მე ძალიან მიყვარს შებოლილი პროდუქცია … მისი გემო ბავშვობიდან მახსოვს. ჯერ კიდევ სკოლიდან, როცა ქუთაისის მე-3 სკოლის ბუფეტში 10 კაპიკად პურის ნაჭერზე დადებული ძეხვის ნაჭერს ვყიდულობდი, ან ვერ ვყიდულობდი. მარშეს შებოლილი სკუმბრია ჩვენი გმირია დღეს. 13 ლარი ღირს კილოგრამი. პრაქტიკულად ყველგან შეიძლება შეგხვდეთ. მე უბნის მარკეტში ვიყიდე ჩემს საცხოვრებელთან ახლოს. უგემრიელესია! სიმართლე გითხრათ მაინცადამაინც არ მომწონს თავის წვენში როცაა, ეს …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
კამპა ალუბალი, მიირთვით ნექტარი!
კამპა ბროწეული ხომ დავაგემოვნე 200 მილილიტრიან შეფუთვაში? ეხლა კამპას „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეორე წევრი მოვიწვიო kar.ge-ზე. გაიცანით კამპა ალუბალი … უგემრიელესია და 70 თეთრი ღირს მხოლოდ; თან ქართულია. მისი ყიდვისას ამ ქვეყნის მოქალაქეს უხდით ხელფასს, ამ ქვეყანაში მომუშავე ბიზნესს ავითარებთ და ამ ქვეყნის გაძლიერებას უწყობთ ხელს. აბა სუფრაზე დიდი ყანწებით სადღეგრძელობის თქმა კი არ არის მარტო „ეროვნული“ საქმე? სადმე …
განაგრძე კითხვა »აღმოაჩინეთ ახალი პროდუქტი: პინაკის მარილიანი მზესუმზირა
ე.ი. მე, როგორც მზესუმზირის დიდ „მოკნატუნემ“, კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი მინდა გაგაცნოთ. პინაკის მარილიანი მზესუმზირა სულ ახლახან აღმოვაჩინე ფუდმარტში, 100 გრამიანი შეფუთვა 1 ლარი ღირს. მწარმოებელია შპს პინაკი. და ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ გემრიელია! თან ძალიან! პინაკის მზესუმზირა ადრეც გავაშუქეთ kar.ge-ზე, ოღონდ უმარილო. პროდუქტი მაშინაც მომეწონა, მაგრამ მისი მარკეტინგის მიმართ რამოდენიმე შენიშვნა მაშინაც მქონდა. მას შემდეგ თითქოს არაფერი შეცვლილა, …
განაგრძე კითხვა »BEL FOOD -ის სიმინდის ბურბუშელა – გაახარეთ ბავშვები :)
გუდვილში ჩემს „ლაშქრობას“ უკვალოდ არ ჩაუვლია … BEL FOOD-ის 3 განსხვავებულ პროდუქტს გადავაწყდი და სამივე ვიყიდე. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ სახლში მიტანისას „იარაღით დამადგნენ“ თავზე ბავშვები, რომ სურათები მალე გადამეღო და პროდუქტი მათთვის გადამეცა … რა თქმა უნდა უცებ შეიჭამა … ეს სიმინდის ბურბუშელა 65 თეთრი ღირს და 85 გრამიანია; რაც მთავარია გემრიელია. მწარმოებელი კომპანიის საიტია – http://belfood.ge/. აქვე …
განაგრძე კითხვა »დატკბით ბარამბოს კარამელი მიქსით :)
ბარამბოს ასორტიმენტი ვრცელი აქვს და ეს მიქსიც ამის დასტურია. რატომ მიიქცია ჩემი მზერა და ყურადღება გუდვილის დახლზე დადებულმა ამ პროდუქტმა? ძალიან მარტივად … შეფუთვით … ეგრევე მომხვდა თვალში. გასინჯვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გემოც მშვენიერი აქვს. შეფუთვაში 150 გრამიანი სხვადასხვა ფერის და გემოს კამფეტებია. ბავშვებს უხარიათ ხოლმე ასეთი ტიპის საჩუქრები. ცოტაა, ფერად-ფერადი და გემრიელი. არც იმდენი, რომ გულზე დააკლდეთ, არც იმდენი, …
განაგრძე კითხვა »გაგისინჯავთ GNP-ს მეგრული აჯიკა?
