ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ინვესტორი

ინვესტორს ეძებთ?

გაცნობებთ, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს SME-ები (მცირე და საშუალო ბიზნესი) და ინვესტორები დააკავშიროს ერთმანეთთან. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აქ არ ვსაუბრობთ არც გრანტზე და არც სესხზე. საუბარია ინვესტიციაზე, ინვესტორზე, რომელსაც თქვენს SME-ში ინვესტიციის სანაცვლოდ წილს აძლევთ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებ აპლიკაცია, სადაც SME-ებს შეეძლებათ თავიანთი საინვესტიციო შეთავაზების განთავსება ქართულ/ინგლისურ ენებზე 1-6 თვის განმავლობაში. განთავსების ფასი (500-2500 ლარი) დამოკიდებული იქნება მოთხოვნილი ინვესტიციის მოცულობაზე და მოიცავს საინვესტიციო შეთავაზების პროფესიონალურად მომზადებასაც. საინვესტიციო შეთავაზებას ნახავენ აპლიკაციაში დარეგისტრირებული კვალიფიციური ინვესტორები მათ მიერ მითითებული პრიორიტეტების/ინტერესების მიხედვით. ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში აპლიკაცია დააკავშირებს SME-ს და ინვესტორს.

ინვესტორის მოძიება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ყველა სახის საინვესტიციო შეთავაზებებისთვის. მაგალითად გაქვთ მომგებიანი SME და შემდგომი გაფართოვებისთვის ეძებთ დამატებით კაპიტალს; ან SME ჯერ არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ ბიზნეს იდეა და ეძებთ პარტნიორს; ან გაქვთ SME და გსურთ მისი გაყიდვა; ან გაქვთ მიწის ნაკვეთი და გსურთ მასზე ტურისტული მეურნეობის განვითარება და ა.შ.

თუ ხართ SME დამფუძნებელი და ბიზნესის გაფართოვებისთვის ეძებთ ინვესტორს, დამიკავშირდით 577 73 79 64! დეტალებს გაგაცნობთ ინდივიდუალურად და ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს.

პროექტის ინიციატორი ვარ მე – ტარიელ ზივზივაძე. უკვე 25+ წელია ბიზნეს გეგმებს ვწერ დამკვეთებისთვის და ყოველწლიურად 100+ ბიზნესს 200+ მილიონი ლარის კაპიტალის გენერირებაში ვეხმარები. ამ საქმიანობიდან გამომდინარე ბოლო წლებში არაერთი ინვესტორი დამიკავშირდა, რომელთაც აინტერესებთ SME-ებში ინვესტირება.