგიტომაა, რომ 30 დღიანი გამოწვევა წარმატებით მიდის და სწორედ ამ „ხმაურის“ კიდევ ერთი შედეგია ის აღმოჩენა, რომელიც მე დღეს გავაკეთე. გავიცანი ახალი ბრენდი – წყალტუბოს სიროფი. არა მხოლოდ გავიცანი, არამედ მწარმოებელი გაცნობისთანავე სრულფასოვნად ერთვება ჩვენს ერთობლივ ფერხულში. წყალტუბოს სიროფი ეს არის სიროფი, რომლის შემადგენლობაშია …

განაგრძე კითხვა »