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო მთავარი: ეს მეგრული აჯიკა უგემრიელესია! და რაც მახსოვს GNP-ს პროდუქტი [რაც გამისინჯავს] ყველაფერი გემრიელია. კომპანიას აშკარად შეუძლია ხარისხიანი პროდუქტი დადოს დახლზე და რაც ყველაზე საინტერესოა დევს კიდეც, როგორც სერიოზულ ქსელებში, ასევე უბრალო მარკეტებშიც. ფასიც ნორმალური აქვს ხოლმე. ეს კონკრეტული მეგრული აჯიკა გუდვილში შევიძინე 85 თეთრად. რაც აშკარად გამიკვირდა არის შეფუთვა … კომპანიის Facebook გვერდზე და საიტზე წითელი …
განაგრძე კითხვა »გაიცანით BAUME – ქართული წარმოების წამალი
BAUME – ქართული წარმოების წამალი. მწარმოებელი – ავერსი, ფასი 10.2 ლარი. მახსოვს ბოლოს წამლის ინსტრუქცია რომ წავიკითხე მაშინ მივხვდი რას ნიშნავს როცა კითხულობ და თავში არაფერი შედის. არაა ეს ჩემი სფერო, ასე რომ წამლის დახასიათებაში ნამდვილად მოვიკოჭლებ. ვფიქრობ საკმარისია ვთქვა შემდეგი: BAUME ქართულია … აი კარგია თუ არა ეს არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ სახლში დაგვჭირდა და რისთვისაც ვიყიდეთ, …
განაგრძე კითხვა »აღმოჩენა: Fotorator – ქართული ინოვაციური ფოტო ბეჭდვის კიოსკი
2 დღის წინ მეგობართან ერთად შეხვედრაზე მივდიოდი. გზაში მიყვებოდა … რაღაც საქმეზე მივედიო დღესო; ოფისი ძალიან მაგარი, რაღაც ინოვაციური პროგრამა არისო, მგონი საქართველოს ბანკის პროგრამის დაფინანსებითო, სტარტაპები ინოვაციურ რაღაცეებს ქმნიანო. ერთი ვნახე რაღაც ძალიან მაგარი ფოტოების გადასაღები დანადგარი იყოო … მე კი ჩავეძიე, მაგრამ სახელი არ ახსოვდა … გუშინ ღამით კი Facebook-ში აღმოვაჩინე ეს ძალიან მაგარი „რაღაც“ – ფოტორატორი / …
განაგრძე კითხვა »კამპა ბროწეული, მიირთვით ნექტარი!
ამ ტექსტის წერის მომენტში მე არ ვიცი მეორე ქართული კომპანია, რომელსაც 200 მილილიტრიან პაკეტებში აქვს ჩამოსხმული სხვადასხვა ხილის ნექტარი. კამპა ბროწეული რამოდენიმე დღის წინ გუდვილში შევიძინე 70 თეთრად. ცხადია იქვე დახლიდან ამაყად იჯგიმებოდნენ უცხო ტომის წარმომადგენელი წვენები, ნექტრები, წვენები, თუ რა ვიცი კიდევ რა, მეპრანჭენ, თვალიც ბევრჯერ ჩამიკრეს, მაგრამ … მაგრამ „არ გაუვიდათ“ … კამპას ამ სერიის 6 სხვადასხვა არომატის ნექტარი …
განაგრძე კითხვა »უნიკალური ბახმარო გაახლებული ბოთლით და პრემიუმ შეფუთვით
არ დაგიმალავთ და სასტიკად ვბრაზდები დახლზე იმპორტულ წყალს რომ ვხედავ … ე.ი. იყიდება კიდეც, ე.ი. ვიღაც ყანწპატრიოტი ყიდულობს კიდეც … ამიხსენით, წყლით მდიდარ ქვეყანაში იმპორტული წყალი მომხმარებელმა რატომ უნდა იყიდოს? ბახმარო – ამ წყლის დადებითი თვისებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ უკვე ვიცი [აი აქედან]. მეტიც, ვიცი მთავარი – ქართულია & კარგია! მით უმეტეს როცა ვხედავ როგორ ვითარდება კომპანია წყალი მარგებელის ხელში. ეს …
განაგრძე კითხვა »