იყო დრო, როცა მე დიდად ვერ ვერკვეოდი ჩაებში [არც ეხლა ვერკვევი დიდად რომ ვაღიარო] და Riston-ის ჩაის ვყიდულობდი ხოლმე. უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეყიდა [არადა გურიელი მაშინაც იყო ბაზარზე]. თუმცა მას შემდეგ რა „მჭადი მივირთვი“ თვალი ამეხილა და გონება გამინათდა. დავინახე, რომ უამრავი დასახელების ქართული ჩაი დევს დახლზე. დავინახე და გადავერთე. ეს 100 გრამიანი შეფუთვა 3.45 შევიძინე მარკეტში. …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
ბოტანიკა, ფორთოხლის 100% წვენი – უმაგრესია!
100 % ნატურალური წვენი ბოტანიკა kar.ge-ზე პირველი გაშუქებისთანავე იყო „ცეცხლი“ რომელმაც დადებითი კომენტარების მირიადა გამოიწვია ჩემშიც და აუდიტორიაშიც. მას შემდეგ სულ ორიოდე თვე გავიდა და მიხარია, რომ თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული გუნდი აგრძელებს მუშაობას, რის შედეგადაც 100 %-იანი წვენი ბოტანიკა ზრდის პოპულარობასაც და გაყიდვებსაც. აგერ მაგალითად დღეს ფერმერთა ბაზარზე, რომელიც სულ 4 საათი გრძელდებოდა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბოტანიკა დამსწრე …
განაგრძე კითხვა »ფუტკრის ფეხგუნდა, იგივე ყვავილის მტვერი
26 მაისს კიდევ ერთი მარგალიტი აღმოვაჩინე – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი -ს [Facebook გვერდი] დამზადებული ფუტკრის ფეხგუნდა. როგორც გავარკვიე [მომიტევეთ ამ საკითხში დეტალების უცოდინარობა] ფუტკრის ფეხგუნდა ძალიან სასარგებლო ყოფილა. აი რა აღმოვაჩინე: ყვავილის მტვერი არის მუშა ფუტკრის მიერ ყვავილის მტვრიანადან მოპოვებული მცენარის მამრობითი ნაწილი (ფეხგუნდა). ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, H, D, E, PP, K; …
განაგრძე კითხვა »“გუდა-გუდა” – ბალიში-თოჯინა. იცოდით ამის შესახებ?
მულტიპლიკაციური ფილმის “მე წვიმად მოვალ” გმირის თოვლის გუნდას სათამაშო, მომღერალი ბალიშია რომელიც ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში, “გუდა გუდას” სიმღერას იწყებს. “გუდა-გუდა” ბალიში-თოჯინაა, სურათში ნაკლებად ჩანს, ისე კი ძალიან საყვარელია 🙂 მხიარული, დანახვისთანავე ბავშობაში დამაბრუნა, გული გამითბო <3 უბრალოდ შეფუთვაზე ძალიან მწირი ინფორმაციაა, მხოლოდ ინტერნეტიდან შევიტყვე მწარმოებლის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა მე მიხარია ქართული თოჯინა, ძალიან საყვარელი, ალბათ საბოლოო ჯამში შეფუთვასაც დახვეწენ. თოჯინის პრეზენტაცია “პალიტრა …
განაგრძე კითხვა »სანტე – სანდო პროდუქციის ასორტიმენტი
აი ჩემი საყვარელი კომპანია სანტეს თავის გემრიელი და სანდო პროდუქციის ასორტიმენტით. აი რას ნიშნავს ლოიალური მომხმარებელი, სურვილი მაქვს თითქმის ყველა საყვარელი პროდუქტი გაგაცნოთ, აბსოლუტურად ყველას ვენდობი. დღეს წარმოგიდგენთ მხოლოდ სანტეს პროდუქციას, თუმცა ალბათ ყველამ იცით რომ სანტე აწარმოებს: რძეს, ხაჭოს, მაწონს, არაჟანს, მაიონეზს, წვენებს, ასევე სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“- ს აქვს სხვა ბრენდები, არანაკლებ გემრიელი პროდუქტებითა და სანდოობით, მათ აუცილბლად სხვა პოსტებში გაგაცნობთ. …
განაგრძე კითხვა »ბრავო – მისაბაძია კომპანია დილის პროდუქტები
აღფრთოვანება ვერ დავმალე, სათაურიც შესაბამისია!!! გემრიელ და სასარგებლო დილის პროდუქტების მიერ წარმოებულ კვერცხს, დაემატა ისიც, ამდენი ხნის მანძილზე პირველად აღმოვაჩინე ქართული პროდუქცია, რომელიც ბოლომდე მოწესრიგებულია! შეფუთვა სადა და ინფორმაციული; რაც მთავარია ეტიკეტზე მეილი კორპორატიული 🙂 info@dila.com.ge ვებ გვერდი ძალიან კარგად გადაწყვეტილი, ინფორმაცია სწორად და მიმზიდველად განლაგებული, გასაგებია ცოტა მოძველებული ვერსიაა საიტის, მაგრამ ამას ვინღა დაეძებს, ისე გამიხარდა გული ეხლაც მიცემს 🙂 …
განაგრძე კითხვა »თაფლი თაფლიკაცი – დამზადებულია ალავერდის ეპარქიაში
26 მაისს კიდევ ერთი ქართული მარგალიტი აღმოვაჩინე – ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრე მეურნეობა თაფლიკაცი -ს მიერ დამზადებული თაფლი. მწარმოებელი კომპანია თაფლიკაცი. ხომ მაგარი სახელია? მე ძალიან მომწონს! თაფლიკაცი მონაწილეობდა 26 მაისს რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა – გაყიდვაში. წარმოდგენილი იყო 4 ნაირსახეობის თაფლი, ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი, დინდგელი და ცვილი. მსურველებს ჰქონდათ …
განაგრძე კითხვა »აფხაზური აჯიკა – ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
ეს საოცრად გემრიელი აფხაზური აჯიკა ფრესკოში აღმოვაჩინე რამოდენიმე დღის წინ. აჯიკა მიყვარს, ოჯახში ყოველთვის ვყიდულობთ, სწორედ ამიტომაც ყიდვის შანსი ხელიდან არ გავუშვი. ეს შეფუთვა 200 გრამიანი და 1,9 ლარი გადავიხადე. სიმართლე გითხრათ ცოტა გამიკვირდა კიდეც ასეთი დაბალი ფასი. 10-12 ლარამდე ისედაც ღირს აჯიკა ბაზარში. აქ კიდევ მოწესრიგებული ნაწარმი მოწესრიგებულ შეფუთვაში … კარგია თუ ასე დაბალ დონეზე ფასის შენარჩუნებაა შესაძლებელი. მწარმოებელია …
განაგრძე კითხვა »ენერგეტიკული სასმელი BOOM FIRE – ხარისხი/ფასი კომბინაცია სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
ამ პროდუქტის შესახებ პირველად გასულ კვირაში გავიგე და ძალიან გამიკვირდა რაც გავიგე. რამოდენიმე ობიექტში მოვიკითხე და ბოლოს ნუგეშის ქსელში აღმოვაჩინე. არ დაგიმალავთ და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო აქამდე იდეის, ხარისხის, შეფუთვის და ფასის ასეთი კომბინაცია, მაგრამ თურმე აღმოჩნდა რომ ვცდებოდი … ენერგეტიკული სასმელი BOOM FIRE, მწარმოებელი სს იბერია რეფრეშმენტსი, დამკვეთი SAH & Co. არ ვიცი რა ასხია ამ 330 მლ-იან ქილაში …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, დელტა-ს ახალი ნაწარმი
უბრალოდ რომ დაფიქრდე … რა მაგარი მოფიქრებაა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, სადაც მთაგორიან სივრცეში მოქმედებ და ხშირად ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება კონკრეტულ წერტილში კრიტიკულად მნიშვნელოვანია … აი სადაა უპილოტო ვერტმფრენის გამოყენება შესაძლებული. ააფრენ მოძრაფი პლატფორმიდან და მართავ ჯოისტიკით … სუპერ! მწარმოებელი სსსტც დელტა. თქვენ წარმოიდგინეთ და Facebook გვერდიც ძალიან აქტიური აქვს! მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი წონა – 680 კგ ტვირთამწეობა – …
განაგრძე კითხვა »